- 4 სხვადასხვა ტიპის ბლოკის ცვლილებით გაზრდილია აპარატის გამოყენების შესაძლებლობები.
- გენთა ექსპრესიის 8 მილიონზე მეტ TaqMan® ექსპერიმენტთან თავსებადი სისტემა, რომლის საშუალებით შესაძლებელია განვახორციელოთ: გენთა ექსპრესიის, გენეტიკური ვარიაციის, გენთა რეგულაციის, ან ცილათა ექსპრესიის ექსპერიმენტების განხორციელება.
- აპარატის დახვეწილი დიზაინი კომბინირებულია სანდოობასთან და აკურატულობასთან.
- მარტივად გამოსაყენებელი პროგრამა, სენსორული ეკრანი, ავტომატიზების და ბლოკის შეცვლის შესაძლებლობები.
QuantStudio™ 7 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში
კატალოგის ნომერი: 4485693 (Fast – 96-ფოსოიანი)
Applied Biosystems® -ის QuantStudio™ 7 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში, აუმჯობესებს პჯრ ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობებს ჩვენთვის სასურველი ბლოკის შერჩევისა და ექსპერიმენტების ოპტიმალურად დაგეგმვის გზით.
პროტოკოლის მარტივი მიმდინარეობით, ინტუიტიური პროგრამით და სენსორული ეკრანით, QuantStudio™ 7 Flex სისტემა გვთავაზობს მაღალ პროდუქტიულობას მისაღებ ფასად.
კატეგორია: RT-PCR აპარატები, გენომიკა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
აღწერა
მიმოხილვა (0)
იყავით პირველი შემფასებელი: „QuantStudio™ 7 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში
“ კომენტარის გაუქმება
“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
96-ფოსოიანი თერმოციკლერი Veriti™
კატალოგის ნომერი: 4375786
Applied Biosystems® Veriti® 96-ფოსოიანი თერმოციკლერი Applied Biosystems® ის სხვა აპარატურის მსგავსად იძლევა სანდო მონაცემებს.
VeriFlex™ ტექნოლოგიის დამატებითი კონტროლის საშუალებით, მიიღება 6 დამოუკიდებელი ტემპერატურული ბლოკი, რაც უზრუნველყოფს ზედმიწევნით სიზუსტეს და პჯრ-რეაქციის ოპტიმიზაციას. ამავდროულად, ფერადი სენსორული ეკრანი ამარტივებს რეაქციის დადგმის და თერმოციკლერის გამოყენების პროცესს. სწრაფი და სტანდარტული პჯრ რეაქციის არჩევის ფუნქცია საშუალებას გვაძლევს შევამციროთ პჯრ-რეაქციის ციკლირების დრო.
Veriti® 96-ფოსოიანი თერმოციკლერი აღჭურვილია სტანდარტული 0.2 მლ-იანი ბლოკით. ინოვაციური VeriFlex™ ბლოკები პჯრ-ის ოპტიმიზაციის და 6 დამოუკიდებელი ექსპერიმენტის გაშვების საშუალებას გვაძლევს.
Veriti™ - ძირითადი მახასიათებლები:
VeriFlex™ ბლოკები - Veriti® 96-ფოსოიანი თერმოციკლერის ინოვაციური VeriFlex™ ბლოკები აუმჯობესებს პჯრ-ის წარმადობას.
6 განცალკევებული ბლოკის საშუალებით გაზრდილია აპარატის შესაძლებლობები, რაც გამოიხატება 2 ძირითად უპირატესობაში:
- პჯრ-ის ოპტიმიზაცია: თითოეული ბლოკის სპეციფიკური ტემპერატურა იდეალურია და პჯრ-ის ოპტიმიზაციისა და ზუსტი კონტროლისთვის.
- მეტი რეაქციის გაშვების შესაძლებლობა: 6 ბლოკის საშუალებით შესაძლოა განხორციელდეს 6 სხვადასხვა ანელინგის ტემპერატურის მქონე ნიმუშის ამპლიფიკაცია ერთ რანში.
Ion Chef სისტემა
კატალოგის ნომერი: 4484177
Ion Chef სისტემა ახალი თაობის სექვენირების პროტოკოლის გამარტივების შესაძლებლობას ქმნის Ion S5, Ion Proton და Ion PGM სისტემებთან ერთად გამოყენებისას. Ion Chef პლატფორმა უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის ავტომატურ მომზადებას, მატრიცის მომზადებას და ჩიპის ჩატვირთვას ავტომატურ რეჟიმში.
Ion Chef სისტემა საჭიროებს ხელით მუშაობის მხოლოდ 15 წუთიანი პროტოკოლის შესრულებას. მზა რეაგენტებით, ბიბლიოთეკის მოსამზადებისას საჭირო დრო მინიმუმამდეა შემცირებული. ავტომატიზებული პროტოკოლი AmpliSeq one- და two-ნაკრებების დიზაინის საშუალებას იძლევა.
Ion Chef სისტემა მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას.
იხილეთ www.AmpliSeq.com თქვენთვის საინტერესო პანელების დიზაინისთვის.
Ion Chef სისტემა:
• ამარტივებს პროტოკოლს;
• ამცირებს შრომის და დახარჯული დროის მაჩვენებელს
• სისტემა აერთიანებს ბიბლიოთეკის მომზადების ყველა ეტაპს: სპეციფიკური პჯრ ამპლიფიკაცია შესაბამისი პრაიმერების პანელით, ადაპტერების/ბარკოდების ლიგირება, გასუფთავება, ბიბლიოთეკის მომზადება და საბოლოდ ნიმუშის ჩიპში ჩატვირთვა.
QuantStudio 5 Dx პჯრ სისტემა რეალურ დროში
QuantStudio 5 Dx - პჯრ სისტემა რეალურ დროში წარმოადგენს Applied Biosystems PCR-ოჯახის აპარატების ერთ-ერთ მოწინავე აპარატს, რომელიც შექმნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მომხმარებლისთვის, რომელსაც ესაჭიროება მარტივი, საიმედო და ხარისხიანი პჯრ-სისტემა.
რაოდენობრივი თუ სხვა ტიპის ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილი პროგრამა გვთავაზობს სენსიტიურ და აკურატულ შედეგს.
QuantStudio™ 5 Dx Real-Time პჯრ სისტემა Applied Biosystems™ - ის მიერ შექმნილია კლინიკური გამოყენებისთვის, თანამედროვე, ინტერაქტიული და მოქნილი პროგრამით.
QuantStudio™ 5 Dx - ის გამოყენებით შესაძლებელია:
დიაგნოსტიკა და კვლევა - მრავალ-რეჟიმიანი პროგრამა საშუალებას იძლევა აპარატზე ოპერირება მოვახდინოთ როგორც ახალი ტესტის შესაქმნელად (DEV)*, ასევე in vitro სადიაგნოსტიკო რეჟიმში;
QuantStudio™ 6 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში
კატალოგის ნომერი: 4485692 (96-ფოსოიანი)
გაუმჯობესებული შესაძლებლობები მათი საჭიროებისას
QuantStudio™ 6 Flex სისტემა შესაძლებელია მოდიფიცირდეს და გარდაიქმნას QuantStudio™ 7 Flex - სისტემად, რაც მომხმარებელს გაუმჯობესებული ავტომატიზების შესაძლებლობებს, მაღალ წარმადობას და მულტიპლექსირების საშუალებებს სთავაზობს.
https://youtu.be/J0zH7iJoeG0
აგრიგენომიკური კვლევები მიკრო-ჩიპების და GBS-გამოყენებით
Affymetrix-ის აგროგენომიკური გენოტიპირების საშუალებები სელექციონერებს და მკვლევარებს სთავაზობს ეფექტურ და მოქნილ გენოტიპირებას ხელსაყრელ ფასად. აღნიშნული პროდუქცია საშუალებას იძლევა მოვახდინოთ მცენარეთა და ცხოველთა იდენტიფიცირება, ვალიდაცია, სკრინინგი და კომპლექსური გენეტიკური კვლევა. Affymetrix-ის აგროგენომიკური პორტფოლიო ხასიათდება მაღალი წარმადობით და მასშტაბურობით გენომის მომცველი კვლევების ჩასატარებლად. მიღებული შედეგები გვაძლევს ინფორმაციას ლოკუსების შესახებ პროცენტული გამოსახულებით, რომელთა დამუშავება შემდგომ ხორციელდება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით.
ადამიანის გენოტიპირება, ფარმაკოგენომიკა და მიკრობიომების კვლევა მიკროჩიპების გამოყენებით
Axiom - გენოტიპირების სისტემა არის პლატფორმა დიდი მასშტაბის გენოტიპირების კვლევებისთვის და ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით, მათ შორის:
სამედიცინო კვლევები მაღალი სიზუსტით
ფართო სპექტრის შესაძლებლობების მქონე, პოპულაციურ კვლევებზე ორიენტირებული ტესტ-სისტემა ხასიათდება მაქსიმალური სიზუსტით სამედიცინო მნიშვნელობის კვლევებისას; მასშტაბურ გენომურ კვლევებზე გათვლილი სისტემა მოიცავს კლინიკურად ინფორმატიულ მარკერებს; გენეტიკასა და დაავადებათა განვითარებას შორის კავშირის დადგენის შესაძლებლობა.კომპიუტერული პროგრამები დნმ-მიკროჩიპებით ანალიზისთვის
მულტიპლექსური NGS-გენოტიპირება
ჩვენ მიერ შემოთავაზებული AllType™ სადიაგნოსტიკო ნაკრები გთავაზობთ შემდეგი თაობის სექვენირებისთვის საჭირო რეაქტივების სრულ შემადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფს ერთ სინჯარაში I და II კლასის თერთმეტივე ლოკუსის ამფლიპიკაციას, რაც მთლიანად აშორებს ამპლიკონის ხელოვნურად გაერთიანების (pooling) საჭიროებას. ნიმუშები გადაეცემა უშუალოდ ბიბლიოთეკას და მზადაა სექვენირებისათვის ერთ სამუშაო დღეში. სექვენირების მონაცემთა ანალიზი და ალელური თანმიმდევრობებისთვის კუთვნილების მინიჭების პროცესი ავტომატურად ხორციელდება და გენერირდება TypeStream™ ვიზუალური NGS ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის მიერ. საბოლოო შედეგები მიიღება სამ დღეზე ნაკლებ დროში.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.