ახალი ამბები

2023 წლის 13 მარტს კომპანია ABM-მა კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიიღო!

კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა (GDP) აღწერს სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საბითუმო რეალიზატორი, რათა უზრუნველყოს ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხი და მთლიანობა მიწოდების ჯაჭვის განმავლობაში.

GDP-სთან შესაბამისობა უზრუნველყოფს:

1. მიწოდების ჯაჭვში არსებული ფარმაცევტული პროდუქტები შესაბამისობაშია ევროკავშირის (EU) კანონმდებლობისთან;

2. ფარმაცევტული პროდუქტები ინახება სწორ პირობებში ნებისმიერ დროს, მათ შორის ტრანსპორტირებისას;

3. თავიდან აცილებული იქნება სხვა პროდუქტებით დაბინძურება.

4. სწორი პროდუქტები მიეწოდება შესაბამის ადრესატს დამაკმაყოფილებელ ვადაში.

ეს სერთიფიკატი მოწმობს ჩვენი საქმიანობის ხარისხს, უსაფრთხოებას და შესაბამისობას უმაღლეს სტანდარტებთან ფარმაცევტული პროდუქტების დისტრიბუციისას. სტანდარტს ადასტურებს ოქროს ბეჭედი, რომელიც არის ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლო.

ABM-ის მიერ მოპოვებული ხარისხი საბითუმო დისტრიბუცია ხორციელდება შემდეგ პროდუქტებზე:

სამკურნალო საშუალებები

სუბსტანციები

იმუნოლოგიური სამკურნალო საშუალებები

ცივი ჯაჭვის პროდუქტები

სამედიცინო დანიშნულების საგნები

მადლობა ჩვენს თავდადებულ გუნდს, რომ კიდევ ერთი მიზანის მიღწევა შესაძლებელი გახადეს!

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

https://rama.moh.gov.ge/geo/list/show/628-ikhelet-kargi-satsarmoo-praqtikis-GMP-da-kargi-sadostributsio-praqtikis-GDP-standartebi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *