ახალი ამბები

„პრაიმლაბი“-ს მოლეკულურ ლაბორატორიაში NGS ტექნოლოგიის დანერგვა ABM-ის მიერ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის არსებულ ბაზაზე, „პრაიმლაბი“-ს მოლეკულურ ლაბორატორიაში, რომელშიც გაერთიანებულია თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები, მოხდა სრულად ავტომატიზირებული შემდეგი თაობის სექვენირების (NGS) სისტემის Ion Torrent Genexus-ის ინსტალაცია, ვალიდაცია და ამ დროისთვის უკვე პირველი ნიმუშების გაშვება წარმატებით დასრულდა.

აღნიშნული აპარატი იძლევა ამიერკავკასიის რეგიონში ინოვაციური კვლევების ჩატარების შესაძლებლობას, რაც აქამდე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ეს გულისხმობს ონკოლოგიური და მოლეკულური კვლევების ჩატარებას საქართველოში რაც შედეგების მაღალი სიზუსტის და სისწრაფის წინაპირობაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *