მეთოდოლოგიური მხარდაჭერა

კომპანია ABM-ი უზრუნველყოფს როგორც ლაბორატორიების დაგეგმარებას საწყისი ეტაპიდან სრულყოფამდე, ასევე მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას, რაც მოიცავს მეთოდების შემუშავებას და ოპტიმიზაციას, ასევე ვალიდაციის სერვისებს. ჩვენ გთავაზობთ გადაწყვეტილებების სრულ კომპლექტს, რომელიც დაგეხმარებათ ლაბორატორიებისთვის საჭირო სერვისების მართებულ დაგეგმარებაში, მათ შორის, სამუშაო პროცესებისა და დროის ოპტიმიზაციაში.
ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია თქვენი ლაბორატორიული რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენებაში.