დნმ მიკროჩიპების ტექნოლოგია
Agrigenomics Solutions for Aquaculture
Thermo Fisher Scientific გთავაზობთ გენოტიპირებას, რომლებიც შეიძლება დადიზაინდეს მარტივი და კომპლექსური მოზაიკური გენომებით, რომლებიც გვხვდება ეკონომიკურად მნიშვნელოვან აკვაკულტურულ სახეობებში, მაგალითისათვის როგორებიცაა კრევეტები, ორაგული და მოლუსკები .
შექმენით თქვენს საჭიროებებზე მორგებული კვლევები.
Agrigenomics Solutions for Companion Animals
ინოვაციური ტექნოლოგიები კომპანიონი ცხოველების გენომის ტესტირებისათვის
აირჩიეთ სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიებიდან უკვე წინასწარ შემუშავებული პანელები ან შექმენით თქვენზე მორგებული ტიპები, ჩვენი მოქნილი ტექნოლოგიები შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს სწრაფი და საიმედო შედეგები სელექციონერებისთვის, ვეტერინარებისთვისა და მკვლევრებისთვის. ჩვენი გთავაზობთ microarrays, targeted genotyping-by-sequencing (GBS) , short tandem repeat (STR) და Applied Biosystems Custom TaqMan SNP გენოტიპის ანალიზს.
Agrigenomics Solutions for Livestock Animals
ინოვაციური ტექნოლოგიები ცხოველთა მოშენებისა და გენომიკისათვის
Thermo Fisher Scientific გთავაზობთ გენოტიპირებას, რომლებიც შეიძლება დადიზაინდეს მარტივი და კომპლექსური მოზაიკური გენომებით, დადიზაინებული პანელები სელექციონერებს, ვეტერინარებსა და მკვლევარებს საშუალებას აძლევს, მიზანმიმართულად გამოიკვლიონ მათთვის საინტერესო ჯიშების წარმომავლობა, თვისებები და დეფექტური მარკერები.
შექმენით თქვენს საჭიროებებზე მორგებული კვლევები.
Agrigenomics Solutions for Plants
გენომიკის შესაძლებლობების გამოყენება მცენარეთა მოშენებასა და სელექციური წარმოებისთვის
ახალი ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმის (SNPs) აღმოჩენა გადამწყვეტია მცენარეთა გენოტიპირებისათვის, რადგან ის ხელს უწყობს მარკერების დახმარებით ძირითად კულტურებში სელექცირების გაუმჯობესებულ წარმართვას.
Thermo Fisher Scientific გთავაზობს გენომული კვლევის მეთოდებსა და რესურსებს, რომლებიც დაგეხმარებიან სწორად წარმართოთ მცენარეთა სახეობრივი გადარჩევა და წარმოება.
აგრიგენომიკური კვლევები მიკრო-ჩიპების და GBS-გამოყენებით
Affymetrix-ის აგროგენომიკური გენოტიპირების საშუალებები სელექციონერებს და მკვლევარებს სთავაზობს ეფექტურ და მოქნილ გენოტიპირებას ხელსაყრელ ფასად. აღნიშნული პროდუქცია საშუალებას იძლევა მოვახდინოთ მცენარეთა და ცხოველთა იდენტიფიცირება, ვალიდაცია, სკრინინგი და კომპლექსური გენეტიკური კვლევა. Affymetrix-ის აგროგენომიკური პორტფოლიო ხასიათდება მაღალი წარმადობით და მასშტაბურობით გენომის მომცველი კვლევების ჩასატარებლად. მიღებული შედეგები გვაძლევს ინფორმაციას ლოკუსების შესახებ პროცენტული გამოსახულებით, რომელთა დამუშავება შემდგომ ხორციელდება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით.
ადამიანის გენოტიპირება, ფარმაკოგენომიკა და მიკრობიომების კვლევა მიკროჩიპების გამოყენებით
Axiom - გენოტიპირების სისტემა არის პლატფორმა დიდი მასშტაბის გენოტიპირების კვლევებისთვის და ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით, მათ შორის:
სამედიცინო კვლევები მაღალი სიზუსტით
ფართო სპექტრის შესაძლებლობების მქონე, პოპულაციურ კვლევებზე ორიენტირებული ტესტ-სისტემა ხასიათდება მაქსიმალური სიზუსტით სამედიცინო მნიშვნელობის კვლევებისას; მასშტაბურ გენომურ კვლევებზე გათვლილი სისტემა მოიცავს კლინიკურად ინფორმატიულ მარკერებს; გენეტიკასა და დაავადებათა განვითარებას შორის კავშირის დადგენის შესაძლებლობა.ანალიზი დნმ – მიკროჩიპებით
Thermo Fisher Scientific – ის მიერ შემოთავაზებული Affymetrix™ – ის პროდუქცია, ხელსაწყოები და რესურსები მკვლევარებს საშუალებას აძლევს მიკრო ჩიპების საშუალებით განახორციელონ მრავალმხრივი კვლევები. აღნიშნული მიმართულების გამოყენების სფეროები მოიცავს მცენარეთა და ცხოველთა გენომიკას და ტრანსკრიპტომიკას, მათ შორის საბაზისო კვლევებს და ტექნელოგიათა ინდუსტრიულ გამოყენებას მეცხოველეობის, პოპულაციური ანალიზის, კონსერვაციის და სხვა მიმართულებებით.
Affymetrix - ის პროდუციის გამოყენებით შესაძლებელია სამეცნიერო კვლევითი ექსპერიმენტების განხორციელება სიმსივნური პროცესების შესასწავლად, ასევე კლინიკური კვლევებისა და ვალიდაციების განხორციელება, მათ შორის სიმსივნური პროცესების ციტოგენეტიკური კვლევები. Affymetrix - ის მიკროჩიპების ოპტიმიზაცია კონკრეტული მიზნებისთვის, საშუალებას იძლევა შესრულდეს ადამიანის გენომის კვლევები პოპულაციურ დონეზე.
კომპიუტერული პროგრამები დნმ-მიკროჩიპებით ანალიზისთვის
მიკრო-რნმ-ების პროფილირება მიკროჩიპების გამოყენებით
მცირე არამაკოდირებელი რნმ-ების (miRNA) ექსპრესიის ცვლილების შეფასება მეტად მნიშვნელოვანია განსხვავებულად ექსპრესირებული გენების აქტივაციაზე ბიოლოგიური პროცესების გავლენის შესაფასებლად. GeneChip™ miRNA - ტესტ-სისტემები ეფექტური საშუალებაა აღნიშნული მოლეკულების (miRNA, snoRNA და scaRNA) როლის შესასწავლად ისეთი კომპლექსური დაავადებებისას, როგორიცაა სიმსივნეები.
პლატფორმები
Thermo Fisher Scientific დნმ-მიკროჩიპების ანალიზისთვის გვთავაზობის Affymetrix-ის ინსტრუმენტების ფართო არჩევანს, რომელთა შორის აღსანიშნავია როგორც ინტეგრირებული პლატფორმები და ინდივიდუალური სკანერები, ასევე სპეც. ღუმელები, რეაგენტების მართვის პლატფორმები და ნიმუშის მოსამზადებელი სხვა სპეციფიკური ინსტრუმენტები.
ტრანსკრიპტომების პროფილირება მიკროჩიპების გამოყენებით
ფენოტიპური პათოლოგიები იშვიათად არის გამოწვეული ერთი გენის ექსპრესიის ცვლილების შედეგად, ამიტომ ექსპრესიის სრულყოფილი პროფილის მიღება და მისი ანალიზი კრიტიკული მნიშვნელობისაა ნორმალური ბიოლოგიური პროცესის თუ მისი პათოლოგიური ცვლილებების შესწავლისას. გარდა ამისა, ექსპრესიის მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიცაა განსხვავებული ექსონის ჩართვა ალტერნატიული სპლაისინგისას, შესაძლოა არ გამოვლინდეს გენთა დონეზე ჩატარებული ანალიზისას. მიკრო-ჩიპების გამოყენება გვთავაზობს მთელ რიგ უპირატოსობებს მილიონობით სხვადასხვა სექვენსის ანალიზისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატიული სპლაისინგის შესწავლისას.
რნმ-ის ექსპრესიის ანალიზისას, შემოთავაზებული ტესტ-სისტემების ფართო სპექტრი შესაძლოა მოიცავდეს როგორც სრულ ტრანსკრიპტომს, ასევე გენთა, ექსონთა ან მოკლე არამაკოდირებელ რნმ-თა (snc) ანალიზს. Affimetrix-ის ექსპრესიის ყველა ტესტ-სისტემა თავსებადია ფართო სპექტრის ნიმუშის ტიპებთან და საჭიროებს რნმ-ის ნიმუშის მცირე მოცულობას. ტესტ-სისტემები ხელმისაწვდომია როგორც ერთ-ნიმუშიანი კარტრიჯის ფორმატში, ასევე მრავალი ნიმუშის მომცველი პლანშეტების ფორმატში, განსხვავებული წარმადობისთვის. შედეგების ანალიზისთვის გამოიყენება სწრაფი და მოქნილი ანალიზის პროგრამა დამატებითი დანახარჯების გარეშე.