გვიხარია, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და წვლილი შევიტანეთ American Chamber of Commerce in Georgia-ის ინიციატივაში, რომლის საშუალებითაც, ქართული კომპანიებისგან უკრაინის მთავრობას გადაერიცხება ფინანსური დახმარება.
ინიციატივის ფარგლებში, 15 აპრილს გაიმართა სოციალური ღონისძიება უკრაინისთვის, რომელზეც, როგორც მხარდამჭერი ორგანიზაცია, მიწვეული იყო კომპანია ABM.
შეხვედრაზე AmCham-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა, საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრიი კასიანოვმა და ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, განიხილეს მიმდინარე კონფლიქტი და საქართველოსა და ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ პროცესში.
ერთად უკრაინისთვის.