TDB-120, მშრალი თერმობლოკი



TDB-120 წარმოადგენს Biosanი-ის მშრალ ბლოკ-თერმოსტატს ლაბორატორიული ანალიზების ჩასატარებლად. თერმოსტატი შექმნილია ტუბებში არსებული ნიმუშების სტაბილური ტემპერატურის შესანარჩუნებლად, რომლებიც თავსდება ალუმინის ბლოკის ფოსოებში. უმაღლესი სიზუსტე და ტემპერატურის ერთგვაროვნება ბლოკის ფარგლებში გარანტირებულია. - TDB-120 ფაროდ გამოიყენება PCR–ანალიზების ჩატარებისას. - მიკროპროცესორი აკონტროლებს როგორც ტემპერატურას, ასევე დროს. - მითითებული და რეალური ტემპერატურა აღირიცხება ეკრანზე. ბლოკების სპეციფიკაცია: ხელმისაწვდომია ბლოკის ორი მოდელი, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ლაბორატორიული სტანდარტული პროცედურები: ბლოკი A-103 21 × 0.5 მლ+ 32 × 1.5 მლ + 50 × 0.2 მლ მიკროტუბები ბლოკი A-53 21 × 0.5 მლ+ 32 × 1.5 მლ მიკროტუბები

TS-100C, თერმო-შეიკერი გაგრილების სისტემით მიკროსინჯარებისთვის და პჯრ ფლეითებისთვის

თერმო-შეიკერი TS-100C ახორციელებს ინტენსიურ შერევას და ნიმუშების ტემპერატურის კონტროლს მიკორტუბებში ან პჯრ-ფლეითებში. აღნიშნული მოდელის თერმო-შეიკერი განსხვავდება TS-100-გან  მინუშების გაციების ფუნქციით +4°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. TS-100C შეესაბამება მომხმარებლის უმაღლეს მოთხოვნილებებს და მოლოდინს: სწრაფად მიიღწევა შერევის საჭირო სიჩქარე და მისი შენარჩუნება ხდება თანაბარი ამპლიტუდით თერმო შეიკერის ბლოკის ფარგლებში; LCD ეკრანი აჩვენებს როგორც მომხმარებლის მიერ მითითებულ, ასევე ტემპერატურის, სიჩქარის და ოპერირების დროის მიმდინარე მონაცემებს. ძრავის ჩუმი მუშაობა, კომპაქტური ზომა და გამოყენების ხანგრძლივი დრო. გაცხელების და შერევის ფუნქციების გემოყენება შესაძლებელია როგორც ერთდროულად, ასევე დამოუკიდებლად. თერმო-შეიკრი აღჭურვილია 5 გამაცხელებელი და გამაგრილებელი ბლოკით, მათ შორის ბლოკებით, რომელთაც გააჩნია პლასტმასის სახურავი PCR-ფლეითებისთვის. ყველა ბლოკის შეცვლა შესაძლებელია მარტივად. ინსტრუმენტის გამოყენების სფეროები: გენეტიკური ანალიზი — დნმ-ის და რნმ-ის ექსტრაქცია და ნიმუშის შემდგომი მომზადება;
ფერმენტული რეაქციების და სხვა ბიოქიმიური პროცესების შესწავლა; უჯრედული მასალიდან მეტაბოლიტების ექსტრაქცია.