ახალი ამბები

ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენცია – კოვიდ-19-ის პანდემია და პოსტ კოვიდის მართვა

დასრულდა ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გაიმართა Georgian International Medical and Public Health Association – Gimpha ორგანიზებით. მისი მთავარი თემა იყო კოვიდ-19-ის პანდემია და პოსტ კოვიდის მართვა.

წელს კომპანია ABM კონფერენციის ერთ-ერთი სპონსორი იყო. ჩვენს სტენდთან მოსული სტუმრები გაეცნენ ინფორმაციას, თუ როგორ შეუწყო ხელი კომპანია ABM-მა საქართველოში კოვიდ-19-ის მართვასა და პრევენციას.

ასევე, სტენდთან წარმოდგენილი იყო Thermo Fisher-ის მიერ წარმოებული რამდენიმე ინოვაციური სამედიცინო აპარატურა, რომელსაც საქართველოში ექსკლუზიურად კომპანია ABM გთავაზობთ.

🦠ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სამედიცინო სფეროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, რომლებმაც განიხილეს კოვიდ-19-თან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

📍 SARS-COV-2 ინფექციის ნევროლოგიური მანიფესტები;

📍მულტისისტემური ანთების სინდრომი: ეპიდემიოლოგია, კლინიკა,მკურნალობა;

📍პანდემიის გავლენა ფსიქიკური პრობლემების მქონე და

ფსიქიკური პრობლემების არ მქონე პოპულაციაზე;

📍COVID-19-ის შემდგომი ფილტვები;

📍გაფანტული სკლეროზი და ნეიროინფლამატორული

დაავადებები SARS-COV-2 ინფექციის ერაში;

📍უნარშეზღუდულობის დონე და ციტოკინის პროფილი

პოსტ/ხანგრძლივ კოვიდ პაციენტებში.

კომპანია ABM-ი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *