26-29 აპრილს გერმანიაში, ქალაქ დარმშტატში, გაიმართა ტრენინგი თემაზე – ადამიანის იდენტიფიცირება მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდებით.
კურსი ეძღვნებოდა იმ მეთოდების განხილვას, რომლითაც ხელმძღვანელობენ ევროპის წამყვანი ლაბორატორიები, კრიმინალისტიკის მიმართულებით.
ტრენინგებს დაესწრო ABM-ის წარმომადგენელი, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ადამიანის იდენტიფიცირების მიმართულებით, აკაკი პეტრიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგები გაიმართა ბიოტექნოლოგიების ამერიკული კომპანიის, Thermo Fisher Scientific-ის ორგანიზებით, მის ტრენინგ ცენტრში.