Showing 1–12 of 45 results

3500 გენეტიკური ანალიზატორის 8-კაპილარიანი სისტემა, 50 სმ

კატალოგის ნომერი:  4404685 კაპილარები შიდა მხრიდან საფარის გარეშე, წარმოდგენილია 8 კაპილარიან სისტემად შესაბამისი ჩარჩოთი, რომლის ინსტალაცია აპარატში მარტივად ხორციელდება . 50 სმ-იანი კაპილარების გამოყენების სფეროები:  სექვენირება, ფრაგმენტული ანალიზაი და ცილების ხარისხის ანალიზი.

BigDye XTerminator™ პურიფიკაციის ნაკრები


კატალოგის ნომერი:  4376486 BigDye XTerminator® სისტემა არის სწრაფი, მარტივი პურიფიკაციის რეაგენტების ნაკრები დნმ-სექვენირების რეაქციებისთვის. იგი აცილებს სარეაქციო არიდან დამოუკიდებლად დარჩენილ BigDye® ტერმინატორებს და მარილებს. რეაქციის გაწმენდა შესაძლებელია 40 წუთზე ნაკლებ დროში, ხოლო სამუშაოს შესრულება მხოლოდ 10 წუთს მოითხოვს.
  • საღებავების ლაქების წარმოშობის თავიდან აცილების შესაძლებლობა;
  • ნიმუშების სტაბილიზაცია ანალიზის დროს;
  • სექვენირების პროტოკოლის გაუმჯობესება;
  • სამუშაოს შესრულება ავტომატიზებული ან მანუალური პროტოკოლით;
  • სწრაფი, საიმედო და ინფორმატიული შედეგები.
ნიმუშის გაწმენდის პროცესი ტრადიციული პურიფიკაციის მეთოდები, როგორიცაა ეთანოლით პრეციპიტაცია, საჭიროებს დამატებით მრავალ რეაგენტს და ცენტრიფუგირების ეტაპებს. BigDye XTerminator® პურიფიკაციის ნაკრები საჭიროებს მხოლოდ ორ რეაგენტს:
  • XTerminator™ რეაგენტი – წმენდს არა-ინკორპორირებული საღებავ-ტერმინატორებისა და თავისუფალი მარილებისან სარეაქციო მიქსს პოსტ-სექვენირების ეტაპზე.
  • SAM™ რეაგენტი – აუმჯობესებს XTerminator™-ის შესრულებას და ახდენს პოსტ-პურიფიკაციის რეაქციების სტაბილიზაციას.
 

BigDye™ ტერმინატორი v1.1 და v3.1 5X სექვენირების ბუფერი

კატალოგის ნომერი:  4336697   მოცემული ბუფერი სექვენირებისთვის ოპტიმიზებულია BigDye® ტერმინატორ ციკლური სექვენირების ნაკრებთან გამოყენებისთვის.  

BigDye™ ტერმინატორი v3.1 ციკლური სექვენირების ნაკრები

  BigDye® ტერმინატორი v3.1 ციკლური სექვენირების კიტები იდეალურია de novo სექვენირებისთვის, რესექვენირებისთვის, პჯრ-პროდუქტების დასასრულებლად, პლაზმიდებზე, ფოსმიდებზე და BAC-მატრიცებზე სამუშაოდ.
  • ხარისხის გაუმჯობესება სექვენირების ფართო სპექტრის ექსპერიმენტების შემთხვევაში;
  • ოპტიმიზებული გრძელ გენეტიკურ თანმიმდევრობებზე მუშაობისთვის;
  • საღებავის მობილობის უკეთესი მახასიათებლები;
  • გაუმჯობესებული შესრულება  GT-მდიდარ მონაკვეთებზე მუშაობისას;
  • უფრო გრძელი, მაღალი ხარისხის რიდების მიღების შესაძლებლობა და ფლუორესცენტული სიგნალის ოპტიმალური მაჩვენებლები;
  • პროდუქტიულობის გაზრდის და ხარჯების შემცირების შესაძლებლობა.

BRAHMS – რეაგენტები და სახარჯი მასალები


B·R·A·H·M·S ბიომარკერების ტესტ-მენიუ ათწლეულების განმავლობაში B·R·A·H·M·S წარმოადგენდა ლიდერ ბრენდს ისეთი ბიომარკერების განვითარებასა და წარმოებაში, რომელთაც მართლაც კრიტიკული კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია. პორტფოლიოში

cDNA სინთეზის ნაკრები – SuperScript™ VILO™


კატალოგის ნომერი: 11754050 SuperScript VILO - cDNA სინთეზის კიტი შექმნილია cDNA - ს (კოპი დნმ) პირველი ჯაჭვის სინთეზისთვის ორ ეტაპიანი პჯრ რეაქციისას რეალურ დროში. კიტი 2-ტუბის ფორმატით მოიცავს  VILO-სარეაქციო მიქსს და ფერმენტებს, რომლებიც ცალკე ტუბშია მოთავსებული. ფერმენტების მიქსი შეიცავს SuperScript III-რევერსპტრანსკრიპტაზას (RT), გენეტიკური ინჟინერიით მიღებულ  MMLV RT-ს, რომელსაც არ გააჩნია RNase H აქტივობა და ახასიათებს გაუმჯობესებული თერმოსტაბილურობა, რაც cDNA-ს სინთეზის მაღალ ეფექტურობას განაპირობებს. კიტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას cDNA-ს სინთეზისთვის საწყისი რნმ-ის ფართო სპექტრის მოცულობებზე სამუშაოდ.

Chef ნაკრები: Ion 510™ & Ion 520™ & Ion 530™ – (1 სექვენირების რეაქცია თითოეული ინიციალიზაციისას)

კატალოგის ნომერი: A34019 Ion 510 & Ion 520 & Ion 530 Chef-ნაკრები (1 სექვენირების რეაქცია თითოეული ინიციალიზაციისას) საშუალებას იძლევა ნიმუშის მომზადება განხორციელდეს ავტომატურად. Ion Chef სისტემით მომზადებული რიდების სიგრძე აღნიშნული ნაკრების შემთხვევაში შეადგენს 400 აზოტოვან ფუძეს, რომელთა სექვენირება ხორციელდება Ion S5 ან Ion S5 XL სექვენირების პლატფორმების საშუალებით. Ion 510/Ion 520/Ion 530 ნაკრები მოიცავს ერთჯერადი გამოყენებისთვის წიანასწარ მომზადებულ სექვენირების რეაქგენტების კარტრიჯს, რომელსაც ინტეგრირებული აქვს ნიმუშის კონტროლის, მიწოდების და ავტომატური პროტოკოლის მართვის ფუნქციები. ნაკრებით შესაძლებელია ჩიპებზე დატანილი 8 ნიმუშის სექვენირება. რეაქციის ყოველი ინიციალიზაციისას შესაძლებელია 1 სექვენირების რეაქციის ჩატარება. სექვენირების 2 რეაქციის გასაშვებად თითოეული ინიციალიზაციისას (200 აზოტოვანი ფუძე) იხილეთ ნაკრები: No. A34461. Ion 510 / Ion 520 / Ion 530 Chef - ნაკრები:
  • ნიმუშის მომზადება და ჩიპში ჩატვირთვა 400 აზოტოვან ფუძემდე სიგძის მქონე რიდებისთვის;
  • სექვენირება გამარტივებულია ერთჯერადი, გამოყენებისთვის მზა ფორმის რეაგენტების კარტრიჯებით;
  • სწრაფი და მარტივი სექვენირება, 15 წუთზე ნაკლები დრო ხელით სამუშაოდ;
  • მაქსიმალური მოქნილობა ჩიპებთან თავსებადობის მხრივ: Ion 510, Ion 520, და Ion 530 ჩიპები.

FFPE ნიმუშებიდან ტოტალური ნუკლეინის მჟავების საექსტრაქციო ნაკრები RecoverAll™

კატალოგის ნომერი:  AM1975 RecoverAll™ ტოტალური ნუკლეინის მჟავების ექსტრაქციის ნაკრები FFPE ნიმუშებიდან განსაზღვრულია 40 რეაქციის შესასრულებლად და ხასიათდება:
  • ოპტიმიზებული ტოტალური ნუკლეინის მჟავების ექსტრაქიისთვის FFPE - ქსოვილებიდან, მიკრო რნმ-ების ჩათვლით;
  • არ საჭიროებს 12 საათის განმავლობაში პროტეინაზა K-თი დამუშავებას, დეპარაფინიზაცია ხორციელდება რამოდენიმე საათში, ექსპერიმენტის დილით დაწყებისას ნაშუადღევს ნუკლეინის მჟავები მზად არის პჯრ რეაქციაში გასაშვებად;
  • ექსტრაქციის ტიპიური გამოსავალი >50%;
  • მიღებული ნუკლეინის მჟავები გამოიყენება ახალი თეობის სექვენირებისთვის, RT-PCR და PCR რეაქცაში გასაშვებად, მუტაციების სკრინინგისა და მიკროჩიპებით ანალიზისთვის.
 

GeneJET Micro ნაკრები რნმ-ის გასუფთავებისა და კონცენტრირებისთვის

კატალოგის ნომერი: K0842 აღწერა: Thermo Scientific GeneJET რნმ-ის გასუფთავების და კონცენტრირების მიკრო ნაკრები შექმნილია წინასწარ გამოყოფილი რნმ-ის ნიმუშების სწრაფი გასუფთავებისა და კონცენტრირებისთვის, ასევე DNase I-ით დამუშავების შემდგომ და სხვა ფერმენტებისგან რნმ-ის ნიმუშების გასაწმენდად. კიტი შექმნილია სილიკა-მემბრანის მქონე სპინ-სინჯარების ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, რაც გამორიცხავს ექსპერიმენტისას ტოქსიკური რეაქგენტების გამოყენების საჭიროებას. მახასიათებლები:
  • სინჯარების დახვეწილი და მარტივად გამოსაყენებელი დიზაინი;
  • ელუცია: 6 - დან 10 µL მოცულობამდე.
  • 85-დან100%-მდე მაღალი ხარისხის რნმ-ის მიღების შესაძლებლობა;
  • სწრაფი და მარტივი - პროცედურა 5 წუთზე ნაკლებ დროს საჭიროებს.
გამოყენების სფეროები:
  • RT-PCR, RT-qPCR, Northern - ბლოტინგი და სხვა რნმ-დამოკიდებული ექსპერიმენტები.

Hi-Di™ ფორმამიდი


კატალოგის ნომერი:  4311320 მაქსიმალურად დეიონიზირებული ფორმამიდი გამოიყენება რესუსპენდირებისთვის ნიმუშების ელექტროკინეტიკურ ინექციამდე კაპილარული ელექტროფორეზის სისტემაში.