QuantStudio 5 Dx პჯრ სისტემა რეალურ დროში


QuantStudio 5 Dx - პჯრ სისტემა რეალურ დროში  წარმოადგენს Applied Biosystems PCR-ოჯახის აპარატების ერთ-ერთ მოწინავე აპარატს, რომელიც შექმნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი  მომხმარებლისთვის, რომელსაც ესაჭიროება მარტივი, საიმედო და ხარისხიანი პჯრ-სისტემა. რაოდენობრივი თუ სხვა ტიპის ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილი პროგრამა გვთავაზობს სენსიტიურ და აკურატულ შედეგს. QuantStudio™ 5 Dx Real-Time პჯრ სისტემა Applied Biosystems™ - ის მიერ შექმნილია კლინიკური გამოყენებისთვის, თანამედროვე, ინტერაქტიული და მოქნილი პროგრამით. QuantStudio™ 5 Dx - ის გამოყენებით შესაძლებელია: დიაგნოსტიკა და კვლევა - მრავალ-რეჟიმიანი პროგრამა საშუალებას იძლევა აპარატზე ოპერირება მოვახდინოთ როგორც ახალი ტესტის შესაქმნელად (DEV)*, ასევე in vitro სადიაგნოსტიკო რეჟიმში;

QuantStudio Absolute Q Digital PCR System

Applied Biosystems QuantStudio Absolute Q  PCR  სისტემა Microfluidic Array Plate (MAP) ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ციფრული PCR (dPCR) პლატფორმაა, რომელიც წარმოადგენს მაღალი ხარისხის, თანმიმდევრულ და ადვილად გამოსაყენებელ მეთოდს მკვლევრებისთვის.

QuantStudio™ 12K Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში AccuFill-ით, OpenArray™ ბლოკი, ლეპტოპი

კატალოგის ნომერი: 4471086 QuantStudio™ 12K Flex - სისტემა  წარმოადგენს Applied Biosystems -ის აპარატს, რომელიც  მოიცავს საუკეთესო "რეალ-თაიმ" პჯრ ტექნოლოგიებს ერთ ინსტრუმენტში. QuantStudio™ 12K Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში მოიცავს მარტივად ცვალებად ბლოკებს, რომლებიც ადაპტირებულია  OpenArray® ფლეითებზე, TaqMan® სარეაქციო პლანშეტებზე, 384-ფოსოიან, 96-ფოსოიან, და FAST 96-ფოსოიან ფლეითებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის შევარჩიოთ სწორი ფორმატი ჩვენი პროექტისთვის, მაქსიმალურად მოხერხებულად მოვახდინოთ ექსპერიმენტის დაგეგმვა.

QuantStudio™ 5 პჯრ სისტემა რეალურ დროში


კატალოგის ნომერი: A34321 (0.2 ml) Applied Biosystems-ის QuantStudio 5 პჯრ სისტემა ადამიანის იდენტიფიკაციისთვის, წარმოადგენს პჯრ-რეალურ დროში აპარატურის უახლეს მოდელს. აპარატი შექმნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მომხმარებლისთვის, ვისაც ჭირდება მარტივი, სანდო და ხელმისაწვდომი პჯრ სისტემა რეალურ დროში. Applied Biosystems-ის დახვეწილი რაოდენობრივი ანალიზის რეაგენტები და შედეგების ანალიზის პროგრამა გვთავაზობს ამოცანების სენსიტიური და ეფექტური გადაჭრის გზებს სასამართლო ექსპერტიზისა და დნმ-ანალიზის საჭიროების სხვა შემთხვევებში. მარტივი, ინტუიტიური სენსორული ეკრანი საშუალებას იძლევა თვალყური ვადევნოთ ამპლიფიკაციის მრუდებს. შიდა მეხსიერება 10 GB, 2,000–5,000 რეაქციის შენახვის საშუალებას იძლევა;

QuantStudio™ 5 პჯრ სისტემა რეალურ დროში


0.1 mL კატალოგის ნომერი:  A28138 Applied Biosystems® -ის QuantStudio® 5 პჯრ სისტემა რეალურ დროში  შექმნილია მომხმარებლისთვის, რომელსაც ესაჭიროება უნაკლო შესრულება, საღებავთა ფართო დიაპაზონი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სხვა მარტივად გამოსაყენებელი ფუნქციები, რომელიც მოსახერხებელია როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი მომხმარებლისთვის. Thermo Fisher Cloud-თან დაკავშირებისას, the QuantStudio® 5 სისტემა საშუალებას გვაძლევს დავუკავშირდეთ ჩვენს მონაცემებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. გამოცდილი OptiFlex® ტექნოლოგია (აღჭურვილი 6 ცალკეული არხით და თეთრი LED ნათურით) და 6 დამოუკიდებელი Veriflex ტემპერატურული ზონა განაპირობებს მონაცემთა აკურატულობას, სენსიტიურობას და ფართო სპექტრის გენეტიკურ გამოყენებას. QuantStudio® 5 სისტემა ასევე გვთავაზობს ინტეგრირებულ პროგრამულ მონაცემებს.

QuantStudio™ 6 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში


კატალოგის ნომერი:  4485692 (96-ფოსოიანი) გაუმჯობესებული შესაძლებლობები მათი საჭიროებისას QuantStudio™ 6 Flex სისტემა შესაძლებელია მოდიფიცირდეს და გარდაიქმნას QuantStudio™ 7 Flex - სისტემად, რაც მომხმარებელს გაუმჯობესებული ავტომატიზების შესაძლებლობებს, მაღალ წარმადობას და მულტიპლექსირების საშუალებებს სთავაზობს. https://youtu.be/J0zH7iJoeG0

QuantStudio™ 7 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში


კატალოგის ნომერი: 4485693 (Fast - 96-ფოსოიანი) Applied Biosystems® -ის QuantStudio™ 7 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში, აუმჯობესებს პჯრ ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობებს ჩვენთვის სასურველი ბლოკის შერჩევისა და  ექსპერიმენტების ოპტიმალურად დაგეგმვის გზით. პროტოკოლის მარტივი მიმდინარეობით, ინტუიტიური პროგრამით და სენსორული ეკრანით, QuantStudio™ 7 Flex სისტემა გვთავაზობს მაღალ პროდუქტიულობას მისაღებ ფასად.

QuantStudio™ 7 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში


კატალოგის ნომერი: 4485701 (384-ფოსო) Applied Biosystems® - ის QuantStudio™ 7 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში აუმჯობესებს პჯრ ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას ჩვენთვის სასურველი ბლოკის შერჩევისა და ექსპერიმენტების ოპტიმალურად დაგეგმვის გზით. სამუშაოს მარტივი მიმდინარეობით, ინტუიტიური პროგრამით და სენსტორული ეკრანით, QuantStudio™ 7 Flex სისტემა გვთავაზობს მაღალ პროდუქტიულობას მისაღებ ფასად.

QuantStudio™ Dx პჯრ სისტემა რეალურ დროში


კატალოგის ნომერი: 4479889 96-ფოსოიანი fast ბლოკით. QuantStudio™ Dx პჯრ სისტემა რეალურ დროში 96-ფოსოიანი Fast-ბლოკით, წარმოადგენს პლატფორმას, რომელიცhttps://youtu.be/sUbYnIa0DzA ხასიათდება უნაკლო შესრულებით, მოქნილობით და კლინიკური, სადიაგნოსტიკო ლაბორატორიისთვის საჭირო სხვა მრავალი უპირატესობით. QuantStudio™ Dx პჯრ სისტემა რეალურ დროში 96-ფოსოიანი Fast-ბლოკით,  გვთავაზობს მარტივაც ცვალებად ბლოკებს, რომელთა ჩანაცვლება შესაძლებელია ჩიპებით, 96-ფოსოიანი სტანდარტული და 384-ფოსოიანი ფლეითებით, რაც საშუალებას იძლევა შევარჩიოთ ჩვენი ექსპერიმენტებისთვის სასურველი ფორმატი. ისტრუმენტის და ექსპერიმენტების გამარტივებული პროტოკოლი, ინტუიტიური კომპიუტერული პროგრამა ტესტის მიმდინარეობას ხდის მარტივს და ეფექტურს. CE IVD-სერტიფივირებული QuantStudio™ Dx რეალურ დროში პჯრ-ინსტრუმენტები in vitro სადიაგნოსტიკო გამოყენებისთვის შეესაბამება სადიაგნოსტიკო Medical Devices Directive (98/79/EC) მოთხოვნებს.

StepOne™ პჯრ სისტემა რეალურ დროში


კატალოგის ნომერი: 4376357 StepOne™ პჯრ სისტემა რეალურ დროში წარმოადგენს 48-ფოსოიანი ბლოკის მქონე აპარატს, რომელიც მარტივი გამოსაყენებელია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მომხმარებლისთვის. სისტემის კონფიგურირება შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა სახით. StepOne აღჭურვილია მონაცემთა ინტუიტიური ანალიზისა და ინსტრუმენტის მართვის პროგრამებით. სისტმა მოიცავს მძლავრ, LED-ტიპის 3-ფერიან ოპტიკურ ჩამწერს, რომელიც იძლევა ზუსტ, რაოდენობრივ პჯრ მონაცემებს სხვადასხვა გენომური კვლევებისთვის; The StepOne™ პჯრ სისტემა რეალურ დროში - მახასიათებლები: • დახვეწილი კომპიუტერული პროგრამა და მოწყობილობები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ფართო სპექტრის გენომური კვლევების განხორციელება. • სენსიტიური 3 - ფერიანი ოპტიკური LED ჩამწერი სისტემა. • ინტუიტიური და მძლავრი სისტემა იდეალურია როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი პერსონლისთვის. • გამოსაყენებად მარტივი და მოქნილი ინსტრუმენტი. • ექსპერიმენტის დიზაინის სწრაფი და მარტივი შესაძლებლობა. არნიშნული პჯრ სისტემა რეალურ დროში ხასიათდება მაქსიმალური სიმარტივით, აღჭურვილია LCD სენსორული ეკრანით და მარტივი ინტერფეისით, რაც უზრუნველყოფს გენეტიკური კვლევების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას პჯრ მეთოდით. StepOne™ პჯრ სისტემა რეალურ დროში მოიცავს სწრაფი ინიციალიზაციის ფუნქციას, ამრიგად შესაძლებელია რეაქციის გაშვება და მხოლოდ ამის შემდგომ ფლეითის შესახებ ინფორმაციის შეყვანა სისტემაში. ფლუორესცენციის წაკითხვის სენსიტიური, LED-ტიპის 3-ფერიანი შესაძლებლობა StepOne™ პჯრ სისტემა რეალურ დროში ხასიათდება LED-ტიპის ოპტიკური სისტემით, რომელიც იწერს FAM™/SYBR® Green, VIC®/JOE™, და ROX™ საღებავებიდან მიღებულ ინფორმაციას. 99,7 %-იანი სიზუსტე - TaqMan® ექსპერიმენტების შემთხვევაში. სისტემა იდეალურია მრავალი ტიპის გენომური ანალიზის ჩასატარებლად: • SNP გენოტიპირება; • გენთა ექსპრესიის ანალზი; • მიკრო რნმ-თა ექსპრესია; • ტრანსლოკაციების ანალზი; • გენთა დეტექცია; • ვირუსული ინფექციის ანალზი. StepOne™ -ის კომპიუტერული პროგრამა სხვადასხვა ტიპის ანალიზის განხორციელების შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის: • სტანდარტული მრუდი (აბსოლუტური რაოდენობრივი ანალიზი); • ფარდობითი სტანდარტული მრუდი; • შედარებითი Ct (ΔΔCt) (შედარებითი რაოდენობრივი ანალზი); • გენოტიპირება და თვისობრივი ანალიზი; • ლღვობის მრუდის ანალიზი; • მაღალი რეზოლუციის ლღვობის მრუდი (საჭიროა დამატებითი პროგრამა).