Showing 13–17 of 17 results

Tacrolimus იმუნოანალიზები და კალიბრატორები

კატალოგის ნომერი: 10015556 მიაღწიეთ მაღალ მგრძნობელობას და შესანიშნავ სიზუსტეს თირკმელების, ღვიძლისა და გულის გადანერგილი პაციენტების მონიტორინგის დროს Thermo Scientific™ QMS™ ტაკროლიმუს იმუნოანალიზით. საანგარიშო დიაპაზონით 1ნგ/მლ-მდე, ტაკროლიმუსის იმუნოანალიზი არის შესანიშნავი დამხმარე საშუალება პაციენტების მონიტორინგისთვის, რომლებიც მკურნალობენ მრავალმხრივი მედიკამენტებით. რეაგენტები არის მზად გამოყენებისათვის, რომლებიც ხელმისაწვდომია სწრაფი და ეფექტური Indiko™ და Indiko Plus კლინიკური და სპეციალიზებული ქიმიური სისტემებისთვის ან სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტებისათვის.

ანტისხეულების დეტექცია


ჩვენი ინტეგრირებული რეაქტივების კოლექცია საშუალებას იძლევა განისაზღვროს ანტისხეულების პროფილები და ანტისხეულების ფართო სპექტრი, რათა მოგცეთ ძლიერი, საიმედო PRA სკრინინგის შედეგები. LABscreen™ ბიდებზე დაფუძნებული მულტიპლექსური ანალიზი PRA სკრინინგისთვის ჩვენ გთავაზობთ როგორც HLA ანტისხეულების სკრინინგის ლიდერის, One Lambda ანალიზების ფართო სპექტრს დაბალი და მაღალი გარჩევადობის გამოვლენისთვის. LABScreen პროდუქციის ხაზის რეაგენტები იყენებს Luminex® xMAP® ტექნოლოგიას - მიკრბიდების პლატფორმას, რომელიც გამოიყენება ანტისხეულების მულტიპლექსური ანალიზისთვის მაღალი PRA-ს მქონე პაციენტებში. ეს ერთეულ ანტიგენზე დაფუძნებული ანალიზები საშუალებას იძლევა ზუსტად განსაზღვრონ ანტისხეულების პროფილები HLA, MICA ან HNA წინააღმდეგ. LABScreen ანალიზები იძლევა სანდო შედეგებს, თანმიმდევრულობასა და მაღალ მგრძნობელობას ითვლება ოქროს სტანდარტად HLA ანტისხეულების გამოვლენაში.

მულტიპლექსური NGS-გენოტიპირება

ჩვენ მიერ შემოთავაზებული AllType™ სადიაგნოსტიკო ნაკრები გთავაზობთ შემდეგი თაობის სექვენირებისთვის საჭირო რეაქტივების სრულ შემადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფს ერთ სინჯარაში I და II კლასის თერთმეტივე ლოკუსის ამფლიპიკაციას, რაც მთლიანად აშორებს ამპლიკონის ხელოვნურად გაერთიანების (pooling) საჭიროებას. ნიმუშები გადაეცემა უშუალოდ ბიბლიოთეკას და მზადაა სექვენირებისათვის ერთ სამუშაო დღეში. სექვენირების მონაცემთა ანალიზი და ალელური თანმიმდევრობებისთვის კუთვნილების მინიჭების პროცესი ავტომატურად ხორციელდება და გენერირდება TypeStream™ ვიზუალური NGS ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის მიერ. საბოლოო შედეგები მიიღება სამ დღეზე ნაკლებ დროში.

პოსტ-ტრანსპლანტაციური ანტისხეულების მონიტორინგი

ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის (HLA) საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა, განსაკუთრებით დონორის HLA-ზე მიმართულის აღმოჩენა არის დონორ-მიმღები ჰისტოთავსებადობის ტესტირების წინა პლანზე მას შემდეგ, რაც ტრანსპლანტაცია კლინიკურ რეალობად იქცა. პაციენტებმა შეიძლება წარმოქმნან HLA ანტისხეულები ორსულობისა და ტრანსფუზიის საპასუხოდ და ტრანსპლანტანტის არათავსებადი ანტიგენების საპასუხოდ. როდესაც ისინი მიიღება ტრანსპლანტაციის შედეგად, მათ ჩვეულებრივ უწოდებენ დონორ სპეციფიკურ ანტისხეულებს (DSAs). De novo DSA-ს ასოციაცია ტრანსპლანტანტის შემდგომ დაკარგვასთან ასოცირდება, ამიტომ DSA-ს სკრინინგმა ტრანსპლანტაციის შემდგომ და ადრეულმა ჩარევამ შეიძლება საგრძნობლად გააუმჯობესოს ტრანსპლანტაციის შედეგები. მაღალი PRA-ს მქონე პაციენტებში, ანტისხეულები, რომლებიც რეაქტიულია ერთი ან მეტი დომინანტური ეპიტოპის მიმართ, შეიძლება შენიღბოს დამატებითი სპეციფიკის ანტისხეულების არსებობა. ჩვეულებრივი მეთოდები შეიძლება არ იყოს ეფექტური ამ შემთხვევებში. LABScreen Single Antigen-ით შეგიძლიათ  HLA კლასი I და II კლასის ანტისხეულების სკრინინგი, რომლებიც რეაქტიულნი არიან ერთ ან რამოდენიმე დომინანტური ეპიტოპის მიმართ, რაც უზრუნველყოფს კლინიკის ყოვლისმომცველ ანალიზს პოპულაციაში გავრცელებული ანტიგენების შესაფასებლად.

ტრანსპლანტოლოგიის შესახებ


  • რას წარმოადგენს HLA კომპლექსი?
ტერმინი HLA  განისაზღვრება როგორც ადამიანის ლეიკოციტების ანტიგენთა სისტემა (The human leukocyte antigen (HLA) system), რომელიც წარმოადგენს მეექვსე ქრომოსომის P მხარარში ლოკალიზებული გენების ერთობლიობას. HLA ლოკუსი მთავარი ჰისტოშეთავსებადობის კომლექსის (MHC) ცილების მაკოდირებელი გენეტიკური თანმიმდევრობის ნაწილს წარმოადგენს. MHC-კომპლექსის მაკოდირებელი გენები (HLA -ს ჩათვლით) იმუნური პასუხის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ ცილებს კოდირებს. HLA ანტიგენების უმნიშვნელოვანესი როლი გამოიხატება ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ საკუთარი ცილების შეცნობის კონტროლში, პათოგენთა ანტიგენების მიმართ იმუნური პასუხის განვითარებისას. HLA ლოკუსი გამოირჩევა ძალიან მაღალი პოლიმორფიზმით, რაც უზრუნველყოფს პოპულაციაში ინდივიდების განსხვავებულობას აღნიშნული პარამეტრის მიხედვით და შესაბამისად  პოპულაცია უკეთესადაა დაცული  ინფექციური აგენტებისგან.