აპარატურა
FLEXMAP 3D სისტემა
FLEXMAP 3D® არის Luminex-ის ყველაზე მოწინავე და მრავალმხრივი მულტიპლექსირების პლატფორმა. წაკითხვის სწრაფი დრო, თავსებადობა როგორც 96- და 384 ფოსოიან პლანშეტებთან და ინტეგრაციის სიმარტივე წინა ავტომატიზაციის სისტემებთან, FLEXMAP 3D-ს აქცევს პლატფორმად მაღალი გამტარუნარიანობის კვლევებისათვის. პლატფორმა იყენებს როგორც მაგნიტურ, ისე არამაგნიტურ მიკროსფეროებს და შეუძლია ერთდროულად გაზომოს 500-მდე გენი ან ცილა მცირე ნიმუშიდან. ავტომატური გაშვება, გამორთვა და ტექნიკური მომსახურება ხდის FLEXMAP 3D-ს მარტივად გამოყენებად სისტემად.
მაღალი გამტარუნარიანობა: ნიმუშის ორმაგი სითხის გამტარი და ნიმუშის დეტექციის გაზრდილი სიჩქარე იწვევს ანალიზის უფრო სწრაფ ჩატარებას. FLEXMAP 3D სისტემას შეუძლია 384 ნიმუშის დამუშავება და 144,000-მდე მონაცემის გენერირება სულ რაღაც ერთ საათში.
- მაღალი პლექსირების უნარი: FLEXMAP 3D თავსებადია მაგნიტურ და არამაგნიტურ მიკროსფეროებთან და შეუძლია განასხვავოს 500-მდე სხვადასხვა ბიდის ნაკრები. პლატფორმა გვთავაზობს კომერციული კომპლექტებისა და რეაგენტების დიდ მენიუს, რათა შემუშავდეს ანალიზები მრავალფეროვანი აპლიკაციებისთვის, მათ შორის ნუკლეინის მჟავების დეტექცია იმუნოანალიზები, რეცეპტორ-ლიგანდის ურთიერთქმედებისა და ფერმენტული ანალიზები.
- ავტომატიზაცია/LIS თავსებადობა: xPONENT® პროგრამული უზრუნველყოფა აკონტროლებს FLEXMAP 3D სისტემას და გთავაზობთ ინტერფეისის განსხვავებულ ვარიანტებს ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემებისთვის (LIS) და პრე-ავტომატური პლატფორმებისთვის. სისტემა მუშაობს 96 და 384 ფოსოიანი პლანშეტის ფორმატებში, ნიმუშის მომზადებისა და გამტარუნარიანობის გაზრდისთვის.
- საიმედოობა: FLEXMAP 3D სისტემას აქვს მრავალი მახასიათებელი, რომელიც საშუალებას იძლევა გაუშვათ, აწარმოოთ, გამორთათ და ტექნიკურად გამართოთ ინსტრუმენტი, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მის ეფექტურობას მაღალი გამტარუნარიანობის სკრინინგისათვის.
MAGPIX სისტემა
ბოლო წლების მანძილზე, xMAP ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ანალიზის შეფასების ორმა ინსტრუმენტულმა სისტემამ, Luminex 200 და FLEXMAP 3D სისტემებმა ფართო მიღება მოიპოვა აპლიკაციებში გამოსაყენებლად, მათ შორის ცილის რაოდენობრივი შეფასება, გენის ექსპრესიისა და დაავადების ტესტირება. ეს ინსტრუმენტები ახდენენ ფლუორესცენტურ ბიდებზე დაფუძნებულ ანალიზებს გამდინარე ციტომეტრიის გამოყენებით და შედეგების შეფასებით რეალურ დროში, ციფრული სიგნალის დამუშავებისა და xPONENT პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. შედეგად შესაძლებელია განასხვავოს ბიდის ფერი და სიგნალი PE ფლუორესცენციის ინტენსივობის შეფასების მეშვეობით. ამის საპირისპიროდ, MAGPIX სისტემა ახდენს ბიდების იმობილიზაციას მაგნიტური ძალით, აღაგზნებს მათ გამოსხივების გამოყენებით და ამოიცნობს ბიდებს CCD კამერის გამოყენებით. შედეგად ის არის უფრო კომპაქტური, ძლიერი და ეკონომიური მულტიპლექსირების ინსტრუმენტი. გარდა ამისა, გამარტივებული გაშვებისა და გათიშვის პროტოკოლები და მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები სისტემას მარტივად გამოყენებადს ხდის - იდეალურია როგორც ახალი, ასევე გამოცდილი მომხმარებლებისთვის.
MAGPIX სისტემას შეუძლია წაიკითხოს 50-მდე უნიკალური მაგნიტური ბიდი ჩვენი ტესტები MAGPIX სისტემისთვის იყენებს Luminex MagPlex მაგნიტურ მიკროსფეროს ტექნოლოგიას, ანუ იყენებს რეაქტივების მაგნიტურ თვისებებს ექსპერიმენტის მსვლელობის გასამარტივებლად და შედეგების ერთგვაროვნების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. ეს ანალიზი თავსებადია როგორც ვაკუუმურ, ისე მაგნიტურ სარეცხ სადგურებთან, ისევე როგორც სხვა Luminex xMAP პლატფორმებთან. Luminex 200-ისა და FLEXMAP 3D სისტემების მსგავსად, MAGPIX სისტემა იყენებს xPONENT პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უფრო ძვირადღირებულ გამდინარე ციტომეტრიაზე დაფუძნებული სისტემების მსგავს შთაბეჭდილებას.
მულტიპლექსური NGS-გენოტიპირება
ჩვენ მიერ შემოთავაზებული AllType™ სადიაგნოსტიკო ნაკრები გთავაზობთ შემდეგი თაობის სექვენირებისთვის საჭირო რეაქტივების სრულ შემადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფს ერთ სინჯარაში I და II კლასის თერთმეტივე ლოკუსის ამფლიპიკაციას, რაც მთლიანად აშორებს ამპლიკონის ხელოვნურად გაერთიანების (pooling) საჭიროებას. ნიმუშები გადაეცემა უშუალოდ ბიბლიოთეკას და მზადაა სექვენირებისათვის ერთ სამუშაო დღეში. სექვენირების მონაცემთა ანალიზი და ალელური თანმიმდევრობებისთვის კუთვნილების მინიჭების პროცესი ავტომატურად ხორციელდება და გენერირდება TypeStream™ ვიზუალური NGS ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის მიერ. საბოლოო შედეგები მიიღება სამ დღეზე ნაკლებ დროში.