Showing all 5 results

Airstream® Gen 3 ლამინარული სუფთა კამერა ჰაერის ნაკადით, ვერტიკალური (მინის გვერდითი კედლებით)

Esco წარმოადგენს წამყვან მარკას ბიოუსაფრთხოების ტექნიკის წარმოების ბაზარზე და მოხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ნებისმიერი მომხმარებლის სპეციფიკური საჭიროებები. ახალი თაობის (Airstream) ლამინარული სუფთა კაბინა გამდინარე ჰაერის ნაკადით, აღჭურვილია DC ECM ძრავით. ლამინარული ბოქსის შემადგენლობაში არსებული ISO-ს მე-3 კლასის სამუშაო ზონა ხასიათდება 10-ჯერადი ეფექტურობით, რაც HEPA ფილტრების დამსახურებაა. ძირითადი უპირატესობები: ISO 3 -ე კლასის სამუშაო ზონა; ენერგოეფექტურობა; ჰაერის დინების დახვეწილი მაჩვენებლები; კაბინის არის სპეციფიკაციები მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე.

Airstream® Gen 3 ლამინარული სუფთა კამერა ჰაერის ნაკადით, ჰორიზონტალური (მინის გვერდითი კედლებით)

Esco Airstream ჰორიზონტალური ლამინარული კამერა აერთიანებს უახლეს ლამინარულ გამდინარე ტექნოლოგიას და ინოვაციურ სიახლეებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს მომხმარებლის, ნიმუშის და გარემოს დაცვას. აღნიშნული მოწყობილობა მომხმარებელს სთავაზობს მთელ რიგ უპირატესობებს. ლამინარული ბოქსის შემადგენლობაში არსებული ISO - ს მე-3 კლასის სამუშაო ზონა ხასიათდება 10-ჯერადი ეფექტურობით  მისი HEPA ფილტრების საშუალებით. ძირითადი უპირატესობები: ISO 3 -ე კლასის სამუშაო ზონა; ენერგოეფექტურობა; დახვეწილი ჰაერის დინების მაჩვენებლები; კაბინის არის სპეციფიკაციები მაქსიმალურად შეესაბამება მომხმარებლის საჭიროებებს.

Heraguard™ ECO Clean Bench


მწვანე თვისებები ენერგოეფექტური ტიპი ECO Clean Bench

UVT-B-AR, დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი

დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი UVT-B-AR შექმნილია დნმ-ნიმუშებზე სუფთა ოპერაციების ჩასატარებლად, რომელიც იცავს ნიმუშებს და რეაგენტებს კონტამინაციისგან. აღნიშნული მოდელი წარმოადგენს მაგიდის ხელსაწყოს, რომელიც შექმნილია მეტალის ჩარჩოსგან და მინის კედლებისგან. სამუშაო ზედაპირი უჟანგავი მეტალისაა. UV-გამწმენდი ბოქსი აღჭურვილია  ღია ულტრაიისფერი ნათურით. ულტრაიისფერი ნათურის გამოსხივება სამუშაო არის დეზინფიცირებას ახდენს 15-30 წუთში. ციფრული ტაიმერი აკონტროლებს პირდაპირი UV -დასხივების ხანგრძლივობას. დღის განათების ნათურა უზრუნველყოფს სამუშაო ზედაპირის შესაბამის განათებას. UV გამწმენდი ბოქსის–რეცირკულატორი AR შედგება UV ნათურისგან, ვენტილატორისა და მტვრის ფილტრებისგან, რომლებიც ქმნის სპეციალურ კონსტრუქციას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი, რომელიც მუშაობს ბოქსთან, დაცულია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. რეცირკულატორი ზრდის ულტრაიისფერი ნათების მაქსიმალურ გამოსხივებას, რაც თავის მხრივ ზრდის დნმ/რნმ-ინაქტივაციის ეფექტურობას. UV–რეცირკულატორი  ამუშავებს 100 UV-გამწმენდ კამერას ყოველ საათში, შედეგად იქმნება პერმანენტული ასეპტიკური პირობები. სპეციალურად მორგებული მაგიდა T-4, მოთხოვნის შემთხვევაში შედის შეკვეთაში
  Biosan-ის UV-გამწმენდი კამერის უპირატესობები: ოზონისგან თავისუფალი მაღალი სიმკვრივის UV დეკონტამინაცია; ხანგრძლივად მოქმედი UV ნათურები (საშუალოდ 9,000 საათი); UV-ნათურების ავტომატური გამორთვის ფუნქცია როდესაც დამცავი მინა გახსნილია; ბაქტერიოციდული გამდინარე-ტიპის რეცირკულატორი უზრუნველყოფს სუფთა კაბინის შიდა არის პერმანენტულ დეკონტამინაციას; ხმაურის დაბალი მაჩვენებელი, ენერგიის მცირე დანახარჯი.

UVT-S-AR, დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი

დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი UVT-S-AR შექმნილია დნმ-ნიმუშებზე ოპერაციების ჩასატარებლად სუფთა არეში. გამწმენდი ბოქსი იცავს ნიმუშებს და რეაგენტებს კონტამინაციისგან. აღნიშნული მოდელი წარმოადგენს მაგიდის ხელსაწყოს, რომელიც შექმნილია მეტალის ჩარჩოსგან და მინის კედლებისგან. სამუშაო ზედაპირი უანგავი მეტალისაა. UV-გამწმენდი ბოქსი აღჭურვილია ღია უპტრაიისფერი ნათურით. ულტრაიისფერი ნათურის გამოსხივება სამუშაო არის დეზინფიცირებას ახდენს 15-30 წუთში. ციფრული ტაიმერი აკონტროლებს პირდაპირი UV - დასხივების ხანგრძლივობას. დღის განათების ნათურა უზრუნველყოფს სამუშაო ზედაპირის შესაბამის განათებას. UV გამწმენდი ბოქსის–რეცირკულატორი AR შედგება UV ნათურისგან, ვენტილატორისა და მტვრის ფილტრებისგან, რომლებიც ქმნიან სპეციალურ კონსტრუქციას, რომლის მეშვეობითაც ბოქსთან მომუშავე პირი დაცულია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. რეცირკულატორი ზრდის ულტრაიისფერი ნათების მაქსიმალურ გამოსხივებას, რაც თავის მხრივ ზრდის დნმ/რნმ-ინაქტივაციის ეფექტურობას. UV–რეცირკულატორი  ამუშავებს 100 UV-გამწმენდ კამერას ყოველ საათში, შედეგად კი იქმნება პერმანენტული ასეპტიკური პირობები. Biosan-ის UV-სუფთა კამერის უპირატესობები: ოზონისგან თავისუფალი მაღალი სიმკვრივის UV დეკონტამინაცია; ხანგრძლივად მოქმედი UV ნათურები (საშუალოდ 9,000 საათი); UV-ნათურების ავტომატური გამორთვის ფუნქცია როდესაც დამცავი მინა გახსნილია; ბაქტერიოციდული გამდინარე-ტიპის რეცირკულატორი უზრუნველყოფს სუფთა კაბინის შიდა არის პერმანენტულ დეკონტამინაციას; ხმაურის დაბალი მაჩვენებელი, ენერგიის მცირე დანახარჯი.