ჩვენი პროექტები

PCR ლაბორატორიები

აღნიშნული პროექტების ფარგლებში, კომპანია ABM-მა საქართველოს მასშტაბით განახორციელა 35 PCR ლაბორატორიის დაკომპლექტება, მომარაგება და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა. ასევე, პანდემიის პირობებში, კომპანიამ უზრუნველყო PCR ლაბორატორიების სრული აწყობა და გამართვა დროის მოკლე პერიოდში, რამაც დიდი წვლილი შეიტანა კოვიდ პანდემიის მართვაში.

ამ დროისთვის, PCR ლაბორატორიების პროექტები შესრულებულია შემდეგი კომპანიებისთვის:

პრაიმ ლაბი, რეიგენი, უმაღლესი სამეცინო ტექნოლოგიების ცენტრი, კლინიკა „ჰეპა“, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი, ბახუტაშვილის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, ნიუ ჰოსპიტალსი, ავერსის კლინიკა, მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრი, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის ინფექციური კლინიკა, ევექსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი, მეგალაბი, გენომიქსი, სინევოს სამედიცინო ლაბორატორია, Healthy Lab, პირამიდა, მიქსტა, კლინიკა ნეოლაბი, მედსითი, მედ დიაგნოსტიკა, ექსპრეს ლაბი, ჯეო ჰოსპიტალსი, მედიქალ ვორლდ, სანუსი, სამხედრო ჰოსპიტალი, ინ თაიმ დიაგნოსტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მედლაინ, ჯანმრთელობის სახლი, LG and Company

NGS ლაბორატორიები

აღნიშნული პროექტების ფარგლებში, კომპანია ABM-მა პირველად ამიერკავკასიაში განახორციელა 4 NGS ლაბორატორიის დაკომპლექტება, მომარაგება და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა. NGS ტექნოლოგია თავის თავში აერთიანებს ისეთ კომლექსურ კვლევებს როგორებიცაა: პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი, იმუნო-ონკოლოგიური გადაწყვეტები, გენების ექსპრესიის სექვენირება და ბევრი სხვა.

ამ დროისთვის, NGS ლაბორატორიების პროექტები შესრულებულია შემდეგი კომპანიებისთვის:

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტი (პრაიმ ლაბი)

პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი (ლუი პასტერის ლაბორატორია)

ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი (ლაბორატორია ქრომოსი)