Showing 1–9 of 17 results

AllType™ FASTplex™ NGS ანალიზი


მაღალი გარჩევადობის გენოტიპირების AllType FASTplex NGS ანალიზი აერთიანებს მულტიპლექსურობას PCR-ის სამუშაო პროცესის სიმარტივესთან, რაც გამორიცხავს ტრადიციული მეთოდებით საჭირო პიპეტირების, გაწმენდისა და რაოდენობრივი ეტაპების უმეტესობას. ამპლიკონების ერთ სინჯარაში პირველი საათის განმავლობაში გაერთიანებით, ე.წ. ბიბლიოთეკები შეიძლება მომზადდეს თანმიმდევრობისთვის 3,5 საათზე ნაკლებ დროში მინიმალური ხელით სამუშაო. გენის დაფარვა AllType FASTplex NGS ანალიზისთვის

CEDIA™ Cyclosporine (CsA) იმუნოანალიზები და კალიბრატორები

კატალოგის ნომერი: 100147 საიმედო და ზუსტი რაოდენობრივი შედეგების მიღწევა, რომლებიც გადამწყვეტია ციკლოსპორინის დონის მონიტორინგისთვის თირკმელების, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ჩვენ მიერ შემოთავაზებული ადვილად გამოსაყენებელი Thermo Scientific™ CEDIA™ Cyclosporine Plus იმუნოანალიზით. მოწოდებული Thermo Scientific CEDIA Plus მაღალი დიაპაზონის კალიბრატორებთან ერთად, ეს იმუნოანალიზი გამოირჩევა ფართო დიაპაზონით 25-2000ნგ/მლ, როგორც ქვედა ზღვარზე არსებული, ასევე პიკის ნიმუშებისთვის. გამოყენება შესაძლებელია Indiko™ და Indiko Plus კლინიკურ და სპეციალიზებულ ქიმიურ სისტემებზე, ასევე რიგ სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტებზე.

CEDIA™ მიკოფენოლის მჟავას იმუნოანალიზები, კალიბრატორები და კონტროლები

კატალოგის ნომერი: 100276 შეავსეთ თქვენი იმუნოსუპრესანტი წამლების ტესტირების პანელი Thermo Scientific™ CEDIA™ მიკოფენოლის მჟავის იმუნოანალიზით. ჩვენ მიერ შემოთავაზებული სხვა ISD ანალიზის მსგავსად, CEDIA მიკოფენოლის მჟავის იმუნოანალიზი საიმედო და ზუსტია, რაც გამოხატულია მომხმარებელთა შედეგებში. ნაკრების გამოყენება შესაძლებელია Indiko™ და Indiko Plus კლინიკურ და სპეციალიზებულ ქიმიურ სისტემებზე, ასევე სხვა რიგ ლაბორატორიული ინსტრუმენტებზე.

FLEXMAP 3D სისტემა


FLEXMAP 3D® არის Luminex-ის ყველაზე მოწინავე და მრავალმხრივი მულტიპლექსირების პლატფორმა. წაკითხვის სწრაფი დრო, თავსებადობა როგორც 96- და 384 ფოსოიან პლანშეტებთან და ინტეგრაციის სიმარტივე წინა ავტომატიზაციის სისტემებთან, FLEXMAP 3D-ს აქცევს პლატფორმად მაღალი გამტარუნარიანობის კვლევებისათვის. პლატფორმა იყენებს როგორც მაგნიტურ, ისე არამაგნიტურ მიკროსფეროებს და შეუძლია ერთდროულად გაზომოს 500-მდე გენი ან ცილა მცირე ნიმუშიდან. ავტომატური გაშვება, გამორთვა და ტექნიკური მომსახურება ხდის FLEXMAP 3D-ს მარტივად გამოყენებად სისტემად. მაღალი გამტარუნარიანობა: ნიმუშის ორმაგი სითხის გამტარი და ნიმუშის დეტექციის გაზრდილი სიჩქარე იწვევს ანალიზის უფრო სწრაფ ჩატარებას. FLEXMAP 3D სისტემას შეუძლია 384 ნიმუშის დამუშავება და 144,000-მდე მონაცემის გენერირება სულ რაღაც ერთ საათში. - მაღალი პლექსირების უნარი: FLEXMAP 3D თავსებადია მაგნიტურ და არამაგნიტურ მიკროსფეროებთან და შეუძლია განასხვავოს 500-მდე სხვადასხვა ბიდის ნაკრები. პლატფორმა გვთავაზობს კომერციული კომპლექტებისა და რეაგენტების დიდ მენიუს, რათა შემუშავდეს ანალიზები მრავალფეროვანი აპლიკაციებისთვის, მათ შორის ნუკლეინის მჟავების დეტექცია იმუნოანალიზები, რეცეპტორ-ლიგანდის ურთიერთქმედებისა და ფერმენტული ანალიზები. - ავტომატიზაცია/LIS თავსებადობა: xPONENT® პროგრამული უზრუნველყოფა აკონტროლებს FLEXMAP 3D სისტემას და გთავაზობთ ინტერფეისის განსხვავებულ ვარიანტებს ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემებისთვის (LIS) და პრე-ავტომატური პლატფორმებისთვის. სისტემა მუშაობს 96 და 384 ფოსოიანი პლანშეტის ფორმატებში, ნიმუშის მომზადებისა და გამტარუნარიანობის გაზრდისთვის. - საიმედოობა: FLEXMAP 3D სისტემას აქვს მრავალი მახასიათებელი, რომელიც საშუალებას იძლევა გაუშვათ, აწარმოოთ, გამორთათ და ტექნიკურად გამართოთ ინსტრუმენტი, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მის ეფექტურობას მაღალი გამტარუნარიანობის სკრინინგისათვის.

HLA – ტიპირება


ჩვენ გაგვაჩნია მოლეკულური ტიპირების პროდუქტების ფართო სპექტრი და გვთავაზობთ მთელი რიგი ბიომარკერების ანტისხეულების დაბალი და მაღალი გარჩევადობის გამოვლენას, მათ შორის ანალიზებს, რომლებიც გადატრიალებას ახდენენ სამუშაო პროცესის მსვლელობაში, შემდეგი თაობის სექვენირების ყველაზე ეფექტური მეთოდის დანერგვით ლაბორატორიაში.

Lab Screen Mixed


ტესტები HLA კლასის I და II კლასის ანტისხეულების, ასევე MICA ანტისხეულების არსებობის შეფასებისთვის, ერთი სინჯარის პროტოკოლით. კარგად შეეფერება პაციენტის ანტისხეულების ყოველთვიურ სკრინინგს როგორც დაბალი, ასევე მაღალი გამტარუნარიანობის ლაბორატორიებში. LABScreen-ის რეაგენტები იყენებს Luminex xMAP ტექნოლოგიას, მიკრობიდების პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ანტისხეულების მულტიპლექსური ანალიზისთვის. ანტიგენზე დაფუძნებული ეს ანალიზი საშუალებას გაძლევთ ზუსტად განსაზღვროთ ანტისხეულების პროფილები HLA-სა და MICA-ს მიმართ. LABScreen-ის თანმიმდევრულობა, მაღალი მგრძნობელობა და გამძლეობა დადასტურებულია PRA სკრინინგისთვის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებაში.

LABScreen ერთეული ანტიგენი


LABScreen ერთეული ანტიგენის ანალიზები უნიკალურ გადაწყვეტას იძლევა მაღალი PRA პაციენტების შემთხვევებში. ამ პაციენტებში, ანტისხეულმა, რომელიც რეაქტიულია ერთი ან მეტი დომინანტური ეპიტოპის მიმართ, შეიძლება შენიღბოს დამატებითი სპეციფიკის ანტისხეულების არსებობა. ამ სპეციფიკის იდენტიფიცირება ახლა შესაძლებელია ერთი ანტიგენის ტექნოლოგიით. LABScreen-ის რეაგენტები იყენებს Luminex xMAP ტექნოლოგიას, მიკრობიდების პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ანტისხეულების მულტიპლექსური ანალიზისთვის. ანტიგენზე დაფუძნებული ეს ანალიზი საშუალებას გაძლევთ ზუსტად განსაზღვროთ ანტისხეულების პროფილები HLA-სა და MICA-ს მიმართ. LABScreen-ის თანმიმდევრულობა, მაღალი მგრძნობელობა და გამძლეობა დადასტურებულია PRA სკრინინგისთვის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებაში.

LABType™ SSO


ეს ნაკრები კარგად შეეფერება დაბალი და მაღალი გამტარუნარიანობის ლაბორატორიებს, LABType SSO დაფუძნებულია საპირისპირო SSO (rSSO) მეთოდზე. სუსპენზიის პლატფორმა იყენებს ფლუორესცენტურად კოდირებულ მიკროსფეროებს,  ბიდებს ოლიგონუკლეოტიდური ნიმუშების იმობილიზაციისთვის. სამიზნე დნმ ამპლიფიცირებულია ბიოტინილირებული, ლოკუს სპეციფიკური პრაიმერებით. შემდეგ ამპლიფიცირებული პროდუქტი დენატურირებულია და ჰიბრიდირებულია ოლიგონუკლეოტიდურ ნიმუშებთან, ამპლიფიცირებული პროდუქტი, რომელიც ჰიბრიდირებულია ბიდთან დაკავშირებულ ოლიგონუკლეოტიდულ ნიმუშებთან ინიშნება R-ფიკოერითრინ კონიუგირებული სტრეპტავიდინით (SAPE) და შემდეგ მუშავდება LABScan-ით. ანალიზი ტარდება 96 ფოსოიანი PCR პლანშეტის ერთ ფოსოში.

LinkSēq™ HLA ტიპირების ნაკრებები


ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის (HLA) კომპლექსი დაკავშირებულია ჰისტოთავსებადობის და იმუნოგენეტიკის სფეროსთან. HLA გენები აკოდირებს უჯრედის ზედაპირის ცილებს, რომლებიც იმუნური სისტემის აუცილებელი ელემენტებია. არსებობს HLA გენოტიპირების სამი გავრცელებული მეთოდი: (1) დნმ-ის პირდაპირი სექვენირება, რომელიც მოითხოვს PCR ამპლიფიკაციას, რასაც მოჰყვება სექვენირება (2) Sequence Specific Oligonucleotide Probe PCR (SSOP), რომელიც მოითხოვს PCR, რასაც მოჰყვება ნიმუშის ჰიბრიდიზაცია, დეტექცია და ანალიზი; და (3) Sequence Specific Priming PCR (SSP), რომელიც მოითხოვს PCR, რასაც მოჰყვება გელ-ელექტროფორეზი და ანალიზი. LinkSēq HLA ტიპირების პროდუქტი აერთიანებს PCR-ს და დნმ-ის პირდაპირ დეტექციას, რაც გამორიცხავს სხვა მეთოდებით საჭირო ბევრ საფეხურს. ეს უნიკალური მეთოდი იყენებს SSP-ის ფორმას, რომელიც დაკავშირებულია ფლუორესცენტურ დნმ-ის დამაკავშირებელ საღებავთან (SYBR® Green), რათა უზრუნველყოს HLA კლასის I და II კლასის ალელების დაბალი დონის გარჩევადობა გელ-ელექტროფორეზის და კვლევის სხვა მეთოდების გარეშე, რაც ზოგავს დროსა და ძალისხმევას. SureTyper™ პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება ტიპირების მთელი პროცესის ავტომატიზაციისთვის და მოიცავს სრულ წვდომას პასუხებთან, აუდიტსა და უსაფრთხოების მახასიათებლებს.