კაპილარული ელექტროფორეზი
3500 Series genetic analyzer-ები
Thermo Fisher Scientific სასამართლო ექსპერტიზის საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო დნმ-ის ანალიზის გადაწყვეტილებებს. აირჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გენეტიკური ანალიზატორები იმისათვის რომ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენი ნიმუშებიდან.
Applied Biosystems 3500 სერიის ინსტრუმენტები წარმოადგენენ პირველ გენეტიკურ ანალიზატორებს, რომლებიც შექმნილია სპეციფიკური მახასიათებლების ნაკრებით და სამუშაო მსვლელობით ადამიანის იდენტიფიკაციისთვის(HID). სრული სისტემა აერთიანებს ინსტრუმენტს Applied Biosystems-ის რეაგენტებთან, სახარჯ მასალასთან და GeneMapper ID-X პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ასევე ინდუსტრიის წამყვან მხარდაჭერასთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოყენების სიმარტივეს და ეფექტურობას.
SeqStudio™ Genetic Analyzer System
SeqStudio™ Genetic Analyzer წარმოადგენს მარტივად გამოსაყენებელ სისტემას, რომელიც სანგერის სექვენირების და ფრაგმენტული ანალიზის ჩატარებას მაქსიმალურად ამარტივებს.
სისტემა მარტივად გამოიყენება ექსპერიმენტების ფართო სპექტრის ჩასატარებლად. შედეგად მიიღება უნაკლო მონაცემები თანამედროვე, მოდერნიზებული სისტემის საშუალებით ხელმისაწვდომ ფასად.
SeqStudio Genetic Analyzer System მაქსიმალურად ამცირებს ოპერირების დროს.
ინსტრუმენტზე გამოიყენება ინოვაციური კარტრიჯი რომლის მეშვეობითაც ხდება როგორც სექვენირება, ასევე ფრაგმენტული ანალიზი.
სისტემა არ საჭიროებს არც მოვლის პროცედურების ჩატარებას ტექნიკური ექსპერტების მიერ და არც დაკალიბრებას ყოველი ექსპერიმენტის წინ.