Showing 109–120 of 324 results

Ion 540™ Kit-Chef (2 სექვენირების რეაქცია დამოუკიდებელი ინიციალიზაციისას)

კატალოგის ნომერი: A30011

Ion 540™ Chef-ნაკრები საშუალებას იძლევა სექვენირებისთვის საჭირო ნიმუში მომზადდეს ავტომატიზებულ რეჟიმში. ნაკრები გათვლილია 200 აზოტოვანი ფუძის სიგრძის ფრაგმენტების ბიბლიოთეკის მოსამზადებლად, რომელთა სექვენირება მომდევნო ეტაპზე ხორციელდება Ion S5™ ან Ion S5™ XL სექვენირების პლატფორმებზე. Ion 540 ნაკრები მოიცავს წინასწარ დაკომპლექტებულ რეაგენტების კარტრიჯს,  რომელსაც ინტეგრირებული აქვს ნიმუშის კონტროლის, მიწოდების და ავტომატური პროტოკოლის მართვის ფუნქციები. ნაკრებით შესაძლებელია ჩიპებზე დატანილი 8 ნიმუშის სექვენირება. ნაკრები შეიცავს საკმარის რეაგენტებს 4 ინიციალიზაციისა და 8 სექვენირების რეაქციისთვის Ion S5 ან Ion S5 XL სისტემებზე.   Ion 540 ნაკრები Ion Chef და Ion S5/Ion S5 XL სისტემებისთვის:
  • უზრუნველყოფს მატრიცების მომზადებას და ჩიპის ჩატვირთვას, ბიბლიოთეკის რიდების სიგრძე 200 აზოტოვანი ფუძე;
  • ამარტივებს კვლევას გამოყენებისთვის მზა, ერთჯერადი რეაგენტების კარტრიჯებით;
  • სწრაფი და მარტივი პროტოკოლი, 15 წუთზე ნაკლები დრო რეაქციის მოსამზადებლად;
  • მიღებული აკურატული მონაცემები აუმჯობესებს შედეგების ანალიზის და ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს.

Ion 540™ ჩიპის ნაკრები


კატალოგის ნომერი: A27766 Ion 540 ჩიპის ნაკრები მოიცავს 8 ბარკოდირებულ ჩიპს, რომლებიც გამიოყენება Ion S5 და Ion S5 XL სექვენირების სისტემებთან კომპლექტში. Ion 540 ჩიპის გამოყენებით ელექტრონულად ხდება თითოეული ნუკლეოტიდის ჩართვის დეტექცია პოლიმერიზაციისას, ფლუორესცენტული სიგნალის გარეშე. ოპტიკაზე ორიენტირებული დეტექციის სისტემის თავიდან აცილება შემდეგი თაობის სექვენირების ტექნოლოგიას ანიჭებს სისწრაფეს და ამცირებს მის ფასს. ამ შემთხვევაში, 200 bp სიგრძის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის სექვენირების დრო 2.5 საათზე ნაკლებია. Ion 540 ჩიპის ნაკრების მახასიათებლები:
  • ნიმუშის კონტროლის ფუნქცია ინტეგრირებული ბარკოდის მეშვეობით;
  • რეაქციის სისწრაფე: მხოლოდ 2.5 - 4 საათში 60-80 მლნ რიდის გენერირება, სიგრძით 200 აზოტოვანი ფუძე;
  • მრავალი სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის შესრულების შესაძლებლობა, მათ შორის ადამიანის ექსომების (მაქს. 3) სექვენირება, ტრანსკრიპტომების პროფილირება და გენეტიკური პანელების სამიზნე რესექვენირება;
  • თავსებადობა ბიბლიოთეკის მომზადების თანამედროვე მეთოდებთან.
შენიშვნები: აღნიშნული ნაკრები თავსებადია მხოლოდ Ion S5 და Ion S5 XL სისტემებთან. ნაკრები თავსებადია მხოლოდ Ion 540 Chef-ნაკრებთან და IIon 540 OT2 ნაკრებთან.

Ion AmpliSeq™ Direct FFPE – დნმ ნაკრები


კატალოგის ნომერი: A31136 Ion AmpliSeq™ Direct FFPE - დნმ ნაკრებით შესაძლებელია დნმ-ნიმუშების მომზადება ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინიზირებული (FFPE) ქსოვილებიდან. აღნიშნული ნიმუშები გამოიყენება ბიბლიოთეკის კონსტრუქციისთვის Ion AmpliSeq პროტოკოლის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ დნმ-ის მისაღებად ქსოვილური ნიმუშების დეპარაფინიზაცია ამ შემთხვევაში საჭირო არ არის. კიტი თავსებადია FFPE ნიმუშებთან, რომელთა დაჭრა ხდება 10 µm სისქის ანათლებად. Ion AmpliSeq Direct FFPE -დნმ ნაკრების მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია:
  • მარტივი პროტოკოლი, რომელიც ნიმუშის დაკარგვის პრობლემას გამორიცხავს;
  • ეფექტური 30-წუთიანი პროტოკოლი, მხოლოდ 10 წუთის ხანგრძლივობის ხელით სამუშაო დროით;
  • იდეალურია FFPE დნმ-ნიმუშებდან დნმ-ის გამოსაყოფად, როდესაც ნიმუში ლიმიტირებული რაოდენობითაა;
  • FFPE ანათლების დეპარაფინიზაცია არ არის საჭირო;
  • სპინ- ან ბიდ-დამოკიდებული დნმ-ის ექსტრაქცია არ არის საჭირო;
  • Ion AmpliSeq ბიბლიოთეკის მომზადება ხდება მხოლოდ 1 ng დნმ-ნიმუშიდან;
  • პროტოკოლი მოიცავს ნიმუშების ურაცილ-D-გლიკოზილაზათი დამუშავებას, რაც დეამინირებული ციტოზინის არიდან ელიმინაციის შესაძლებლობას ქმნის.

Ion Chef სისტემა


კატალოგის ნომერი: 4484177 Ion Chef სისტემა ახალი თაობის სექვენირების პროტოკოლის გამარტივების შესაძლებლობას ქმნის Ion S5, Ion Proton და Ion PGM სისტემებთან ერთად გამოყენებისას. Ion Chef პლატფორმა უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის ავტომატურ მომზადებას, მატრიცის მომზადებას და ჩიპის ჩატვირთვას ავტომატურ რეჟიმში. Ion Chef სისტემა საჭიროებს ხელით მუშაობის მხოლოდ 15 წუთიანი პროტოკოლის შესრულებას. მზა რეაგენტებით, ბიბლიოთეკის მოსამზადებისას საჭირო დრო მინიმუმამდეა შემცირებული. ავტომატიზებული პროტოკოლი AmpliSeq one- და two-ნაკრებების დიზაინის საშუალებას იძლევა. Ion Chef სისტემა მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას. იხილეთ www.AmpliSeq.com თქვენთვის საინტერესო პანელების დიზაინისთვის. Ion Chef სისტემა: • ამარტივებს პროტოკოლს; • ამცირებს შრომის და დახარჯული დროის მაჩვენებელს • სისტემა აერთიანებს ბიბლიოთეკის მომზადების ყველა ეტაპს: სპეციფიკური პჯრ ამპლიფიკაცია შესაბამისი პრაიმერების პანელით, ადაპტერების/ბარკოდების ლიგირება, გასუფთავება, ბიბლიოთეკის მომზადება და საბოლოდ ნიმუშის ჩიპში ჩატვირთვა.

Ion GeneStudio™ S5 Plus სისტემა


კატალოგის ნომერი: A38195 Ion GeneStudio S5 Plus სისტემა წარმოადგენს ნახევარგამტარ-პრინციპზე დაფუძნებულ ახალი თაობის სექვენირების (NGS) სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა სექვენირება განხორციელდეს სწრაფი და მიზნობრივი პროტოკოლებით; Ion GeneStudio S5 Plus სისტემა ლაბორატორიებს საშუალებას აძლევს განახორციელონ მცირე თუ დიდი მასშტაბის პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ონკოლოგიური კვლევები და შედარებით იშვიათად გამოყენებადი ექსპერიმენტები. კარტრჯის ფორმატის რეაგენტებით, სისტემა მარტივია გამოსაყენებლად და ამავდროულად გვთავაზობს მასშრაბურობას და მოქნილობას. პლატფორმა იყენებს Ion 5 სერიის ჩიპებს ფართო სპექტრის, მაღალი წარმადობის სექვენირების ექსპერიმენტების ჩასატარებლად როგორც კლინიკური, ასევე სამეცნიერო მიზნებისთვის, მათ შორის მიკრობთა გენომების სექვენირება, გენური პანელების, ექსონების და ტრანსკრიპტომების სექვენირება.

Ion GeneStudio™ S5 სისტემა


კატალოგის ნომერი: A38194 Ion GeneStudio S5 სისტემა წარმოაგდენს ნახევარგამდარ მექანიზმზე დაფუძნებულ ახალი თაობის სექვენირების პლატფორმას (NGS), რომელიც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ მიზნობრივი სექვენირების ექსპერიმენტები. სისტემა ოპტიმიზებულია, რათა მოგვცეს საკმარისი მონაცემები ისეთი ლაბორატორიებში, სადაც მიცირე პანელებსა და სექვენირების შედარებით მცირე ინფორმაციაზეა მოთხოვნა. კარტრიჯების ფორმატის რეაგენტებით, Ion GeneStudio S5 სისტემა არის მარტივი და გვთავაზობს მასშტაბურობას და მოქნილობას. სისტემაში გამოიყენება Ion 5 სერიის ჩიპები, რაც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას მაღალი ხარისხის მონაცემები კლინიკური და სამეცნიერო გამოკვლევებისას, როგორიცაა მიკრობთა გენომების, ექსონების და ტრანსკრიპტომების კვლევა.

Ion Torrent targeted next-generation sequencing (NGS)

Ion Torrent targeted next-generation sequencing (NGS) ტექნოლოგია უზრუნველყოფს ოპტიმიზირებულ სამუშაო პროცესს სრული ვირუსული გენომის სექვენირებისთვის და იძლევა SARS-CoV-2 ვარიანტების იდენტიფიცირების საშუალებას ეპიდემიოლოგიური კვლევებისთვის. The Ion AmpliSeq SARS-CoV-2 Insight Research Assay შედგება ორი პულისგან, ამპლიკონების სიგრძის დიაპაზონით - 125 წყვილი ნუკლეოტიდიდან 275 წყვილ ნუკლეოტიდამდე, რაც ფარავს SARS-CoV-2-ის გენომის 99%-ს, ყველა სეროტიპის ჩათვლით.

Isotherm® Forced Convection ლაბორატორიული ინკუბატორი


Esco იზოთერმული - მსოფლიო დონის ლაბორატორიული ინკუბატორები Esco-სგან. მაღალტექნელოლოგიური,  ინტუიტიური  ინტერფეისი, მიკროპროცესორი PID  პროგრამირების ფუნქციით, 4 ზონიანი გახურებადი ჰაერის შრე, ზუსტად მორგებული, ტესტირებული სავენტილაციო სისტემა და იზოლირებული შეფუთვა. ძირითადი უპირატესობები: 4 ზონიანი გახურებადი ჰაერის გარსი; გახურება 100oC-მდე; კომპიუტერით კონტროლირებადი, Voyager  პროგრამის მეშვეობით ; ხელმისაწვდომია შემდეგი ზომები: 32 ლ, 54 ლ, 110 ლ, 170 ლ, 240

KingFisher™ Duo Prime


ნუკლეინის მჟავების და ცილების ავტომატური ექსტრაქციის სისტემა - KingFisher™ Duo Prime - თანამედროვე, კომპაქტური აპარატია, რომელიც გვთავაზობს დნმ/რნმ-ის ექტრაქციის იდეალურ პირობებს. მაქსიმალური გამოსავლიანობა და მიღებული ნიმუშის სისუფთავის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს PCR-ის პროცესის სწორად წარმართვას. აპარატის მთავარ უპირატესობაა ექსტრაქციის პროცესში გაშვებული 12 ნიმუშის პარალელურად, მომდევნო 12 ნიმუშის მომზადება ექსტრაქციისთვის უშუალოდ აპარატშივე. 12 ნიმუშის საექსტრაქციო დრო წარმოადგენს 20-25 წთ-ს. მახასიათებლები: დნმ-ის, რნმ-ის და ცილების გამოყოფა სხვადასხვა ტიპის საწყისი მასალიდან, მათ შორის ორგანიზმის სითხეები უჯრედების გარეშე, სისხლი, ბაქტერია, უჯრედული კულტურები, ქსოვილები და მცენარეული ნიმუშები, მოცულობა - 5 მლ-მდე; ავტომატიზებული მაგნიტური ბიდების ტექნოლოგია , რომელიც ინტეგრირებულია KingFisher -ის სისტემებში, საშუალებას იძლევა ნიმუშები დამუშავდეს მაქსიმალური წარმადობით და ეფექტურობით; ინტეგრორებული UV ნათურა იძლევა დეკონტამინაციის მარტივ და ეფექტურ შესაძლებლობას. ბარკოდის მკითხველი, რომლის გამოყენება მომხმარებლის არჩევანზეა დამოკიდებული, უზრუნველყოფს ნიმუშების კონტროლს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. KingFisher-ის ოპტიმიზებული Pure DNA/RNA ექსტრაქციის ნაკრებები და შესაბამისი პროტოკოლები ხასიათდება სრული, მარტივად-გამოსაყენებელი მახასიათებლებით. ასევე შესაძლებელია  პროტოკოლების დიზაინი Thermo Scientific™ BindIt™ პროგრამის საშუალებით. აპარატზე ხელმისაწვდომია 8 ენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ჩინური, იაპონური, რუსული და პორტუგალიური. შესაძლებელია პროტოკოლების მოდიფიკაცია, ასევე მათი იმპორტი კომპიუტერიდან ან მეხსიერების ბარათიდან აპარაზე. ექსტრაქტორის პროგრამა საშუალებას იძლევა შევინახოთ ექსპერიმენტის ფაილები ინდივიდუალურად, რაც მათი კონტროლის და მონაცემთა მენეჯმენტის სრულ შესაძლებლობებს გულისხმობს. მოქნილი, სწრაფი, მცირე ზომის სისტმა გვთავაზობს მრავალმხრივ გამოყენებას.

KingFisher™ Flex პურიფიკაციის სისტემა


Thermo Scientific™ KingFisher™ Flex პურიფიკაციის სისტემით შესაძლებელია ნიმუშების მომზადება სხვადასხვა ტიპის ბიოლოგიური მასალიდან. სისტემა ხასიათდება მაღალი ეფექტურობით, რაც უზრუნველყოფილია ავტომატიზებული მაგნიტური ბიდების ტექნოლოგიით დნმ/რნმ ექსტრაქციისთვის, ცილების და უჯრედების პურიფიკაციისთვის სხვადასხვა საწყისი მასალიდან. რევოლუციური მაგნიტური ბიდების სეპარაციის ტექნოლოგია უზრუნველყოფს უმაღლეს წარმადობას და ხარისხს. 24 მაგნიტური სვეტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნიმუშის მოცულობა გაიზარდოს 5 მლ-მდე, რაც შედეგად იძლევა გაზრდილ წარმადობას. შედეგების გაუმჯობესება შესაძლებელია 96 ნიმუშამდე, 96 მაგნიტური სვეტის გამოყენებით. - სრულად ავტომატური სისტემა ხასიათდება ნუკლეინის მჟავების, ცილების და უჯრედების პურიფიკაციის მაღალი სისწრაფით; - სისტემის მიერ 96 ნიმუშის დამუშავებას მხლოდ 20 წუთი ესაჭიროება; - ღია და მოქნილი სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ნებისმიერი მაგნიტური ბიდების გამოყენების პრინციპზე დაფუძნებული კიტი; - გამოყენებისას მარტივიThermo Scientific™ BindIt™ კომპიუტერული პროგრამა ინსტრუმენტის კონტროლის, პროტოკოლის შექმნის და მოდიფიცირების საშუალებას იძლევა; - ასევე ხელმისაწვდომია მზა პროტოკოლები სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებისთვის. სისტემის გამოყენების რეკომენდებული სფეროები: - გენომიკა და პროტეომიკა - სამიზნის იდენტიფიცირება - ვეტერინარული ექსპერიმენტები - ბიომარკერების დეტექცია - ხარისხის კონტროლი - სასამართლო ექსპერტიზა

Lab Screen Mixed


ტესტები HLA კლასის I და II კლასის ანტისხეულების, ასევე MICA ანტისხეულების არსებობის შეფასებისთვის, ერთი სინჯარის პროტოკოლით. კარგად შეეფერება პაციენტის ანტისხეულების ყოველთვიურ სკრინინგს როგორც დაბალი, ასევე მაღალი გამტარუნარიანობის ლაბორატორიებში. LABScreen-ის რეაგენტები იყენებს Luminex xMAP ტექნოლოგიას, მიკრობიდების პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ანტისხეულების მულტიპლექსური ანალიზისთვის. ანტიგენზე დაფუძნებული ეს ანალიზი საშუალებას გაძლევთ ზუსტად განსაზღვროთ ანტისხეულების პროფილები HLA-სა და MICA-ს მიმართ. LABScreen-ის თანმიმდევრულობა, მაღალი მგრძნობელობა და გამძლეობა დადასტურებულია PRA სკრინინგისთვის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებაში.

Labaqua Bio, წყლის ულტრაგამწმენდი სისტემა


Labaqua ultrapure - მრავალ-ფუნქციური წყლის გამწმენდი სისტემებია, რომელიც წარმოქმნის ულტრა-სუფთა და სუფთა  წყალს ონკანის წყლის გამოყენებით. მიღებული წყალი ხასიათდება მინიმალური ორგანული მჟავების და RNase/DNase შემცველობით, რომლის გამოყენება შესაძლებელია მოლეკულურ ბიოლოგიაში, მათ შორის Rnase - სენსიტიური აპლიკაციებისთვის. Labaqua სისტემის ნებისმიერი კონფიგურაცია იძლევა როგორც ულტრა-სუფთა (I ხარისხი) ასევე სუფთა (II ხარისხი) წყალს. აპარატის საშუალებით მიღებული წყალი შესაძლოა გამოყენებულ იქნას: არაორგანული ნივთიერებების კვალის ანალიზისთვის, სითხური ქრომატოგრაფიისთვის, უჯრედული კულტურებისთვის, მოლეკულურ ბიოლოგიაში. Labaqua -ს სისტემების მიერ მიღებული წყალი შეესაბამება ISO 3696 - ის მეორე ხარისხს (Grade 2) და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ლაბორატორიული ხელსაწყოების გასარეცხად, ქიმიურ მეთოდებზე სამუშაოდ, სპექტროფოტომეტრიისთვის და ა.შ. Labaqua ხასიათდება მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ფუნქციებით: ავზის სისავსის კონტროლი; ონკანის წყლის წნევის კონტროლი; ონკანის სენსორის დაცვის ფუნქცია;