აღწერა
მიმოხილვა (0)
იყავით პირველი შემფასებელი: „Finntip™ Flex™ – უნივერსალური ბუნიკები
“ კომენტარის გაუქმება
“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
BRAHMS – რეაგენტები და სახარჯი მასალები
cDNA სინთეზის ნაკრები – SuperScript™ VILO™
კატალოგის ნომერი: 11754050
SuperScript VILO - cDNA სინთეზის კიტი შექმნილია cDNA - ს (კოპი დნმ) პირველი ჯაჭვის სინთეზისთვის ორ ეტაპიანი პჯრ რეაქციისას რეალურ დროში. კიტი 2-ტუბის ფორმატით მოიცავს VILO-სარეაქციო მიქსს და ფერმენტებს, რომლებიც ცალკე ტუბშია მოთავსებული. ფერმენტების მიქსი შეიცავს SuperScript III-რევერსპტრანსკრიპტაზას (RT), გენეტიკური ინჟინერიით მიღებულ MMLV RT-ს, რომელსაც არ გააჩნია RNase H აქტივობა და ახასიათებს გაუმჯობესებული თერმოსტაბილურობა, რაც cDNA-ს სინთეზის მაღალ ეფექტურობას განაპირობებს. კიტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას cDNA-ს სინთეზისთვის საწყისი რნმ-ის ფართო სპექტრის მოცულობებზე სამუშაოდ.
Ion – ბიბლიოთეკის დამაბალანსებელი ნაკრები
კატალოგის ნომერი: 4482298
Ion Library Equalizer™ ნაკრები მარტივი გადაწყვეტილებაა სექვენირების ბიბლიოთეკის რაოდენობრივი ანალიზისა და მისი განზავებისთვის, ასევე ბიბლიოთეკის ნორმალიზაციისათვის, რაც განსაზღვრულია ნებისმიერი ახალი თაობის სექვენირების პროტოკოლით. Ion Library Equalizer™ ნაკრები ამცირებს შესასრულებელი სამუშაოს სირთულეს, რეაგენტების ფასებს და ამარტივებს იონურ ნახავარგამტარ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სექვენირების პროტოკოლს. შედეგად მიიღება ბარკოდირებული ნიმუშები მაღალი წარმადობით. ნაკრების გამოყენება ასევე შესაძლებელია ერთი ან რამოდენიმე ნიმუშის მოსამზადებლად, მცირე მოცულობით.
ნაკრების პროტოკოლი მოიცავს 3 მარტივ ეტაპს:
1) ბიბლიოთეკის ამპლიფიკაცია Equalizer™-პრაიმერებით;
2) ბიბლიოთეკის დაკავშირება Equalizer™-ბიდებთან;
3) ელუციის ეტაპი - ნორმალიზებული ბიბლიოთეკის გაცხელება და ელუცია სპეციალურად მომზადებული Equalizer™ ელუციის ბუფერით.
ეფექტური ფასი
- არ არის საჭირო დამატებითი ტექნიკა;
- უფრო დაბალი ფასი, ვიდრე Agilent 2100 Bioanalyzer®-ის შემთხვევაში;
- გამოყენების ვადა - 18 თვემდე.
- Ion AmpliSeq™ Library Kit 2.0
- Ion AmpliSeq™ გამოყენებისთვის მზა პანელი ან მომხმარებილის მიერ Ion AmpliSeq™ Designer (www.ampliseq.com) -ით შექმლინი პანელი.
- Ion Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
- Ion Xpress™ Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
- Ion Xpress™ - ბარკოდების ადაპტერების ნაკრები
MagMAX™ დნმ-ის ექსტრაქციის ნაკრები
კატალოგის ნომერი: A25597
MagMAX™ DNA - სხვადასხვა ტიპის ნიმუშდან დნმ-ის გამოყოფისთვის ოპტიმიზებული ტექნოლოგიით. ნაკრებით ხორციელდება გენომური დნმ-ის (gDNA) ექსტრაქცია ისეთი ტიპის ნიმუშებიდან, როგორიცაა სისხლი, ეპითელური უჯრედები, ნერწყვი, შარდი, სისხლის ნიმუშის ფირფიტები, პირის ღრუს სითხეები და ქსოვილები. მაგნიტურ ბიდებზე დაფუძნებული ექსტრაქციის სისტემა შესაძლებელს ხდის დღის განმავლობაში გაკეთდეს ნუკლეინის მჟავების ექსტრაქცია 12-დან 500-მდე ნიმუშიდან. ექსტრაქციის ნაკრები იდეალურია ფარმაკოგენომიკური კვლევებისთვის (PGx).
MagMAX™ DNA Multi-Sample Ultra - ნაკრები ხასიათდება:
- მარტივი პროტოკოლი დნმ-ის ექსტრაქციისთვის სხვადასხვა ტიპის ბიოლოგიური ნიმუშებიდან;
- ოპტიმიზებული დნმ-ის მაღალი წარმადობით ექსტრაქციისთვის, თავსებადი OpenArray® და Ion AmpliSeq™ აპლიკაციებთან;
MagMAX™-96 AI/ND-ვირუსული რნმ-ის საექსტრაქციო ნაკრები
Catalog number: AM1835
Applied Biosystems® This kit is for the isolation of viral RNA and DNA from diverse sample types (i.e., environmental samples and biofluids). Nucleic acids purified using this kit are ideal for PCR and RT-PCR applications. This is a first generation MagMAX™ Viral RNA Isolation Kit validated by the NVSL for use with AI/ND viruses. Perfect for working with low viral concentrations, the kit contains sufficient reagents for 4 x 96 reactions.
- Validated by the NVSL for use with AI/ND viruses
- Recover as few as 10 copies of viral RNA from 100–400 µL sample
- Typical viral RNA recovery of >50%
- Ideal when working with low viral concentrations
- Linear recovery down to 50 transcripts
- 96 samples can be processed in 30 minutes
- Easily integrated into robotic platforms
ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები Ion AmpliSeq™ 2.0
კატალოგის ნომერი: 4480441
Ion AmpliSeq™ Library 2.0 ნაკრები შექმნილია ამპლიკოების ბიბლიოთეკის სწრაფი მომზადებისთვის, Ion AmpliSeq™ პანელების გამოყენებით.
ბარკოდირებული ბიბლიოთეკის მომზადება
Ion AmpliSeq ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები 2.0 მოიცავს რეაგენტებს ამპლიკონების გენერირებისთვის Ion AmpliSeq პრაიმერებით. ნაკრების საშუალებით ბარკოდირებული ბიბლიოთეკის მომზადებისთვის საჭიროა Ion Xpress™ ბარკორების ადაპტერების 1-96 ნაკრები ან IonCode™ ბარკორების ადაპტერების 1-384 ნაკრები. ბარკოდირებული ბიბლიოთეკა შესაძლოა ჩაიტვირთოს ერთ ჩიპში კომბინირებული ნიმუშების სახით, რაც სექვენირების დროის და ფასის მინიმალიზაციას განაპიროებებს.
მარტივი და მოქნილი პროტოკოლი
Ion AmpliSeq ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები 2.0 პლანშეტების ფორმატით ამარტივებს ნიმუშის მომზადებას და თავსებადია თანამედროვე ავტომატიზების და მაღალი წარმადობის სისტემებთან. ბიბლიოთეკის მომზადება საჭიროებს მეტად მცირე მოცულობის საწყის ნიმუშს პჯრ რეაქციისთვის. შედეგად მიღებული დნმ-ბიბლიოთეკა მზადაა ნიმუშის შემდგომი დამუშავებისთვის ავტომატიზებული Ion Chef™ სისტემის საშუალებით. ინტუიტიური Torrent Suite™ და Ion Reporter™ კომპიუტერული პროგრამები მიღებული მონაცემების ანალიზის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას ქმნის.
კომპლექსური ანალიზის ნაკრები Oncomine™ v3C
კატალოგის ნომერი: A35806
Oncomine-ის ნაკრები v3 სრულყოფილი ანალიზისთვის, არის შემდეგი თაობის სექვენირების რეაგენტთა ნაკრები, რომელიც ახდენს SNV, CNV, გენთა შერწყმის, ინსერცია-დელეციების დეტექციას 161 უნიკალური გენიდან, რაც მეცნიერებს ეხმარება განახორციელონ პრეპარატების შესწავლა და სხვა კლინიკური კვლევითი პროგრამები. რეაგენტების ნაკრებში ბიბლიოთეკის მოსამზადებლად, გაერთიანიებულია პრაიმერების 4 კომპლექტი, დნმ-ის და რნმ-ის მატრიცების მულტიპლექსირებისთვის. მათი საშუალებით სექვენირების ბიბლიოთეკის მომზადება ხორციელდება ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინიზირებული (FFPE) სიმსივნური ქსოვილებიდან. ნაკრები ოპტიმიზებულია სექვენირებისთვის Ion S5 სისტემაზე, Ion 540 ჩიპის გამოყენებით, ამრიგად ერთ რეაქციაში ხდება 8 ნიმუშის (7 ნიმუშის და ერთი ნეგატივ-კონტოლის) სექვენირება. ონკომაინის მონაცემთა ბაზის კომპიუტერულ პროგრამასთან დაკავშირებისას, მკვლევარს საშუალება ეძლევა შექმნას რეპორტი, რომელშიც მოინიშნება შესაბამისი ბმულები, მითითებები საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინებიდან და უკვე არსებული კვლევებიდან.
ნაკრების ძირითადი მახასიათებლებია:
- 161 გენის ვარიანტების ანალიზი;
- დეტექცია: SNV, CNV, ქიმერული გენები, ინსერცია-დელეციები;
- უნაკლო შესრულება ნიმუშის ისეთი მცირე მოცულობიდან, როგორიცაა 40 ng ტოტალური ნუკლეინის მჟავები (დნმ/რნმ), რომლის გამოყოფა ხდება როგორც FFPE ნიმუშებიდან, ასევე წვრილი ნემსით ჩატარებული ბიოფსიის მასალიდან;
- შედეგების კონტროლი მოლეკულური სტანდარტების და კონტროლის საფუძველზე.
სიმსივნური მარკერების პანელი Ion AmpliSeq™ v2
კატალოგის ნომერი: 4475346
Ion AmpliSeq™ სიმსივნური მარკერების (Hotspot) პანელი v2 წარმოადგენს პრაიმერების ერთ კომპლექტს, რომელიც გამოიყენება მულტიპლექსური პჯრ რეაქციის შესასრულებლად, რომლის მიმდინარეობისას მზადდება ამპლიკონების ბიბლიოთეკა გენომის სპეციფიკური მონაკვეთებიდან ("hot spot" მონაკვეთები), რომლებიც ხშირად განიცდის მუტაციას და განაპირობებს სიმსივნური პროცესების ინდუცირებას (გადმოიწერეთ Ion AmpliSeq™ სიმსივნური "Hotspot"-ების პანელი v2). Ion AmpliSeq™ გამოყენებისთვის მზა სიმსივნური მუტაციების პანელი გვთავაზობს:
- თავსებადობა FFPE ნიმუშებთან;
- მაქსიმალურად სრული დაფარვა გაცილებით მაღალ-ეფექტური სექვენირებისთვის, მინიმალური დანახარჯების ფონზე;
- პრაიმერების გაუმჯობესებული დიზაინი მეტი სანდოობისთვის;
- გენომური ვარიანტების გაუმჯობესებული დეტექცია Torrent Suite v3.0 და Variant Caller Plugin კომპიუტერული პროგრმებით.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.