SeqStudio Genetic Analyzer
SeqStudio™ Genetic Analyzer System
SeqStudio™ Genetic Analyzer წარმოადგენს მარტივად გამოსაყენებელ სისტემას, რომელიც სანგერის სექვენირების და ფრაგმენტული ანალიზის ჩატარებას მაქსიმალურად ამარტივებს.
სისტემა მარტივად გამოიყენება ექსპერიმენტების ფართო სპექტრის ჩასატარებლად. შედეგად მიიღება უნაკლო მონაცემები თანამედროვე, მოდერნიზებული სისტემის საშუალებით ხელმისაწვდომ ფასად.
SeqStudio Genetic Analyzer System მაქსიმალურად ამცირებს ოპერირების დროს.
ინსტრუმენტზე გამოიყენება ინოვაციური კარტრიჯი რომლის მეშვეობითაც ხდება როგორც სექვენირება, ასევე ფრაგმენტული ანალიზი.
სისტემა არ საჭიროებს არც მოვლის პროცედურების ჩატარებას ტექნიკური ექსპერტების მიერ და არც დაკალიბრებას ყოველი ექსპერიმენტის წინ.