ჩვენ შესახებ

კომპანია „ეი ბი ემ“ (ABM) ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საიმედო კომპანიაა, რომელიც 2011 წლიდან, მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანიის Thermo Fisher Scientific-ის წარმომადგენელია საქართველოს ლაბორატორიული ტექნიკის, კვლევითი და სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების ბაზარზე.

კომპანია თანამედროვე აღჭურვილობის, რეაგენტებისა და სახარჯი მასალების მიწოდების მიმართულებით ლიდერია საქართველოს ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს გენომიკის, პროტეომიკის, უჯრედული ტექნოლოგიების, ვეტერინარული მედიცინის, სურსათის უვნებლობის, კლინიკური დიაგნოსიტიკის, ბიოფარმაცევტული საშუალებებისა და კრიმინალისტიკის სფეროში უწევს მომსახურებას.

ჩვენ გთავაზობთ საიმედო პარტნიორობას, პროფესიონალურ მხარდაჭერას, უფასო ტრენინგებსა და პროდუქციის დროულად მიწოდებას. ჩვენთან თანამშრომლობა საშუალებას მოგცემთ გადაჭრათ კოპლექსური ამოცანები მაქსიმალურად ეფექტურად და მინიმალური დანახარჯებით;

ჩვენ გთავაზობთ

ხარისხის კონტროლი

 

ABM იცავს შესაბამის საერთაშორისო წესდებებსა და
პროფესიული ეთიკის კოდექსების ნორმებს. კომპანია მუშაობს ISO 9001, ISO 17025 საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით. ABM ფლობს GDP და GDPR სერტიფიკატებს.