დამხმარე ინსტრუმენტები
CryoPlus™ Storage Systems
CVP-2, ცენტრიფუგა/ვორტექსი პჯრ-ფლეითებისთვის
"Spin-Mix-Spin" - წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომლის საშუალებით შესაძლებელია მცირე მოცულობის რეაგენტების შერევა და სინჯარის (პლანშეტის ფოსოს) კედლებზე არსებული წვეთების “ჩამოყრა”. ტექნოლოგია მოიცავს ცენტრიფუგირებას, შემდგომ ვორტექსირებას და კვლავ ცენტრიფუგირებას, რის გამოც მას “sms”-ალგორითმი ეწოდა.
CVP-2 წარმოადგენს სრულად ავტომატურ მოწყობილობას, რომელიც ერთდროულად ორი პჯრ-ფლეითის ცენტრიფუგირების და შესაბამისად დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა. აპარატი აუცილებელი ხელსაწყოა ყველა ლაბორატორიისთვის, სადაც პჯრ და სხვა დნმ-ანალიზები ხორციელდება.
CVP-2 მოიცავს რამოდენიმე ფუნქციის კომბინაციას ერთ სისტემაში:
ცენტრიფუგა— მაქსიმალური RCF: 245 × g (1500 rpm)
ვორტექსი (300–1200 rpm; ვორტექსირების რეგულირების ტაიმერი 0–60 წამი)
ცენტრიფუგა/ვორტექსი
“sms–ალგორითმი”
Digital Vortex Mixers
E1-ClipTip™ Bluetooth™ ელექტრონული მრავალარხიანი პიპეტები ბლუთუსით
გაუმჯობესებული, მრავალმხრივი და კონფიგურაციის ცვლილების შესაძლებლობების მქონე Thermo Scientific™ E1-ClipTip™ ელექტრონული მრავალარხიანი პიპეტების საშუალებით შესაძლებელია როგორც 96-, ასევე 384- ფოსოიან ფლეითებზე პიპეტირების ავტომატიზება.
პიპეტების სიზუსტე და უსაფრთხოება დაცულია Thermo Scientific™ ClipTip™ ტექნოლოგიით. პიპეტი ფუნქციონალურად ოპტიმიზებულია თითოეული გამოყენებისთვის და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს მომხმარებელს.
NEW My Pipette™ Creator პროგრამა საშუალებას იძლევა მოვახდინოთ E1-ClipTip -ის პროგრამირება პერსონალური კომპიუტერუს საშუალებით.
ინოვაციური ClipTip - ასოცირებული ინტერფეის-ტექნოლოგია
ბუნიკი ემაგრება და ილუქება შესაბამის არეზე სანამ არ მოვახდენთ მის მოხსნას, რაც გამორიცხავს ბუნიკის ჩამოვარდნის და მნიშვნელოვანი ნიმუშების დაკარგვის ან კონტამინაციის რისკს. ბუნიკები ემაგრება და სცილდება მსუბუქი შეხებით, რაც სამუშაოს უნაკლოდ შესრულების საშუალებას იძლევა.
პიპეტირების ახალი კომპიუტერული პროგრამა Thermo Fisher Cloud-თან დაკავშირების შესაძლებლობით უზრუნველყოფს პიპეტების ეფექტურ, ცენტრალიზებულ პროგრამირებას და პროტოკოლის გაზიარებას E1-ClipTip პიპეტებსა შორის. დღემდე არსებული პროტოკოლები შესაძლოა გადმოვიწეროთ და გავაზიაროთ.
E1-ClipTip pipette-ის დაკავშირება პროგრამასთან შესაძლებელია როგორც ბლუთუსით, ასევე USB კავშირით.
ES-20/60, ორბიტალური შეიკერ-ინკუბატორი
ორბიტალური შეიკერ–ინკუბატორი ES-20/60 ბიოტენოლოგიური და ფარმაცევტული ლაბორატორიებისთვის, წარმოადგენს პროფესიონალური კატეგორიის მოწყობილობას, რომელიც შექმნილია მიკროორგანიზმების და ეუკარიოტული უჯრედების კულტივაციისთვის, მათ შორის ცხოველური, მცენარეული და მწერეთა უჯრედული კულტურებისთვის.
მახასიათებლები:
ES-20/60 შეიკერ-ინკუბატორით ასევე შესაძლებელია თერმოფილური ბაქტერიების კულტივირება.
შეიკერ-ინკუბატორი აღჭურვილია ყველა ფუნქციით, რომელიც საჭიროა უჯრედული კულტურის გასაზრდელად;
ინტეგრირებული თერმორეზისტენტული, უხმაურო ფენის მოწყობილობა განაპირობებს კამერის შეიგნით არსებული ტემპერატურის ზუსტ გადანაწილებას (შეესაბამება +80°C-მდე ტემპერატურას).
კამერის შიდა მხარე დამზადებულია უჟანგავი მეტალისგან.
Finnpipette™ F2 – ვარიაბელური მოცულობის ერთ-არხიანი პიპეტები
Thermo Scientific™ Finnpipette™ F2 - მოცულობის ვარირების ფუნქციის მქონე პიპეტები გამორიცხავს გამოყენებისას სიზუსტესთან დაკავშირებულ შეცდომებს, ამავდროულად ხასიათდება რეაგენტთა მოცულობის გადაცემის დახვეწილი (AVG) მოწყობილობით, თერმულად იზოლირებული, მოცულობების შერჩევის დაცული მექანიზმით, რომელიც აუმჯობესებს პიპეტირების შესრულებას. ვინაიდან მოცულობის რეგულირების მოწყობილობა იზოლირებულია პიპეტის დანარჩენი ნაწილისგან, მისი აკურატულობა და სიზუსტე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
მახასიათებლები:
დიდი ზომის სკალა თეთრი ციფრებით შავ ფონზე, მკვეთრი გამოსახულებისთვის;
ორმაგად მოქმედი პიპეტირების ღილაკი - როტაციული ზედა ნაწილის მეშვეობით გამორიცხულია მოცულობის შემთხვევითი ცვლილება;
მსუბუქი, გლუვი პიპეტირების მოქმედება საშუალებას იძლევა მივიღოთ უკეთესი შედეგები უფრო დიდი ხნის მანძილზე;
სრულად ავტოკლავირებადი.
Finnpipette™ F2 – მრავალარხიანი პიპეტები
Thermo Scientific™ Finnpipette™ F2 მრავალარხიანი პიპეტები მოიცავს მოცულობის გადაცემის დახვეწილ (AVG) მოწყობილობას, რომლის მექანიზმი პიპეტირების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.
აღნიშნული მრავალარხიანი პიპეტები ხელმისაწვდომია 8-, 12- და 16-არხიანი მოდელების სახით, მოცულობის შერჩევის მოწყობილობით. დაბალი მოცულობის მქონე მოდელების შემთხვევაშიც კი, გარანტირებულია სითხის ტრანსფერი სრული სიზუსტით.
მახასიათებლები:
დიდი ზომის სკალა თეთრი ციფრებით შავ ფონზე, მკვეთრი გამოსახულებისთვის;
ორმაგად მოქმედი პიპეტირების ღილაკი - როტაციული ზედა ნაწილის მეშვეობით გამორიცხულია მოცულობის შემთხვევითი ცვლილება;
მსუბუქი, გლუვი პიპეტირება საშუალებას იძლევა მივიღოთ უკეთესი შედეგები;
სრულად ავტოკლავირებადი;
სივრცე პირადი ID იარლიყისთვის.
Finnpipette™ F2 GLP ნაკრებები
პიპეტირებისთვს საჭირო ყველა ნივთი ერთ ნაკრებში:
Thermo Scientific™ Finnpipette™ F2 GLP (Good Laboratory Pipetting)ნაკრებები ხანგრძლივი მოხმარებისას სიზუსტის და სანდოობის გარანტიას იძლევა.
Finnpipette F2 პიპეტები გვთავაზობს მაქსიმალურ სანდოობას და კომფორტს. აღნიშნულ ნაკრებს გააჩნია უნიკალური მახასითებლები, როგორიცაა AVG (გაუმჯობესებული მოცულობის გადაცემის მექანიზმი) და ფართო მონიტორი გამოყენების გაუმჯობესებული შესაძლებლობებისთვის და მეტი კომფორტისთვის.
მახასიათებლები:
AVG-მოცულობის გადამყვანი მექანიზმი აკურატულობისა და სიზუსტისთვის
სრულად ავტოკლავირებადი
მოწყობილობა ბუნიკის მარტივად მოსახსნელად
დიდი მონიტორი ციფრების უკეთ აღსაქმელად
სიმსუბუქე
Finnpipette™ Novus – ელექტრონული მრავალარხიანი პიპეტები
Thermo Scientific™ Finnpipette™ Novus მრავალარხიანი ელექტრონული პიპეტები ხასიათდება მრავალი ლაბორატორიული მონაცემით, როგორიცაა 96- და 384- ფლეითზე რეაგენტის განაწილება.
სიმსუბუქე, სიმარტივე, კომფორტი და ფუნქციური ოპტიმიზაცია Novus პიპეტებს საუკეთესო ხელსაწყოდ წარმოადგენს ლაბორატორიაში.
მახასიათებლები:
მრავალენოვანი ინტერფეისი;
პიპეტირების 10 რეჟიმი, მათ შორის პირდაპირი, რევერს, განზავებადი, ეტაპობრივი პიპეტირების, შერევის, ნაწილოვრივი ეტაპობრივი და სხვა რეჟიმები;
9 სიჩქარე;
9 -ყველაზე ხშირად გამოყენებადი პორგრამის შენახვის შესაძლებლობა;
მრავალარხიანი (8) ვერსია, მათ შორის 16 არხიანი 384-ფოსოიანი ფლეითისთვის, ფერით-კოდირებული, მარტივად ამოსაცნობად;
სრული ზომის შავი ეკრანი აღმოფხვრის ირგვლივ სინათლის არეკვლის შესაძლებლობას და აუმჯობესებს კონტრასტს დაბალი განათების პირობებში;
სწრაფი კალიბრაციის შესაძლებლობა მეტი აკურატულობისა და სიზუსტისთვის;
ავტოკლავირების შესაძლებლობა, ჯვარედინი და სხვა ტიპის კონტამინაციის თავიდან ასარიდებლად;
მაქსიმალურად მსუბუქი კონსტრუქცია.
თავსებადი:
იდელაურია Thermo Scientific Finntip™ Flex ან Finntip -ის ბუნიკებთან ერთად გამოყენებისას.
ნაკრები მოიცავს:
პიპეტი Finnpipette Novus;
უნივერსალური დამტები;
დგუშის მოსახსნელი ხელსაწყო;
გამოყენების ინსტრუქცია;
კალიბრაციის სერტიფიკატი.
Finnpipette™ Novus GLP ნაკრებები
Thermo Scientific™ Finnpipette™ Novus GLP - ნაკრებები უზრუნველყოფს მომხმარებელს ყველაფრით, რაც შეიძლება პიპეტირებისას დაგვჭირდეს — სრული ნაკრები მარტივია გამოსაყენებლად. პიპეტირების 10 ფუნქციით, Novus მოდელის პიპეტები გვთავაზობს უმაღლეს მოქნილობას და კომფორტს, რამდენადაც შეიძლება ხელის პიპეტი ხასიათდებოდეს. აღნიშნულის გამო პიპეტები იდეალურია მარავალმხრივი გამოყენებისთვის.
Novus GLP ნაკრები 1 – 4700470 - მოიცავს:
პიპეტი Finnpipette Novus 10-100μL;
პიპეტი Finnpipette Novus 100-1000μL;
ორი Finnpipette Novus სადგამი;
Finntip Flex 200-ის და Flex 1000-ის ერთი რეკი;
რეაგენტების რეზერვუარები;
ბუნიკების პაკეტი;
გამოყენების ინსტრუქცია;
Finnpipette Novus ბროშურა.
Novus GLP ნაკრები 2 – 4700490 - მოიცავს:
პიპეტი Finnpipette Novus 100-1000μL;
პიპეტი Finnpipette Novus 0.5-5mL;
ორი Finnpipette Novus სადგამი;
ერთი რეკი 5ml და Flex 1000 ბუნიკებისთვის;
რეაგენტების რეზერვუარები;
ბუნიკების პაკეტი;
გამოყენების ინსტრუქცია;
Finnpipette Novus ბროშურა.
Novus GLP ნაკრები 3 - 4701120 - მოიცავს:
Novus პიპეტი , 1-10μL, მიკრო;
Novus პიპეტი , 10-100μL;
Novus პიპეტი , 100-1000μL;
სამი Finnpipette Novus პიპეტის სადგამი;
ერთი რეკი Flex 10, Flex 200 და Flex 1000;
რეაგენტების რეზერვუარები;
ბუნიკების პაკეტი;
გამოყენების ინსტრუქცია;
Finnpipette Novus ბროშურა.
Novus GLP ნაკრები 4 - 4701130 - მოიცავს:
Novus პიპეტი, 10-100μL;
Novus პიპეტი, 100-1000μL;
Novus პიპეტი, 1-10mL;
სამი Finnpipette Novus პიპეტის სადგამი;
ერთი რეკი Flex 200, Flex 1000 და Finntip 10ml ბუნიკებისთვის;
რეაგენტების რეზერვუარები;
ბუნიკების პაკეტი;
გამოყენების ინსტრუქცია;
Finnpipette Novus ბროშურა.