- გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემა – მოიცავს საკონტროლო და ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციებს, რაც შეესაბამება თანამედროვე რეგულაციებს;
- პროგრამა თითოეული ეტაპის თანმიმდევრული განხორციელების ოპტიმიზაციისთვის – ექსპერიმენტის შექმნა, გაშვება, კონტროლი და ანალიზი – ერთ მარტივ სისტემაში;
- IVD – ტესტ მენიუ – IVD – რეჟიმი მხოლოდ ავტორიზებული IVD ტესტების ჩატარების საშუალებას გვაძლევს, რაც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ არაავტორიზებული პროდუქციის გამოყენება და მასთან დაკავშირებული გართულებები.
QuantStudio 5 Dx პჯრ სისტემა რეალურ დროში
QuantStudio 5 Dx – პჯრ სისტემა რეალურ დროში წარმოადგენს Applied Biosystems PCR-ოჯახის აპარატების ერთ-ერთ მოწინავე აპარატს, რომელიც შექმნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მომხმარებლისთვის, რომელსაც ესაჭიროება მარტივი, საიმედო და ხარისხიანი პჯრ-სისტემა.
რაოდენობრივი თუ სხვა ტიპის ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილი პროგრამა გვთავაზობს სენსიტიურ და აკურატულ შედეგს.
QuantStudio™ 5 Dx Real-Time პჯრ სისტემა Applied Biosystems™ – ის მიერ შექმნილია კლინიკური გამოყენებისთვის, თანამედროვე, ინტერაქტიული და მოქნილი პროგრამით.
QuantStudio™ 5 Dx – ის გამოყენებით შესაძლებელია:
დიაგნოსტიკა და კვლევა – მრავალ-რეჟიმიანი პროგრამა საშუალებას იძლევა აპარატზე ოპერირება მოვახდინოთ როგორც ახალი ტესტის შესაქმნელად (DEV)*, ასევე in vitro სადიაგნოსტიკო რეჟიმში;
კატეგორია: RT-PCR აპარატები, გენომიკა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
აღწერა
მიმოხილვა (0)
იყავით პირველი შემფასებელი: „QuantStudio 5 Dx პჯრ სისტემა რეალურ დროში
“ კომენტარის გაუქმება
“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
2 x 384-ფოსოიანი ProFlex™ პჯრ-სისტემა
კატალოგის ნომერი: 4484077
ProFlex™ 2x384- ფოსოიანი ბლოკის მქონე პჯრ სისტემა უახლესია Applied Biosystems - ის თერმოციკლერებს შორის.
ProFlex™ სისტემა Applied Biosystems®-ის სხვა აპარატურის მსგავსად, იძლევა სანდო მონაცემებს, მოქნილ კონფიგურაციას და ექსპერიმენტის მართვის შესაძლებლობებს, რომლებიც იდეალურად შეესაბამება ჩვენი კვლევის საჭიროებებს.
ProFlex™ 2x384-ფოსოიანი პჯრ სისტემის მახასიათებლები:
-საჭიროების შემთხვევაში 2x384-ფოსოიანი ბლოკის სხვა ტიპის ბლოკით ჩანაცვლების შესაძლებლობა;
-სისტემასთან დისტანციური წვდომა მობილურის აპლიკაციის საშუალებით;
-ინსტრუმენტის პროგრამირების შესაძლებლობა წამებში, მრტივად გამოყენებადი სენსორული ეკრანით;
-ძველ თერმოციკლერზე არსებული პროტოკოლის გამოყენების შესაძლებლობა;
-საჭიროების შემთხვევაში 2x384-ფოსოიანი ბლოკის სხვა ტიპის ბლოკით ჩანაცვლების შესაძლებლობა;
-სისტემასთან დისტანციური წვდომა მობილურის აპლიკაციის საშუალებით;
-ინსტრუმენტის პროგრამირების შესაძლებლობა წამებში, მრტივად გამოყენებადი სენსორული ეკრანით;
-ძველ თერმოციკლერზე არსებული პროტოკოლის გამოყენების შესაძლებლობა.
96-ფოსოიანი Veriti™ Fast თერმოციკლერი
კატალოგის ნომერი: 4375305
Applied Biosystems® Veriti® 96-ფოსოიანი Fast ბლოკით აღჭურვილი თერმოციკლერი Applied Biosystems® ის სხვა აპარატურის მსგავსად იძლევა სანდო მონაცემებს. VeriFlex™ ტექნოლოგიის წყალობით მიიღება 6 დამოუკიდებელი ტემპერატურული ზონა, რაც უზრუნველყოფს ზედმიწევნით სიზუსტეს და პჯრ-რეაქციის ოპტიმიზაციას.
ამავდროულად, ფერადი სენსორული ეკრანი ამარტივებს რეაქციის გაშვების და თერმოციკლერის გამოყენების პროცესს.
სწრაფი დ სტანდარტული პჯრ-რეაქციის არჩევის შესაძლებლობა საშუალებას გვაძლევს შევამციროთ პჯრ-რეაქციის ციკლირების დრო.
Veriti® 96-ფოსოიანი თერმოციკლერი აღჭურვილია 0.1 მლ-იანი ბლოკით.
ძირითადი მახასიათებლები:
• ინოვაციური VeriFlex™ ბლოკები პჯრ-ის ოპტიმიზაციის და 6 დამოუკიდებელი ექსპერიმენტის გაშვების საშუალებას გვაძლევს;
• 6 ტემპერატურულ ზონა პჯრ-ის ოპტიმიზაციისთვის;
• ციკლირების სტანდარტული და სწრაფი რეჟიმები;
• მარტივად გამოსაყენებელი გრაფიკული ინტერფეისი;
• პჯრ-ციკლირების შემცირებული დრო სწრაფი რეჟიმის გამოყენებით.
QuantStudio Absolute Q Digital PCR System
RT-PCR Instruments, RT-PCR აპარატები, ციფრული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, აპარატი, ონკოგენეტიკა, ონკოგენეტიკა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში (RT-PCR), გენომიკა, Genomics
QuantStudio™ 7 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში
კატალოგის ნომერი: 4485693 (Fast - 96-ფოსოიანი)
Applied Biosystems® -ის QuantStudio™ 7 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში, აუმჯობესებს პჯრ ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობებს ჩვენთვის სასურველი ბლოკის შერჩევისა და ექსპერიმენტების ოპტიმალურად დაგეგმვის გზით.
პროტოკოლის მარტივი მიმდინარეობით, ინტუიტიური პროგრამით და სენსორული ეკრანით, QuantStudio™ 7 Flex სისტემა გვთავაზობს მაღალ პროდუქტიულობას მისაღებ ფასად.
აგრიგენომიკური კვლევები მიკრო-ჩიპების და GBS-გამოყენებით
Affymetrix-ის აგროგენომიკური გენოტიპირების საშუალებები სელექციონერებს და მკვლევარებს სთავაზობს ეფექტურ და მოქნილ გენოტიპირებას ხელსაყრელ ფასად. აღნიშნული პროდუქცია საშუალებას იძლევა მოვახდინოთ მცენარეთა და ცხოველთა იდენტიფიცირება, ვალიდაცია, სკრინინგი და კომპლექსური გენეტიკური კვლევა. Affymetrix-ის აგროგენომიკური პორტფოლიო ხასიათდება მაღალი წარმადობით და მასშტაბურობით გენომის მომცველი კვლევების ჩასატარებლად. მიღებული შედეგები გვაძლევს ინფორმაციას ლოკუსების შესახებ პროცენტული გამოსახულებით, რომელთა დამუშავება შემდგომ ხორციელდება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით.
ადამიანის გენოტიპირება, ფარმაკოგენომიკა და მიკრობიომების კვლევა მიკროჩიპების გამოყენებით
Axiom - გენოტიპირების სისტემა არის პლატფორმა დიდი მასშტაბის გენოტიპირების კვლევებისთვის და ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით, მათ შორის:
სამედიცინო კვლევები მაღალი სიზუსტით
ფართო სპექტრის შესაძლებლობების მქონე, პოპულაციურ კვლევებზე ორიენტირებული ტესტ-სისტემა ხასიათდება მაქსიმალური სიზუსტით სამედიცინო მნიშვნელობის კვლევებისას; მასშტაბურ გენომურ კვლევებზე გათვლილი სისტემა მოიცავს კლინიკურად ინფორმატიულ მარკერებს; გენეტიკასა და დაავადებათა განვითარებას შორის კავშირის დადგენის შესაძლებლობა.თერმოციკლერი SimpliAmp™
კატალოგის ნომერი: A24811
აღწერა:
თერმოციკლერი SimpliAmp™ არის მცირე ზომის, ადვილად გამოსაყენებელი თერმოციკლერი, რომელიც ერგება ნებისმიერი ლაბორატორიის მოთხოვნებს, პჯრ მეთოდით რუტინული მუშაობისთვის.
აპარატი მაქსიმალურად ამართლებს მომხმარებლის მოლოდინს, როგორც ნებისმიერი Applied Biosystem - ის ინსტრუმენტი.
SimpliAmp ელეგანტურ დიზაინთან ერთად, აღჭურვილია ინოვაციური თერმული სახურავით და დიდი ზომის LCD ფერადი სენსორული ეკრანით.
ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები:
VeriFlex™ ბლოკი რეაქციის ტემპერატურის მაღალი სიზუსტით ოპტიმიზაციისთვის - VeriFlex ბლოკები გვთავაზობს 3 დამოუკიდებელ ტემპერატურულ ზონას, რაც პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტემპერატურის მაქსიმალური კონტროლის საშუალებას ქმნის.
8-ინჩიანი სენსორული ეკრანი გვეხმარება დროის დაზოგვაში, ამარტივებს აპარატზე ოპერირებას ადვილად წაკითხვადი ინტერფეისით.
WiFi-ის დაკავშირების შესაძლებლობა დისტანციური მართვისთვის - აპარატის მოხერხებული მონიტორინგის შესაძლებლობა ნებისმიერი ადგილიდან, მობილურის უფასო აპლიკაციით.
სახურავის მარტივი დიზაინი თქვენი ნიმუშების დასაცავად - ინოვაციური თერმული სახურავი წარმოადგენს მარტივად გამოსაყენებელ მოწყობილობას, რომელიც ნიმუშების დაცვას უზრუვნელყოფს. სახურავის ავტომატური გახსნის ფუნქცია, როდესაც არ არის სწორად დახურული, უზრუნველყოფს ნიმუშების დაცვას და რეაქციის უნაკლო მიმდინარეობას.
მონაცემთა მარტივი მართვა -USB პორტთან დაკავშრებით შეგვიძლია ჩვენი მონაცემების კოპირება და მათი შემდგომი გამოყენება.
თერმული პროტოკოლის მოდელირების შესაძლებლობა - თერმული პროტოკოლების ბიბლიოთეკა საშუალებას გვაძლებს გავუშვათ ექსპერიმენტი ძველი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც უკვე გამოვიყენეთ ამავე ან სხვა ინსტუმენტზე.
ტრანსკრიპტომების პროფილირება მიკროჩიპების გამოყენებით
ფენოტიპური პათოლოგიები იშვიათად არის გამოწვეული ერთი გენის ექსპრესიის ცვლილების შედეგად, ამიტომ ექსპრესიის სრულყოფილი პროფილის მიღება და მისი ანალიზი კრიტიკული მნიშვნელობისაა ნორმალური ბიოლოგიური პროცესის თუ მისი პათოლოგიური ცვლილებების შესწავლისას. გარდა ამისა, ექსპრესიის მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიცაა განსხვავებული ექსონის ჩართვა ალტერნატიული სპლაისინგისას, შესაძლოა არ გამოვლინდეს გენთა დონეზე ჩატარებული ანალიზისას. მიკრო-ჩიპების გამოყენება გვთავაზობს მთელ რიგ უპირატოსობებს მილიონობით სხვადასხვა სექვენსის ანალიზისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატიული სპლაისინგის შესწავლისას.
რნმ-ის ექსპრესიის ანალიზისას, შემოთავაზებული ტესტ-სისტემების ფართო სპექტრი შესაძლოა მოიცავდეს როგორც სრულ ტრანსკრიპტომს, ასევე გენთა, ექსონთა ან მოკლე არამაკოდირებელ რნმ-თა (snc) ანალიზს. Affimetrix-ის ექსპრესიის ყველა ტესტ-სისტემა თავსებადია ფართო სპექტრის ნიმუშის ტიპებთან და საჭიროებს რნმ-ის ნიმუშის მცირე მოცულობას. ტესტ-სისტემები ხელმისაწვდომია როგორც ერთ-ნიმუშიანი კარტრიჯის ფორმატში, ასევე მრავალი ნიმუშის მომცველი პლანშეტების ფორმატში, განსხვავებული წარმადობისთვის. შედეგების ანალიზისთვის გამოიყენება სწრაფი და მოქნილი ანალიზის პროგრამა დამატებითი დანახარჯების გარეშე.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.