TaqMan ტექნოლოგია
TaqMan Real-Time PCR Assays
Applied Biosystems-ის წინასწარ შემუშავებული და დაკომპლექტებული TaqMan Assays შედგება სამიზნე-სპეციფიური პრაიმერებისგან და ერთი ან რამოდენიმე ზონდისგან, რომლებიც ოპტიმიზირებულია კონკრეტული სამუშაოს განსახორციელებლად, მათ შორის გენის ექსპრესიისთვის, SNP გენოტიპირებისთვის, miRNA, მუტაციის გამოვლენისთვის და კოპიების რაოდენობის ვარიაციის ანალიზისთვის.
Applied Biosystems-ის TaqMan Assays წარმოადგენენ ინდუსტრიის წამყვან და უკონკურენტო არჩევანს 5' ნუკლეაზური qPCR ანალიზისთვის. მათი შექმნა შესაძლებელი გახდა დახვეწილი ოლიგონუკლეოტიდური ზონდის/პრაიმერის დიზაინის pipeline გამოყენებით, და ასევე ძლიერი პრაიმერის დიზაინის ალგორითმებით რაც უზრუნველყოფს ანალიზის ავტომატურობას. ხელმისაწვდომია 20 მილიონზე მეტი წინასწარ დაკომპლექტებული ანალიზი, რომელთაგან არჩევანის გაკეთება არის შესაძლებელი თქვენი საჭიროებების მიხედვით - ყველა ანალიზი უზრუნველყოფილია შესრულების გარანტიით.