Ion GeneStudio™ S5 System + Ion Chef™ Instrument
Ion Chef სისტემა
კატალოგის ნომერი: 4484177
Ion Chef სისტემა ახალი თაობის სექვენირების პროტოკოლის გამარტივების შესაძლებლობას ქმნის Ion S5, Ion Proton და Ion PGM სისტემებთან ერთად გამოყენებისას. Ion Chef პლატფორმა უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის ავტომატურ მომზადებას, მატრიცის მომზადებას და ჩიპის ჩატვირთვას ავტომატურ რეჟიმში.
Ion Chef სისტემა საჭიროებს ხელით მუშაობის მხოლოდ 15 წუთიანი პროტოკოლის შესრულებას. მზა რეაგენტებით, ბიბლიოთეკის მოსამზადებისას საჭირო დრო მინიმუმამდეა შემცირებული. ავტომატიზებული პროტოკოლი AmpliSeq one- და two-ნაკრებების დიზაინის საშუალებას იძლევა.
Ion Chef სისტემა მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას.
იხილეთ www.AmpliSeq.com თქვენთვის საინტერესო პანელების დიზაინისთვის.
Ion Chef სისტემა:
• ამარტივებს პროტოკოლს;
• ამცირებს შრომის და დახარჯული დროის მაჩვენებელს
• სისტემა აერთიანებს ბიბლიოთეკის მომზადების ყველა ეტაპს: სპეციფიკური პჯრ ამპლიფიკაცია შესაბამისი პრაიმერების პანელით, ადაპტერების/ბარკოდების ლიგირება, გასუფთავება, ბიბლიოთეკის მომზადება და საბოლოდ ნიმუშის ჩიპში ჩატვირთვა.
Ion GeneStudio™ S5 Plus სისტემა
კატალოგის ნომერი: A38195
Ion GeneStudio S5 Plus სისტემა წარმოადგენს ნახევარგამტარ-პრინციპზე დაფუძნებულ ახალი თაობის სექვენირების (NGS) სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა სექვენირება განხორციელდეს სწრაფი და მიზნობრივი პროტოკოლებით;
Ion GeneStudio S5 Plus სისტემა ლაბორატორიებს საშუალებას აძლევს განახორციელონ მცირე თუ დიდი მასშტაბის პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ონკოლოგიური კვლევები და შედარებით იშვიათად გამოყენებადი ექსპერიმენტები. კარტრჯის ფორმატის რეაგენტებით, სისტემა მარტივია გამოსაყენებლად და ამავდროულად გვთავაზობს მასშრაბურობას და მოქნილობას.
პლატფორმა იყენებს Ion 5 სერიის ჩიპებს ფართო სპექტრის, მაღალი წარმადობის სექვენირების ექსპერიმენტების ჩასატარებლად როგორც კლინიკური, ასევე სამეცნიერო მიზნებისთვის, მათ შორის მიკრობთა გენომების სექვენირება, გენური პანელების, ექსონების და ტრანსკრიპტომების სექვენირება.
Ion GeneStudio™ S5 სისტემა
კატალოგის ნომერი: A38194
Ion GeneStudio S5 სისტემა წარმოაგდენს ნახევარგამდარ მექანიზმზე დაფუძნებულ ახალი თაობის სექვენირების პლატფორმას (NGS), რომელიც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ მიზნობრივი სექვენირების ექსპერიმენტები. სისტემა ოპტიმიზებულია, რათა მოგვცეს საკმარისი მონაცემები ისეთი ლაბორატორიებში, სადაც მიცირე პანელებსა და სექვენირების შედარებით მცირე ინფორმაციაზეა მოთხოვნა. კარტრიჯების ფორმატის რეაგენტებით, Ion GeneStudio S5 სისტემა არის მარტივი და გვთავაზობს მასშტაბურობას და მოქნილობას.
სისტემაში გამოიყენება Ion 5 სერიის ჩიპები, რაც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას მაღალი ხარისხის მონაცემები კლინიკური და სამეცნიერო გამოკვლევებისას, როგორიცაა მიკრობთა გენომების, ექსონების და ტრანსკრიპტომების კვლევა.