Shop
TS-100C, თერმო-შეიკერი გაგრილების სისტემით მიკროსინჯარებისთვის და პჯრ ფლეითებისთვის
თერმო-შეიკერი TS-100C ახორციელებს ინტენსიურ შერევას და ნიმუშების ტემპერატურის კონტროლს მიკორტუბებში ან პჯრ-ფლეითებში.
აღნიშნული მოდელის თერმო-შეიკერი განსხვავდება TS-100-გან მინუშების გაციების ფუნქციით +4°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
TS-100C შეესაბამება მომხმარებლის უმაღლეს მოთხოვნილებებს და მოლოდინს:
სწრაფად მიიღწევა შერევის საჭირო სიჩქარე და მისი შენარჩუნება ხდება თანაბარი ამპლიტუდით თერმო შეიკერის ბლოკის ფარგლებში;
LCD ეკრანი აჩვენებს როგორც მომხმარებლის მიერ მითითებულ, ასევე ტემპერატურის, სიჩქარის და ოპერირების დროის მიმდინარე მონაცემებს.
ძრავის ჩუმი მუშაობა, კომპაქტური ზომა და გამოყენების ხანგრძლივი დრო.
გაცხელების და შერევის ფუნქციების გემოყენება შესაძლებელია როგორც ერთდროულად, ასევე დამოუკიდებლად.
თერმო-შეიკრი აღჭურვილია 5 გამაცხელებელი და გამაგრილებელი ბლოკით, მათ შორის ბლოკებით, რომელთაც გააჩნია პლასტმასის სახურავი PCR-ფლეითებისთვის. ყველა ბლოკის შეცვლა შესაძლებელია მარტივად.
ინსტრუმენტის გამოყენების სფეროები:
გენეტიკური ანალიზი — დნმ-ის და რნმ-ის ექსტრაქცია და ნიმუშის შემდგომი მომზადება;
ფერმენტული რეაქციების და სხვა ბიოქიმიური პროცესების შესწავლა;
უჯრედული მასალიდან მეტაბოლიტების ექსტრაქცია.
TSC სერიები – 86°C ულტრა-დაბალი ტემპერატურის საყინულე კამერები
Thermo Scientific™ TSC სერიის-86°C ულტრა-დაბალი ტემპერატურის საყინულეში შესაძლებელია ნიმუშების უსაფრთხო შენახვა. საყინულე იძლევა ნიმუშების დაცვის გარანტიას და ხასიათდება მოსახერხებელი ზომებით.
მახასიათებლები:
მიკროპროცესორის კონტოლი - ცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემა, მიკროპროცესორის კონტროლის ჩათვლით და მონიტორინგის სისტემით, უზრუნველყოფს მოწყობილობის გამოყენების სიმარტივეს;
მარტივად მოსახსნელი ფილტრი იძლევა გარეცხვის საშუალებას, რაც იცავს საყინულის კონდენსატორს მტვრისგან (რამაც შესაძლოა გაციების შემცირება და ნიმუშების ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა გამოიწვიოს).
TSX Series Ultra-Low Freezers -86 C
Ureaplasma urealyticum (UU) და Ureaplasma parvum (UP)
UVR-Mi, UV გამწმენდი-რეცირკულატორი
UVR-Mi წარმოადგენს ჰაერის დეზინფექციის მოწყობილობას საავადმყოფოებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის, კვლევითი ლაბორატორიებისთვის, ვეტერინარული კლინიკებისთვის, სასწრაფო დახმარების ოთახებისთვის, სამშობიარო ოთახებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებისთვის.
მოწყობილობა უზრუნველყოფს სრულ დაცვას ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან.
UVR-Mi- ს უპირატესობები:
UVR-Mi ბევრად უფრო მძლავრ დაცვას განაპირობებს კონტამინაციისგან, ვიდრე ეს უზრუნველყოფილია ულტრაიისფერი ნათურებით;
მომხმარებელი სრულიად დაცულია UV გამოსხივებისგან;
ოპერირების ორი რეჟიმი - ხანმოკლე და ხანგრძლივი;
მოწყობილობის კედელზე მარტივად დამაგრების შესაძლებლობა.
UVT-B-AR, დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი
დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი UVT-B-AR შექმნილია დნმ-ნიმუშებზე სუფთა ოპერაციების ჩასატარებლად, რომელიც იცავს ნიმუშებს და რეაგენტებს კონტამინაციისგან. აღნიშნული მოდელი წარმოადგენს მაგიდის ხელსაწყოს, რომელიც შექმნილია მეტალის ჩარჩოსგან და მინის კედლებისგან. სამუშაო ზედაპირი უჟანგავი მეტალისაა.
UV-გამწმენდი ბოქსი აღჭურვილია ღია ულტრაიისფერი ნათურით. ულტრაიისფერი ნათურის გამოსხივება სამუშაო არის დეზინფიცირებას ახდენს 15-30 წუთში. ციფრული ტაიმერი აკონტროლებს პირდაპირი UV -დასხივების ხანგრძლივობას.
დღის განათების ნათურა უზრუნველყოფს სამუშაო ზედაპირის შესაბამის განათებას. UV გამწმენდი ბოქსის–რეცირკულატორი AR შედგება UV ნათურისგან, ვენტილატორისა და მტვრის ფილტრებისგან, რომლებიც ქმნის სპეციალურ კონსტრუქციას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი, რომელიც მუშაობს ბოქსთან, დაცულია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. რეცირკულატორი ზრდის ულტრაიისფერი ნათების მაქსიმალურ გამოსხივებას, რაც თავის მხრივ ზრდის დნმ/რნმ-ინაქტივაციის ეფექტურობას. UV–რეცირკულატორი ამუშავებს 100 UV-გამწმენდ კამერას ყოველ საათში, შედეგად იქმნება პერმანენტული ასეპტიკური პირობები. სპეციალურად მორგებული მაგიდა T-4, მოთხოვნის შემთხვევაში შედის შეკვეთაში
Biosan-ის UV-გამწმენდი კამერის უპირატესობები:
ოზონისგან თავისუფალი მაღალი სიმკვრივის UV დეკონტამინაცია;
ხანგრძლივად მოქმედი UV ნათურები (საშუალოდ 9,000 საათი);
UV-ნათურების ავტომატური გამორთვის ფუნქცია როდესაც დამცავი მინა გახსნილია;
ბაქტერიოციდული გამდინარე-ტიპის რეცირკულატორი უზრუნველყოფს სუფთა კაბინის შიდა არის პერმანენტულ დეკონტამინაციას;
ხმაურის დაბალი მაჩვენებელი, ენერგიის მცირე დანახარჯი.
UVT-S-AR, დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი
დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი UVT-S-AR შექმნილია დნმ-ნიმუშებზე ოპერაციების ჩასატარებლად სუფთა არეში. გამწმენდი ბოქსი იცავს ნიმუშებს და რეაგენტებს კონტამინაციისგან.
აღნიშნული მოდელი წარმოადგენს მაგიდის ხელსაწყოს, რომელიც შექმნილია მეტალის ჩარჩოსგან და მინის კედლებისგან. სამუშაო ზედაპირი უანგავი მეტალისაა. UV-გამწმენდი ბოქსი აღჭურვილია ღია უპტრაიისფერი ნათურით. ულტრაიისფერი ნათურის გამოსხივება სამუშაო არის დეზინფიცირებას ახდენს 15-30 წუთში. ციფრული ტაიმერი აკონტროლებს პირდაპირი UV - დასხივების ხანგრძლივობას. დღის განათების ნათურა უზრუნველყოფს სამუშაო ზედაპირის შესაბამის განათებას.
UV გამწმენდი ბოქსის–რეცირკულატორი AR შედგება UV ნათურისგან, ვენტილატორისა და მტვრის ფილტრებისგან, რომლებიც ქმნიან სპეციალურ კონსტრუქციას, რომლის მეშვეობითაც ბოქსთან მომუშავე პირი დაცულია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. რეცირკულატორი ზრდის ულტრაიისფერი ნათების მაქსიმალურ გამოსხივებას, რაც თავის მხრივ ზრდის დნმ/რნმ-ინაქტივაციის ეფექტურობას. UV–რეცირკულატორი ამუშავებს 100 UV-გამწმენდ კამერას ყოველ საათში, შედეგად კი იქმნება პერმანენტული ასეპტიკური პირობები.
Biosan-ის UV-სუფთა კამერის უპირატესობები:
ოზონისგან თავისუფალი მაღალი სიმკვრივის UV დეკონტამინაცია;
ხანგრძლივად მოქმედი UV ნათურები (საშუალოდ 9,000 საათი);
UV-ნათურების ავტომატური გამორთვის ფუნქცია როდესაც დამცავი მინა გახსნილია;
ბაქტერიოციდული გამდინარე-ტიპის რეცირკულატორი უზრუნველყოფს სუფთა კაბინის შიდა არის პერმანენტულ დეკონტამინაციას;
ხმაურის დაბალი მაჩვენებელი, ენერგიის მცირე დანახარჯი.
VeriFiler ნაკრებები
სასამართლო პრაქტიკაში დნმ-ის ანალიზის გამოყენება დაიწყო 1985 წლიდან, როდესაც მინისატელიტები და Southern blotting-ი იყო ახლალი ტექნოლოგიები. 1990-იანი წლების დასაწყისში, დაინერგა მოკლე ტანდემური გამეორებები (STRs) როგორც ახალი პოლიმორფული დნმ მარკერის ტიპი და მას შემდეგ გახდა ოქროს სტანდარტი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის მონაცემთა ბაზებში, სისხლის სამართლის საქმეებში, მამობისა და ნათესაობის ანალიზსა და დაკარგული პირების იდენტიფიკაციისთვის.
კონკრეტული მარკერების მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულია, მაგრამ მონაცემთა გაზიარების მუდმივი საერთაშორისო ძალისხმევით, STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები ერთდროულად უნდა ფარავდეს სხვადასხვა რეგიონებში მოთხოვნილ მარკერებს, რათა მოხდეს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა და შესაძლებელი იქნას STR პროფილების შედარება. Thermo Fisher Sceintific -ის PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები იწარმოება Warrington-ში, დიდ ბრიტანეთში - დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ISO 18385 სერთიფიკაციის სახელმძღვანელო გაიდლაინებს.
VeriFiler STR ნაკრებები გთავაზობთ გენოტიპირების უმაღლეს შედეგებს, 25-მარკერიანი STR მულტიპლექსური ანალიზის გამოყენებით, რომელიც მოიცავს ორ სქესის განმსაზღვრელ მარკერს, ასევე Penta D და Penta E მარკერებს. VeriFiler Plus და VeriFiler Express ნაკრებები დამტკიცებულია დნმ-ის პროფილირებაზე მომუშავე ლაბორატორიებში გამოსაყენებლად, და აშშ-ს ეროვნული დნმ ინდექსის სისტემაში (NDIS) CODIS მონაცემთა ბაზაში შესატანად.