ახალი ამბები

ჩვენი გუნდის წევრის აკაკი პეტრიაშვილის წარმატება

გვინდა გაგიზიაროთ სიახლე, ჩვენი გუნდის წევრის Kaki Petriashvili წარმატების თაობაზე.

🧬 კომპანიის შესახებ: კომპანია „ეი ბი ემ“ (ABM) ერთ-ერთი ყველაზე საიმედო კომპანიაა, დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელიც 2011 წლიდან, მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანიის Thermo Fisher Scientific-ის წარმომადგენელია საქართველოს ლაბორატორიული ტექნიკის, კვლევითი და სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების ბაზარზე.

📈 აკაკი პეტრიაშვილი ეი-ბი ემ-ის გუნდს შემოუერთდა 2019 წლიდან, პროდუქტის და აპლიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
✅ წარჩინებით დაასრულა ბაკალავრის კურსი ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2016-2021) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკუტეტზე ბიოლოგიის მიმართულებით.
✅ ამჟამად სწავლობს მაგისტრატურაზე ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგიის მიმართულებით.
✅ გავლილი აქვს ტრენინგები: “ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უწყვეტი განათლების კურსი“ ევროკავშირის დაფინანსებით.
✅ Thermo Fisher Scientific-ის შემდეგი თაობის სექვენირების ტრენინგები, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ონკოლოგიის მიმართულებით.
✅ Harward Medical School -ის HMX Pro Genetics—გენეტიკური ტესტირებისა და სექვენირების ტექნოლოგიები.

📈 👏 Kaki Petriashvili 2023 წლიდან შეუერთდა Thermo Fisher Scientific-ის გუნდს, საკვანძო ანგარიშების მენეჯერის პოზიციაზე, დსთ-ს ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე.

✊ ეი-ბი ემ-ის გუნდი უსურვებს Kaki Petriashvili-ს წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *