ახალი ამბები

„ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – ონკოლოგია

23-24 სექტემბერს, კახეთში, გაიმართა „ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ მორიგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მთავარი თემა გახლდათ ონკოლოგია.

🧬 კომპანია ABM გახლდათ აღნიშნული კონფერენციის ერთ-ერთი სპონსორი და მონაწილე, ჩვენს მიერ წარადგენილი იქნა NGS და flow cytometry ტექნოლოგიები ონკოლოგიური კვლევებისათვის.
🧬 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბირთვული მედიცინის მოწვეული პროფესორები იაპონიიდან, ბელგიიდან, ამერიკიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ეგვიპტიდან, თურქეთსა და საქართველოდან.
🧬 მოწვეულმა პროფესორებმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენებები ონკოდაავადებების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინის, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.
🧬 ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი მისია მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტებისთვის თანამედროვე, მაღალი ხარისხის მკურნალობის მიწოდებაა! დროული, ზუსტი დიაგნოზის დასმით, ციფრული აპარატურის და კვალიფიციური ექიმების დახმარებით კიბოს დამარცხება შესაძლებელია.

✊ კიბო არ არის განაჩენი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *