VeritiPro Thermal Cycler ადამიანის იდენტიფიკაციისთვის
Thermo Fisher Scientific სასამართლო ექსპერტიზის საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო დნმ-ის ანალიზის გადაწყვეტილებებს. აირჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გენეტიკური ანალიზატორები იმისათვის რომ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენი ნიმუშებიდან.
Applied Biosystems VeritiPro Thermal CyclerHID-ისთვის ტემპერატურული კონტროლის მოწინავე ტექნოლოგიით უზრუნველყოფს მაღალი დონის ეფექტურობას და სარწმუნოებას. მისი ვალიდაცია შესრულდა Scientific Working Group on DNA Analysis Methods (SWGDAM) მიხედვით Applied Biosystems STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებებით და Precision ID NGS პანელებით.
კატეგორია: დნმ-ის ანალიზის ტიპები, კრიმინალისტიკა
მიმოხილვა (0)
მსგავსი პროდუქტები
3500 Series genetic analyzer-ები
Thermo Fisher Scientific სასამართლო ექსპერტიზის საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო დნმ-ის ანალიზის გადაწყვეტილებებს. აირჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გენეტიკური ანალიზატორები იმისათვის რომ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენი ნიმუშებიდან.
Applied Biosystems 3500 სერიის ინსტრუმენტები წარმოადგენენ პირველ გენეტიკურ ანალიზატორებს, რომლებიც შექმნილია სპეციფიკური მახასიათებლების ნაკრებით და სამუშაო მსვლელობით ადამიანის იდენტიფიკაციისთვის(HID). სრული სისტემა აერთიანებს ინსტრუმენტს Applied Biosystems-ის რეაგენტებთან, სახარჯ მასალასთან და GeneMapper ID-X პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ასევე ინდუსტრიის წამყვან მხარდაჭერასთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოყენების სიმარტივეს და ეფექტურობას.
Human Identification Professional Services
სასამართლო ექსპერტიზაში დნმ-ის სკვლევის სამუშაო პროცესი მოითხოვს უამრავ რთულ ნაბიჯს, მათ შორის კომპლექსურ ანალიზს, პროცედურებსა და გადაწყვეტილებებს. შედეგად, ბევრი ლაბორატორია დიდწილად ეყრდნობა საკუთარ საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამულ სისტემებს, რათა ეფექტურად მართოს მათი ყოველდღიური ლაბორატორიული ოპერაციები.
Thermo Fisher Scientific-ის ინტეგრირებული პროგრამული გადაწყვეტილებები სასამართლო ექსპერტიზის დნმ-ის ლაბორატორიებისთვის დაგეხმარებათ თქვენი ლაბორატორიის ოპერაციების გამარტივებაში და უზრუნველყოფს თქვენი ლაბორატორიის მიერ მიღებული, პირველადი და საბოლოო გაანალიზებული მონაცემების სიზუსტეს და სანდოობას.
ჩვენ გთავაზობთ ოპტიმიზებულ გადაწყვეტებს დნმ ლაბორატორიისთვის:
- რაოდენობრივი ანალიზი
- ფრაგმენტების ანალიზი
- საექსპერტო გენოტიპირების სისტემა
- ნათესაობისა და მამობის ანალიზი
- შემდეგი თაობის სექვენირების ანალიზი
- ახალი ლაბორატორიის შემუშავება, დანერგვა და ვალიდაცია.
- ინსტრუმენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაცია.
- ახალი პროტოკოლის ვალიდაცია და ტესტირება.
- სამუშაო პროცესის, პროგრამული უზრუნველყოფის, თეორიული ტრენინგის და საგანმანათლებლო მომსახურება.
NGM Detect და Select PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები
სასამართლო პრაქტიკაში დნმ-ის ანალიზის გამოყენება დაიწყო 1985 წლიდან, როდესაც მინისატელიტები და Southern blotting-ი იყო ახალი ტექნოლოგიები. 1990-იანი წლების დასაწყისში, დაინერგა მოკლე ტანდემური გამეორებები (STRs) როგორც ახალი პოლიმორფული დნმ მარკერის ტიპი და მას შემდეგ გახდა ოქროს სტანდარტი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის მონაცემთა ბაზებში, სისხლის სამართლის საქმეებში, მამობისა და ნათესაობის ანალიზსა და დაკარგული პირების იდენტიფიკაციისთვის.
კონკრეტული მარკერების მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულია, მაგრამ მონაცემთა გაზიარების მუდმივი საერთაშორისო ძალისხმევით, STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები ერთდროულად უნდა ფარავდეს სხვადასხვა რეგიონებში მოთხოვნილ მარკერებს, რათა მოხდეს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა და შესაძლებელი იქნას STR პროფილების შედარება. Thermo Fisher Sceintific-ის PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები იწარმოება Warrington-ში, დიდ ბრიტანეთში - დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ISO 18385 სერთიფიკაციის სახელმძღვანელო გაიდლაინებს.
Applied Biosystems NGM ნაკრების ოჯახი უზრუნველყოფს მონაცემთა უმაღლეს ხარისხს . NGM ნაკრებები ამპლიფიცირებენ ყველა Applied Biosystems SGM Plus ნაკრებების ლოკუსებს და ასევე დამატებით გაფართოებული European Standard Set-ის ლოკუსებს რაც რეკომენდებულია სასამართლო მეცნიერების ევროპული ქსელის (ENFSI) და ევროპის დნმ პროფილირების ჯგუფის (EDNAP) მიერ. (SE33, D2S1338, D3S1358, D8S1179, D16S539, D18S51, D19S433, D21S11, FGA, TH01, vWA, D10S1248, D22S1045, D2S441, D1S1656, D12S391და ამელოგენინი).
ProFlex PCR სისტემა
Thermo Fisher Scientific სასამართლო ექსპერტიზის საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო დნმ-ის ანალიზის გადაწყვეტილებებს. აირჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გენეტიკური ანალიზატორები იმისათვის რომ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენი ნიმუშებიდან.
ProFlex PCR სისტემა აერთიანებს Applied Biosystems-ის თერმოციკლერების სიზუსტეს და ეფექტურობას, მოქნილ კონფიგურაციასთან და კონტროლის მახასიათებლებთან, რომლებიც ერგება თქვენს სამუშაო პროცესს. ხელმისაწვდომია მრავალი ბლოკის კონფიგურაცია, რაც საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი ლაბორატორიის წარმადობა.
Quantifiler Trio და HP ნაკრებები
Quantifiler Trio და HP ნაკრებები, რომლებიც გამოიყენება QuantStudio 5 სისტემასთან და Applied Biosystems HID Real-Time PCR Analysis Software v1.3-თან ერთად, იძლევა ნიმუშის ხარისხის ყოვლისმომცველ ხედვას (როგორც დეგრადაცია, ასევე ინჰიბირება). რაოდენობის და ხარისხის ინდიკატორები, რომლებსაც ეს კომპლექტები აერთიანებენ, გვეხმარება ზუსტი და სპეციფიკური შედეგების მიღებაში.
QuantStudio 5 Real-Time PCR სისტემა ადამიანის იდენტიფიკაციისთვის
თანამედროვე სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორია ტექნოლოგიურ რევოლუციას განიცდის. ეს რევოლუცია აიძულებს ლაბორატორიულ ინსტრუმენტებს გახდნენ უფრო ეფექტური, საიმედო, ინტერაქტიული და ეკონომიური.
ჩვენ წარმოგიდგენთ Applied Biosystems QuantStudio 5 Real Time PCR სისტემას ადამიანის იდენტიფიკაციისთვის - ადამიანის იდენტიფიკაციის (HID) Real Time PCR ტექნოლოგიების ოჯახის უახლეს აპარატს.
ინსტრუმენტი განკუთვნილია როგორც ახალი, ასევე გამოცდილი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მარტივი, საიმედო და ხელმისაწვდომი Real Time PCR სისტემა. რაოდენობრივი ანალიზის ქიმიის უახლესი მიღწევებით და HID Real Time PCR პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, აღნიშნული სისტემა გთავაზობთ მგრძნობიარე, მძლავრ გადაწყვეტას დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის სასამართლო ექსპერტიზაში.
ნიმუშის გაუმჯობესებული შეფასება ოპტიმალური შედეგებისთვის
სამუშაო პროცესში დნმ-ის რაოდენობრივი ანალიზის ეტაპი არის საკვანძო იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდება ნიმუშის პროცესინგი შემდგომში. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მოკლე ტანდემური განმეორებების (STR) პროფილირების წარმატებას. ჩვენი მოწინავე რაოდენობრივი ანალიზის ნაკრებები საშუალებას აძლევს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიებს მიიღონ ზუსტი შედეგები მოკლე დროში ყველაზე რთული ნიმუშების შემთხვევაშიც კი.
Applied Biosystems Quantifiler HP და Quantifiler Trio დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრის ნაკრებები წარმოადგენენ პირველ ნაკრებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიებს ერთდროულად მიიღონ ადამიანის მთლიანი დნმ-ის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება ერთ, მგრძნობიარე Real Time PCR რეაქციაში.
დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრის მნიშვნელობა:
● ამპლიფიკაციის გაუმჯობესებული ეფექტურობა.
● ნაკლებად ან ზედმეტად ამპლიფიცირებული ნიმუშების შემცირებული რაოდენობა.
● ნორმირებული პროფილები უზრუნველყოფს შედეგების საიმედო ინტერპრეტაციას.
● ხელახალი ანალიზის-საჭიროების შემცირება, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანი ხარჯების შემცირებას.
ინტეგრირებული სასამართლო ექსპერტიზის სამუშაო პროცესი
RapidHIT ID სისტემა
Thermo Fisher Scientific სასამართლო ექსპერტიზის საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო დნმ-ის ანალიზის გადაწყვეტილებებს. აირჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გენეტიკური ანალიზატორები იმისათვის რომ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენი ნიმუშებიდან.
Applied Biosystems RapidHIT ID სისტემა ერთი ნიმუშიდან გვაწვდის ლაბორატორიული ხარისხის სასამართლო ექსპერტიზის დნმ-ის პროფილებს მხოლოდ 90 წუთში. კომპაქტური, ადვილად გამოსაყენებელი RapidHIT ID სისტემის ინსტალაცია შესაძლებელია ერთ დღეში, ნებისმიერ გარემოში, ხოლო Applied Biosystems RapidLINK პროგრამული უზრუნველყოფა პროცესზე რეალურ დროში დაკვირვების და კონტროლის შესაძლებლობას გვაძლევს.
Real-Time PCR Analysis Software HID- ადამიანის იდენტიფიცირებისთვის
პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულია კონკრეტულად ადამიანის იდენტიფიცირებისთვის(HID), რათა ექსპერტებმა შეძლონ Quantifiler-ის ნაკრებების გამოყენებით მიღებული მონაცემებით სრულად სარგებლობა და მაქსიმალურად გაზარდონ ნიმუშის პროცესინგის ეფექტურობა.
Applied Biosystems HID Real-Time PCR Analysis Software v1.3 ახალი ვირტუალური სტანდარტული მრუდის ფუნქციონალით უზრუნველყოფს ინტეგრირებულ გადაწყვეტას დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.