აღწერა
მიმოხილვა (0)
იყავით პირველი შემფასებელი: „MicroAmp® EnduraPlate – ოპტიკური პლანშეტები
“ კომენტარის გაუქმება
“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
Ion – ბიბლიოთეკის დამაბალანსებელი ნაკრები
კატალოგის ნომერი: 4482298
Ion Library Equalizer™ ნაკრები მარტივი გადაწყვეტილებაა სექვენირების ბიბლიოთეკის რაოდენობრივი ანალიზისა და მისი განზავებისთვის, ასევე ბიბლიოთეკის ნორმალიზაციისათვის, რაც განსაზღვრულია ნებისმიერი ახალი თაობის სექვენირების პროტოკოლით. Ion Library Equalizer™ ნაკრები ამცირებს შესასრულებელი სამუშაოს სირთულეს, რეაგენტების ფასებს და ამარტივებს იონურ ნახავარგამტარ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სექვენირების პროტოკოლს. შედეგად მიიღება ბარკოდირებული ნიმუშები მაღალი წარმადობით. ნაკრების გამოყენება ასევე შესაძლებელია ერთი ან რამოდენიმე ნიმუშის მოსამზადებლად, მცირე მოცულობით.
ნაკრების პროტოკოლი მოიცავს 3 მარტივ ეტაპს:
1) ბიბლიოთეკის ამპლიფიკაცია Equalizer™-პრაიმერებით;
2) ბიბლიოთეკის დაკავშირება Equalizer™-ბიდებთან;
3) ელუციის ეტაპი - ნორმალიზებული ბიბლიოთეკის გაცხელება და ელუცია სპეციალურად მომზადებული Equalizer™ ელუციის ბუფერით.
ეფექტური ფასი
- არ არის საჭირო დამატებითი ტექნიკა;
- უფრო დაბალი ფასი, ვიდრე Agilent 2100 Bioanalyzer®-ის შემთხვევაში;
- გამოყენების ვადა - 18 თვემდე.
- Ion AmpliSeq™ Library Kit 2.0
- Ion AmpliSeq™ გამოყენებისთვის მზა პანელი ან მომხმარებილის მიერ Ion AmpliSeq™ Designer (www.ampliseq.com) -ით შექმლინი პანელი.
- Ion Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
- Ion Xpress™ Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
- Ion Xpress™ - ბარკოდების ადაპტერების ნაკრები
Ion 540™ ჩიპის ნაკრები
კატალოგის ნომერი: A27766
Ion 540 ჩიპის ნაკრები მოიცავს 8 ბარკოდირებულ ჩიპს, რომლებიც გამიოყენება Ion S5 და Ion S5 XL სექვენირების სისტემებთან კომპლექტში. Ion 540 ჩიპის გამოყენებით ელექტრონულად ხდება თითოეული ნუკლეოტიდის ჩართვის დეტექცია პოლიმერიზაციისას, ფლუორესცენტული სიგნალის გარეშე. ოპტიკაზე ორიენტირებული დეტექციის სისტემის თავიდან აცილება შემდეგი თაობის სექვენირების ტექნოლოგიას ანიჭებს სისწრაფეს და ამცირებს მის ფასს. ამ შემთხვევაში, 200 bp სიგრძის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის სექვენირების დრო 2.5 საათზე ნაკლებია.
Ion 540 ჩიპის ნაკრების მახასიათებლები:
- ნიმუშის კონტროლის ფუნქცია ინტეგრირებული ბარკოდის მეშვეობით;
- რეაქციის სისწრაფე: მხოლოდ 2.5 - 4 საათში 60-80 მლნ რიდის გენერირება, სიგრძით 200 აზოტოვანი ფუძე;
- მრავალი სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის შესრულების შესაძლებლობა, მათ შორის ადამიანის ექსომების (მაქს. 3) სექვენირება, ტრანსკრიპტომების პროფილირება და გენეტიკური პანელების სამიზნე რესექვენირება;
- თავსებადობა ბიბლიოთეკის მომზადების თანამედროვე მეთოდებთან.
Ion AmpliSeq™ Direct FFPE – დნმ ნაკრები
კატალოგის ნომერი: A31136
Ion AmpliSeq™ Direct FFPE - დნმ ნაკრებით შესაძლებელია დნმ-ნიმუშების მომზადება ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინიზირებული (FFPE) ქსოვილებიდან. აღნიშნული ნიმუშები გამოიყენება ბიბლიოთეკის კონსტრუქციისთვის Ion AmpliSeq პროტოკოლის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ დნმ-ის მისაღებად ქსოვილური ნიმუშების დეპარაფინიზაცია ამ შემთხვევაში საჭირო არ არის. კიტი თავსებადია FFPE ნიმუშებთან, რომელთა დაჭრა ხდება 10 µm სისქის ანათლებად.
Ion AmpliSeq Direct FFPE -დნმ ნაკრების მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია:
- მარტივი პროტოკოლი, რომელიც ნიმუშის დაკარგვის პრობლემას გამორიცხავს;
- ეფექტური 30-წუთიანი პროტოკოლი, მხოლოდ 10 წუთის ხანგრძლივობის ხელით სამუშაო დროით;
- იდეალურია FFPE დნმ-ნიმუშებდან დნმ-ის გამოსაყოფად, როდესაც ნიმუში ლიმიტირებული რაოდენობითაა;
- FFPE ანათლების დეპარაფინიზაცია არ არის საჭირო;
- სპინ- ან ბიდ-დამოკიდებული დნმ-ის ექსტრაქცია არ არის საჭირო;
- Ion AmpliSeq ბიბლიოთეკის მომზადება ხდება მხოლოდ 1 ng დნმ-ნიმუშიდან;
- პროტოკოლი მოიცავს ნიმუშების ურაცილ-D-გლიკოზილაზათი დამუშავებას, რაც დეამინირებული ციტოზინის არიდან ელიმინაციის შესაძლებლობას ქმნის.
MagMAX™ mirVana™ ტოტალური რნმ-ის საექსტრაქციო ნაკრები
Catalog number: A27828
Scalable isolation of RNA (including small RNAs)
The MagMAX™ mirVana™ Total RNA Isolation Kit is designed for isolation of total RNA, including small RNAs such as microRNAs, from a wide variety of sample types. The kit uses MagMAX magnetic-bead technology, enabling reproducible recovery of high-quality RNA that is suitable for a broad range of applications, including TaqMan™ miRNA Detection Assays.
The magnetic bead–based purification format allows you to easily scale from processing 6 to 96 samples at once when used with the KingFisher™ Duo Prime or KingFisher™ Flex Magnetic Particle Processor. Alternatively, samples can be processed manually with the use of a magnetic stand.
Features of the MagMAX mirVana Total RNA Isolation Kit include:
- Automation-ready, phenol-free extraction
- Streamlined protocols for numerous non-invasive biological samples as well as tissues and cell culture
- Recovery of pure miRNAs compatible with miRNA-Seq and qRT-PCR methods such as the TaqMan™ Advanced miRNA cDNA Synthesis Kit and TaqMan™ Advanced miRNA Assays
- Serum/plasma
- Whole blood
- Tissue
- Cell culture
- Urine
MagMAX™-96 AI/ND-ვირუსული რნმ-ის საექსტრაქციო ნაკრები
Catalog number: AM1835
Applied Biosystems® This kit is for the isolation of viral RNA and DNA from diverse sample types (i.e., environmental samples and biofluids). Nucleic acids purified using this kit are ideal for PCR and RT-PCR applications. This is a first generation MagMAX™ Viral RNA Isolation Kit validated by the NVSL for use with AI/ND viruses. Perfect for working with low viral concentrations, the kit contains sufficient reagents for 4 x 96 reactions.
- Validated by the NVSL for use with AI/ND viruses
- Recover as few as 10 copies of viral RNA from 100–400 µL sample
- Typical viral RNA recovery of >50%
- Ideal when working with low viral concentrations
- Linear recovery down to 50 transcripts
- 96 samples can be processed in 30 minutes
- Easily integrated into robotic platforms
ბარკოდების ადაპტერების ნაკრები Ion Xpress™ 1-16
კატალოგის ნომერი: 4471250
Ion Xpress™ ბარკოდების ადაპტერების 1-16 ნაკრები მოიცავს 16 უნიკალურ ბარკოდის ადაპტერს, რომლებიც სპეციფიკურად შექმნილია და ვალიდირებულია Torrent PGM™ და Proton™ სექვენატორებზე რეაქციების ოპტიმალური შესრულებისთვის. როდესაც ნაკრები Ion Xpress™ Plus ან Ion Plus Fragment - ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელ ნაკრებებთან კომპლექტში გამოიყენება, იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოახდინოს ფრაგმენტთა 16-მდე ნაკრების მულტიპლექსირება ემულსიური პჯრ-ს ეტაპზე და შემდგომ მულტიპლექსური სექვენირება. ამ კიტის გამოყენება შესაძლებელია სხვა ბარკოდების ადაპტერების ნაკრებთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში ბიბლიოთეკის 96 ფრაგმენტის (96 სხვადახვა ნიმუშის) მულტიპლექსური სექვენირების შესაძლებლობას ქმნის. მოლეკულური ბარკოდების გამოყენება საშუალებას იძლევა განხორციელდეს სხვადასხვა დნმ-ფრაგმენტების მულტიპლექსირება სექვენირების ერთ ჩიპზე, რაც მაღალი წარმადობის და ეფექტურობის გარანტიაა.
სიმსივნური მარკერების პანელი Ion AmpliSeq™ v2
კატალოგის ნომერი: 4475346
Ion AmpliSeq™ სიმსივნური მარკერების (Hotspot) პანელი v2 წარმოადგენს პრაიმერების ერთ კომპლექტს, რომელიც გამოიყენება მულტიპლექსური პჯრ რეაქციის შესასრულებლად, რომლის მიმდინარეობისას მზადდება ამპლიკონების ბიბლიოთეკა გენომის სპეციფიკური მონაკვეთებიდან ("hot spot" მონაკვეთები), რომლებიც ხშირად განიცდის მუტაციას და განაპირობებს სიმსივნური პროცესების ინდუცირებას (გადმოიწერეთ Ion AmpliSeq™ სიმსივნური "Hotspot"-ების პანელი v2). Ion AmpliSeq™ გამოყენებისთვის მზა სიმსივნური მუტაციების პანელი გვთავაზობს:
- თავსებადობა FFPE ნიმუშებთან;
- მაქსიმალურად სრული დაფარვა გაცილებით მაღალ-ეფექტური სექვენირებისთვის, მინიმალური დანახარჯების ფონზე;
- პრაიმერების გაუმჯობესებული დიზაინი მეტი სანდოობისთვის;
- გენომური ვარიანტების გაუმჯობესებული დეტექცია Torrent Suite v3.0 და Variant Caller Plugin კომპიუტერული პროგრმებით.
ჩიპის ნაკრები Ion 520™
კატალოგის ნომერი: A27762
Ion 520 ჩიპის ნაკრები მოიცავს 8 ბარკოდირებულ ჩიპს, რომლებიც გამიოყენება Ion S5 და Ion S5 XL სექვენირების სისტემებზე. Ion 520 ჩიპის გამოყენებით ელექტრონულად ხდება თითოეული ნუკლეოტიდის ჩართვის დეტექცია პოლიმერიზაციისას, ფლუორესცენტული სიგნალის გარეშე. ოპტიკაზე ორიენტირებული დეტექციის სისტემის თავიდან აცილება შემდეგი თაობის სექვენირების ტექნოლოგიას ანიჭებს სისწრაფეს. ამ შემთხვევაში, 200 bp სიგრძის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის სექვენირების დრო 2.5 საათზე ნაკლებია.
Ion 520 ჩიპის ნაკრების მახასიათებლები:
- ნიმუშის კონტროლის ფუნქცია ინტეგრირებული ბარკოდის მეშვეობით;
- რეაქციის სისწრაფე: მხოლოდ 2.5 - 4 საათში 3-6 მლნ რიდის გენერირება;
- რიდების სიგრძე 600 აზოტოვან ფუძემდე მრავალი სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის შესრულების შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის გენთა მიზნობრივი სექვენირება და მიკრობთა სექვენირება;
- თავსებადობა ბიბლიოთეკის მომზადების თანამედროვე მეთოდებთან.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.