3500 Series genetic analyzer-ები
Thermo Fisher Scientific სასამართლო ექსპერტიზის საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო დნმ-ის ანალიზის გადაწყვეტილებებს. აირჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გენეტიკური ანალიზატორები იმისათვის რომ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენი ნიმუშებიდან.
Applied Biosystems 3500 სერიის ინსტრუმენტები წარმოადგენენ პირველ გენეტიკურ ანალიზატორებს, რომლებიც შექმნილია სპეციფიკური მახასიათებლების ნაკრებით და სამუშაო მსვლელობით ადამიანის იდენტიფიკაციისთვის(HID). სრული სისტემა აერთიანებს ინსტრუმენტს Applied Biosystems-ის რეაგენტებთან, სახარჯ მასალასთან და GeneMapper ID-X პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ასევე ინდუსტრიის წამყვან მხარდაჭერასთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოყენების სიმარტივეს და ეფექტურობას.
მიმოხილვა (0)
მსგავსი პროდუქტები
AmpFℓSTR Identifiler Plus PCR ამპლიფიკაციის ნაკრები
სასამართლო პრაქტიკაში დნმ-ის ანალიზის გამოყენება დაიწყო 1985 წლიდან, როდესაც მინისატელიტები და Southern blotting-ი იყო ახლალი ტექნოლოგიები. 1990-იანი წლების დასაწყისში, დაინერგა მოკლე ტანდემური გამეორებები (STRs) როგორც ახალი პოლიმორფული დნმ მარკერის ტიპი და მას შემდეგ გახდა ოქროს სტანდარტი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის მონაცემთა ბაზებში, სისხლის სამართლის საქმეებში, მამობისა და ნათესაობის ანალიზსა და დაკარგული პირების იდენტიფიკაციისთვის.
კონკრეტული მარკერების მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულია, მაგრამ მონაცემთა გაზიარების მუდმივი საერთაშორისო ძალისხმევით, STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები ერთდროულად უნდა ფარავდეს სხვადასხვა რეგიონებში მოთხოვნილ მარკერებს, რათა მოხდეს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა და შესაძლებელი იქნას STR პროფილების შედარება. Thermo Fisher Sceintific-ის PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები იწარმოება Warrington-ში, დიდ ბრიტანეთში - დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ISO 18385 სერთიფიკაციის სახელმძღვანელო გაიდლაინებს.
AmpFℓSTR Identifiler Plus ამპლიფიკაციის ნაკრები სასამართლო ანალიტიკოსებს საშუალებას აძლევს აღადგინონ უფრო მეტად ინტერპრეტირებადი შედეგები ფართო დიაპაზონის დნმ-ის ნიმუშებიდან მეტი სიზუსტით.
HID NIMBUS Presto სისტემა
სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნიმუშის ტიპს დასამუშავებლად, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში მცირე რაოდენობით მოიპოვება, ასევე როგორც წესი გარემოს ზემოქმედების ქვეშ ექცევიან ან შეიცავენ PCR ინჰიბიტორებს. სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშიდან გამოყოფილი გენომური დნმ-ის რაოდენობა და ხარისხი პირდაპირპროპორციულია შემდგომი ანალიზის წარმატების.
Thermo Fisher Scientific გთავაზობთ რიგ კომპლექსურ გადაწყვეტებს სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშების მომზადებისთვის და ექსტრაქციისთვის, მათ შორის AutoMate Express Forensic დნმ-ის ექსტრაქციის სისტემას, HID NIMBUS Presto სისტემას, PrepFiler და PrepFiler BTA ავტომატიზირებული დნმ-ისექსტრაქციის ნაკრებებს, (CPA) ინსტრუმენტებს და Prep-n-Go Buffer-ს.
კომპაქტური HID Nimbus Presto აერთიანებს KingFisher Presto ავტომატურ ექსტრაქტორს, სითხეების მართვის სისტემას და PrepFiler ხაზის-წამყვან დნმ-ის ექსტრაქციის ნაკრებებს. სწრაფი, ხელით ჩარევის გარეშე მიმდინარე ნიმუშების პროცესინგი და მაღალი ხარისხის გამოსავალიანობა ერთიანდება ადვილად გამოსაყენებელ სისტემაში, რომელსაც შეუძლია 96-მდე ნიმუშის დამუშავება 90 წუთზე ნაკლებ დროში.
Human Identification Professional Services
სასამართლო ექსპერტიზაში დნმ-ის სკვლევის სამუშაო პროცესი მოითხოვს უამრავ რთულ ნაბიჯს, მათ შორის კომპლექსურ ანალიზს, პროცედურებსა და გადაწყვეტილებებს. შედეგად, ბევრი ლაბორატორია დიდწილად ეყრდნობა საკუთარ საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამულ სისტემებს, რათა ეფექტურად მართოს მათი ყოველდღიური ლაბორატორიული ოპერაციები.
Thermo Fisher Scientific-ის ინტეგრირებული პროგრამული გადაწყვეტილებები სასამართლო ექსპერტიზის დნმ-ის ლაბორატორიებისთვის დაგეხმარებათ თქვენი ლაბორატორიის ოპერაციების გამარტივებაში და უზრუნველყოფს თქვენი ლაბორატორიის მიერ მიღებული, პირველადი და საბოლოო გაანალიზებული მონაცემების სიზუსტეს და სანდოობას.
ჩვენ გთავაზობთ ოპტიმიზებულ გადაწყვეტებს დნმ ლაბორატორიისთვის:
- რაოდენობრივი ანალიზი
- ფრაგმენტების ანალიზი
- საექსპერტო გენოტიპირების სისტემა
- ნათესაობისა და მამობის ანალიზი
- შემდეგი თაობის სექვენირების ანალიზი
- ახალი ლაბორატორიის შემუშავება, დანერგვა და ვალიდაცია.
- ინსტრუმენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაცია.
- ახალი პროტოკოლის ვალიდაცია და ტესტირება.
- სამუშაო პროცესის, პროგრამული უზრუნველყოფის, თეორიული ტრენინგის და საგანმანათლებლო მომსახურება.
Oncomine ტექნოლოგია ონკოლოგიაში
Oncomine წარმოადგენს შემდეგი თაობის სექვენირებისთვის (NGS) შექმნილ ტესტ სისტემების ხაზს და განკუთვნილია ონკოლოგიური კვლევებისთვის. აღსანიშნავია, რომ Oncomine-ში გაერთიანებულია თითქმის ყველა ტიპის სიმსივნის შესაბამისი პანელი შემდეგი თაობის სექვენირების მეთოდისთვის. ანალიზების ფართო არჩევანი თავისმხრივ უზრუნველყოფს მრავალმხრივ გამოყენებას, ხოლო პროგრამული მხარდაჭერა შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ სრული ბიოინფორმატიკული ინფორმაცია.
სოლიდური (მყარი) სიმსივნეები
Ion Torrent™ Oncomine™ პლატფორმა გვთავაზობს ყველაზე გავრცელებული სიმსივნეების მიმართ სპეციფიურ, გაიდლაინების მიხედვით შექმნილ პანელებს რაც კრიტიკულ როლს თამაშობს კლინიკურ კვლევებში კონკრეტული სიმსივნეების იდენტიფიცირებისას და თერაპიების შერჩევისას.
ონკოჰემატოლოგია
როგორც ცნობილია, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების გენომში მრავალი დარღვევა გვხვდება, მათ შორის სომატური მუტაციები, ქიმერული გენები, დელეციები და ა.შ. Oncomine-ის სპეციალურად შექმნილი ონკოჰემტოლოგიური პანელები გამოყენება ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების ყოვლისმომცველი მოლეკულური პროფილირებისთვის და გვაძლევს ხარჯთეფექტურ და მარტივ სისტემას ნიმუშების მრავალმხრივი ანალიზისთვის.
იმუნო ონკოლოგია
შემდეგი თაობის სექვენირებაზე(NGS) დაფუძნებული გენომის ანალიზი წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს კლინიკური კვლევებისთვის კრიტიკული ინფორმაციის მოსაპოვებლად
ჩვენი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების ყოვლისმომცველი ასორტიმენტი დაგეხმარებათ დროისა და ბიუჯეტის დაზოგვაში რათა თქვენი კვლევები მაქსიმალური ეფექტურობით წარიმართოს. Oncomine™ -ის იმუნო ონკოლოგიის სამიზნე პანელები მკვლევარებს აძლევენ სწრაფ და ინფორმატიულ ტექნოლოგიას უჯრედული იმუნოლოგიის კომპლექსურობის შესასწავლად.
Oncomine™ Reporter ბიოინფორმატიკული მხარდაჭერა
Oncomine™ Reporter წარმოადგენს ანალიზის ავტომატიზირებულ პროგრამას რომლის მეშვეობითაც შემდეგი თაობის სექვენირებით მიღებული შედეგების გენერირება და მოხსენების სახით მოწოდება ხდება. მოხსენება შეიცავს ინფორმაციას მუტაციების შესახებ და გვაძლევს ამომწურავ ინფორმაციას კონკრეტული მუტაციების გაიდლაინებთან და კლინიკურ კვლევებთან დამოკიდებულების შესახებ, ასევე რეკომნდრებული წამლებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიების შესახებ. გამარტივებული და თითოეულ ანალიზზე მორგებული ბიოინფორმატიკული ანგარიში, ოპტიმიზირებულია მომხმარებლებისთვის მოსახერხებელი გამოყენებისთვის.

PrepFiler BTA Forensic DNA ექსტრაქციის ნაკრები
სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნიმუშის ტიპს დასამუშავებლად, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში მცირე რაოდენობით მოიპოვება, ასევე როგორც წესი გარემოს ზემოქმედების ქვეშ ექცევიან ან შეიცავენ PCR ინჰიბიტორებს. სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშიდან გამოყოფილი გენომური დნმ-ის რაოდენობა და ხარისხი პირდაპირპროპორციულია შემდგომი ანალიზის წარმატების.
Thermo Fisher Scientific გთავაზობთ რიგ კომპლექსურ გადაწყვეტებს სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშების მომზადებისთვის და ექსტრაქციისთვის, მათ შორის AutoMate Express Forensic დნმ-ის ექსტრაქციის სისტემას, HID NIMBUS Presto სისტემას, PrepFiler და PrepFiler BTA ავტომატიზირებული დნმ-ისექსტრაქციის ნაკრებებს, (CPA) ინსტრუმენტებს და Prep-n-Go Buffer-ს.
PrepFiler-ის ნაკრები სპეციალურად შექმნილია სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშებიდან იზოლირებული დნმ-ის რაოდენობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც მნიშვნელოვნად ზრდის STR ანალიზისგან მაქსიმალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.
Quantifiler Trio და HP ნაკრებები
Quantifiler Trio და HP ნაკრებები, რომლებიც გამოიყენება QuantStudio 5 სისტემასთან და Applied Biosystems HID Real-Time PCR Analysis Software v1.3-თან ერთად, იძლევა ნიმუშის ხარისხის ყოვლისმომცველ ხედვას (როგორც დეგრადაცია, ასევე ინჰიბირება). რაოდენობის და ხარისხის ინდიკატორები, რომლებსაც ეს კომპლექტები აერთიანებენ, გვეხმარება ზუსტი და სპეციფიკური შედეგების მიღებაში.
QuantStudio 5 Real-Time PCR სისტემა ადამიანის იდენტიფიკაციისთვის
თანამედროვე სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორია ტექნოლოგიურ რევოლუციას განიცდის. ეს რევოლუცია აიძულებს ლაბორატორიულ ინსტრუმენტებს გახდნენ უფრო ეფექტური, საიმედო, ინტერაქტიული და ეკონომიური.
ჩვენ წარმოგიდგენთ Applied Biosystems QuantStudio 5 Real Time PCR სისტემას ადამიანის იდენტიფიკაციისთვის - ადამიანის იდენტიფიკაციის (HID) Real Time PCR ტექნოლოგიების ოჯახის უახლეს აპარატს.
ინსტრუმენტი განკუთვნილია როგორც ახალი, ასევე გამოცდილი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მარტივი, საიმედო და ხელმისაწვდომი Real Time PCR სისტემა. რაოდენობრივი ანალიზის ქიმიის უახლესი მიღწევებით და HID Real Time PCR პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, აღნიშნული სისტემა გთავაზობთ მგრძნობიარე, მძლავრ გადაწყვეტას დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის სასამართლო ექსპერტიზაში.
ნიმუშის გაუმჯობესებული შეფასება ოპტიმალური შედეგებისთვის
სამუშაო პროცესში დნმ-ის რაოდენობრივი ანალიზის ეტაპი არის საკვანძო იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდება ნიმუშის პროცესინგი შემდგომში. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მოკლე ტანდემური განმეორებების (STR) პროფილირების წარმატებას. ჩვენი მოწინავე რაოდენობრივი ანალიზის ნაკრებები საშუალებას აძლევს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიებს მიიღონ ზუსტი შედეგები მოკლე დროში ყველაზე რთული ნიმუშების შემთხვევაშიც კი.
Applied Biosystems Quantifiler HP და Quantifiler Trio დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრის ნაკრებები წარმოადგენენ პირველ ნაკრებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიებს ერთდროულად მიიღონ ადამიანის მთლიანი დნმ-ის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება ერთ, მგრძნობიარე Real Time PCR რეაქციაში.
დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრის მნიშვნელობა:
● ამპლიფიკაციის გაუმჯობესებული ეფექტურობა.
● ნაკლებად ან ზედმეტად ამპლიფიცირებული ნიმუშების შემცირებული რაოდენობა.
● ნორმირებული პროფილები უზრუნველყოფს შედეგების საიმედო ინტერპრეტაციას.
● ხელახალი ანალიზის-საჭიროების შემცირება, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანი ხარჯების შემცირებას.
ინტეგრირებული სასამართლო ექსპერტიზის სამუშაო პროცესი
QuantStudio Absolute Q Digital PCR System
RT-PCR Instruments, RT-PCR აპარატები, ციფრული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, აპარატი, ონკოგენეტიკა, ონკოგენეტიკა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში (RT-PCR), გენომიკა, Genomics

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.