შემდეგი თაობის სექვენირება (NGS)
Ion Torrent targeted next-generation sequencing (NGS)
Ion Torrent targeted next-generation sequencing (NGS) ტექნოლოგია უზრუნველყოფს ოპტიმიზირებულ სამუშაო პროცესს სრული ვირუსული გენომის სექვენირებისთვის და იძლევა SARS-CoV-2 ვარიანტების იდენტიფიცირების საშუალებას ეპიდემიოლოგიური კვლევებისთვის.
The Ion AmpliSeq SARS-CoV-2 Insight Research Assay შედგება ორი პულისგან, ამპლიკონების სიგრძის დიაპაზონით - 125 წყვილი ნუკლეოტიდიდან 275 წყვილ ნუკლეოტიდამდე, რაც ფარავს SARS-CoV-2-ის გენომის 99%-ს, ყველა სეროტიპის ჩათვლით.
აგრიგენომიკური კვლევები მიკრო-ჩიპების და GBS-გამოყენებით
Affymetrix-ის აგროგენომიკური გენოტიპირების საშუალებები სელექციონერებს და მკვლევარებს სთავაზობს ეფექტურ და მოქნილ გენოტიპირებას ხელსაყრელ ფასად. აღნიშნული პროდუქცია საშუალებას იძლევა მოვახდინოთ მცენარეთა და ცხოველთა იდენტიფიცირება, ვალიდაცია, სკრინინგი და კომპლექსური გენეტიკური კვლევა. Affymetrix-ის აგროგენომიკური პორტფოლიო ხასიათდება მაღალი წარმადობით და მასშტაბურობით გენომის მომცველი კვლევების ჩასატარებლად. მიღებული შედეგები გვაძლევს ინფორმაციას ლოკუსების შესახებ პროცენტული გამოსახულებით, რომელთა დამუშავება შემდგომ ხორციელდება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით.
მულტიპლექსური NGS-გენოტიპირება
ჩვენ მიერ შემოთავაზებული AllType™ სადიაგნოსტიკო ნაკრები გთავაზობთ შემდეგი თაობის სექვენირებისთვის საჭირო რეაქტივების სრულ შემადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფს ერთ სინჯარაში I და II კლასის თერთმეტივე ლოკუსის ამფლიპიკაციას, რაც მთლიანად აშორებს ამპლიკონის ხელოვნურად გაერთიანების (pooling) საჭიროებას. ნიმუშები გადაეცემა უშუალოდ ბიბლიოთეკას და მზადაა სექვენირებისათვის ერთ სამუშაო დღეში. სექვენირების მონაცემთა ანალიზი და ალელური თანმიმდევრობებისთვის კუთვნილების მინიჭების პროცესი ავტომატურად ხორციელდება და გენერირდება TypeStream™ ვიზუალური NGS ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის მიერ. საბოლოო შედეგები მიიღება სამ დღეზე ნაკლებ დროში.