სახარჯი მასალა
ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები Ion AmpliSeq™ 2.0
კატალოგის ნომერი: 4480441
Ion AmpliSeq™ Library 2.0 ნაკრები შექმნილია ამპლიკოების ბიბლიოთეკის სწრაფი მომზადებისთვის, Ion AmpliSeq™ პანელების გამოყენებით.
ბარკოდირებული ბიბლიოთეკის მომზადება
Ion AmpliSeq ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები 2.0 მოიცავს რეაგენტებს ამპლიკონების გენერირებისთვის Ion AmpliSeq პრაიმერებით. ნაკრების საშუალებით ბარკოდირებული ბიბლიოთეკის მომზადებისთვის საჭიროა Ion Xpress™ ბარკორების ადაპტერების 1-96 ნაკრები ან IonCode™ ბარკორების ადაპტერების 1-384 ნაკრები. ბარკოდირებული ბიბლიოთეკა შესაძლოა ჩაიტვირთოს ერთ ჩიპში კომბინირებული ნიმუშების სახით, რაც სექვენირების დროის და ფასის მინიმალიზაციას განაპიროებებს.
მარტივი და მოქნილი პროტოკოლი
Ion AmpliSeq ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები 2.0 პლანშეტების ფორმატით ამარტივებს ნიმუშის მომზადებას და თავსებადია თანამედროვე ავტომატიზების და მაღალი წარმადობის სისტემებთან. ბიბლიოთეკის მომზადება საჭიროებს მეტად მცირე მოცულობის საწყის ნიმუშს პჯრ რეაქციისთვის. შედეგად მიღებული დნმ-ბიბლიოთეკა მზადაა ნიმუშის შემდგომი დამუშავებისთვის ავტომატიზებული Ion Chef™ სისტემის საშუალებით. ინტუიტიური Torrent Suite™ და Ion Reporter™ კომპიუტერული პროგრამები მიღებული მონაცემების ანალიზის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას ქმნის.
ბუფერული რეაგენტი 3500 Dx/3500xL Dx ანალიზატორებისთვის
კატალოგის ნომერი: 4409543
ბუფერული რეაგენტი შექმნილია 3500 Dx ⁄ 3500xL Dx გენეტიკურ ანალიზატორებზე მუშაობისას გამოყენებისთვის. 3500 Dx სერიის ბუფერული რეაგენტი, ანოდური ბუფერი, კათოდური ბუფერი და კათოდური ბუფერის სეპტა აუცილებელია ინსტრუმენტის მუშაობისთვის. 3500 Dx სერიის ბუფერული რეაგენტი ხელმისაწვდომია გამოყენებისთვის მზა ფორმით და გამოიყენება პოლიმერის ტუმბოს პრაიმინგისთვის, მისი გარეცხვისა და ინსტრუმენტის გამორთვისთვის. შეფუთვა საკმარისია ერთ-ჯერადი გამოყენებისთვის. ავზის ზედა მხარე დაფარულია აპკით, რომელიც უნდა მოცილდეს აპარატში ბუფერის ინსტალაციამდე. რეაგენტი არ არის ვალიდირებული სხვა სერიის ინსტრუმენტებზე გამოყენებისთვის.კომპლექსური ანალიზის ნაკრები Oncomine™ v3C
კატალოგის ნომერი: A35806
Oncomine-ის ნაკრები v3 სრულყოფილი ანალიზისთვის, არის შემდეგი თაობის სექვენირების რეაგენტთა ნაკრები, რომელიც ახდენს SNV, CNV, გენთა შერწყმის, ინსერცია-დელეციების დეტექციას 161 უნიკალური გენიდან, რაც მეცნიერებს ეხმარება განახორციელონ პრეპარატების შესწავლა და სხვა კლინიკური კვლევითი პროგრამები. რეაგენტების ნაკრებში ბიბლიოთეკის მოსამზადებლად, გაერთიანიებულია პრაიმერების 4 კომპლექტი, დნმ-ის და რნმ-ის მატრიცების მულტიპლექსირებისთვის. მათი საშუალებით სექვენირების ბიბლიოთეკის მომზადება ხორციელდება ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინიზირებული (FFPE) სიმსივნური ქსოვილებიდან. ნაკრები ოპტიმიზებულია სექვენირებისთვის Ion S5 სისტემაზე, Ion 540 ჩიპის გამოყენებით, ამრიგად ერთ რეაქციაში ხდება 8 ნიმუშის (7 ნიმუშის და ერთი ნეგატივ-კონტოლის) სექვენირება. ონკომაინის მონაცემთა ბაზის კომპიუტერულ პროგრამასთან დაკავშირებისას, მკვლევარს საშუალება ეძლევა შექმნას რეპორტი, რომელშიც მოინიშნება შესაბამისი ბმულები, მითითებები საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინებიდან და უკვე არსებული კვლევებიდან.
ნაკრების ძირითადი მახასიათებლებია:
- 161 გენის ვარიანტების ანალიზი;
- დეტექცია: SNV, CNV, ქიმერული გენები, ინსერცია-დელეციები;
- უნაკლო შესრულება ნიმუშის ისეთი მცირე მოცულობიდან, როგორიცაა 40 ng ტოტალური ნუკლეინის მჟავები (დნმ/რნმ), რომლის გამოყოფა ხდება როგორც FFPE ნიმუშებიდან, ასევე წვრილი ნემსით ჩატარებული ბიოფსიის მასალიდან;
- შედეგების კონტროლი მოლეკულური სტანდარტების და კონტროლის საფუძველზე.
ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები MagMAX™ CORE
კატალოგის ნომერი: A32700
MagMAX CORE - ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის კიტი მაღალი ეფექტურობის მქონე რეაგენტთა ნაკრებია რნმ-ისა და დნმ-ის გამოსაყოფად ნიმუშების ფართო სპექტრიდან. უნივერსალური ნაკრები ოპტიმიზებულია KingFisher - ის სხვადასხვა ტიპის მაგნიტური ბიდების მქონე პლატფორმებზე სამუშაოდ. MagMAX CORE ნაკრები ამარტივებს ხარისხიანი ნუკლეინის მჟავების მიღებას პჯრ-რეალურ დროში და სექვენირების ექსპერიმენტებზე მათი შემდგომი გამოყენებისთვის. MagMAX CORE ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები:- წინასწარ მომზადებული რეაგენტების ნაკრები ინახება ოთახის ტემპერატურაზე;
- რეაგენტების მომზადების და პურიფიკაციის მინიმალური დროის საჭიროებიდან გამომდინარე, სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღება მინიმალურ დროში;
- სრული პროტოკოლი 14 სხვადასხვა ტიპის ნიმუშიდან ნუკლეინის მჟავების გამოსაყოფად.
- სისხლი
- ფეკალიები
- ორალური სითხეები
- ცხოველური, ფეკალური და სხვა ტიპის ნაცხები
- ქსოვილი
- რძე
- თმის ფოლიკულები
- სპერმა
- შრატი
- ყურიდან აღებული ნიმუშები
- ნიმუშები გარემოს დაცვითი კველებისთვის
- ბაქტერიული ნიმუშები
- ვირუსული ნიმუშები
- პლაზმა
ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები MagMAX™ CORE
კატალოგის ნომერი: A32700
MagMAX CORE - ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის კიტი მაღალი ეფექტურობის მქონე რეაგენტთა ნაკრებია რნმ-ისა და დნმ-ის გამოსაყოფად ნიმუშების ფართო სპექტრიდან. უნივერსალური ნაკრები ოპტიმიზებულია KingFisher - ის სხვადასხვა ტიპის მაგნიტური ბიდების მქონე პლატფორმებზე სამუშაოდ. MagMAX CORE ნაკრები ამარტივებს ხარისხიანი ნუკლეინის მჟავების მიღებას პჯრ-რეალურ დროში და სექვენირების ექსპერიმენტებზე მათი შემდგომი გამოყენებისთვის. MagMAX CORE ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები:- წინასწარ მომზადებული რეაგენტების ნაკრები ინახება ოთახის ტემპერატურაზე;
- რეაგენტების მომზადების და პურიფიკაციის მინიმალური დროის საჭიროებიდან გამომდინარე, სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღება მინიმალურ დროში;
- სრული პროტოკოლი 14 სხვადასხვა ტიპის ნიმუშიდან ნუკლეინის მჟავების გამოსაყოფად.
- სისხლი
- ფეკალიები
- ორალური სითხეები
- ცხოველური, ფეკალური და სხვა ტიპის ნაცხები
- ქსოვილი
- რძე
- თმის ფოლიკულები
- სპერმა
- შრატი
- ყურიდან აღებული ნიმუშები
- ნიმუშები გარემოს დაცვითი კველებისთვის
- ბაქტერიული ნიმუშები
- ვირუსული ნიმუშები
- პლაზმა
პჯრ – აქსესუარები
სიმსივნური მარკერების პანელი Ion AmpliSeq™ v2
კატალოგის ნომერი: 4475346
Ion AmpliSeq™ სიმსივნური მარკერების (Hotspot) პანელი v2 წარმოადგენს პრაიმერების ერთ კომპლექტს, რომელიც გამოიყენება მულტიპლექსური პჯრ რეაქციის შესასრულებლად, რომლის მიმდინარეობისას მზადდება ამპლიკონების ბიბლიოთეკა გენომის სპეციფიკური მონაკვეთებიდან ("hot spot" მონაკვეთები), რომლებიც ხშირად განიცდის მუტაციას და განაპირობებს სიმსივნური პროცესების ინდუცირებას (გადმოიწერეთ Ion AmpliSeq™ სიმსივნური "Hotspot"-ების პანელი v2). Ion AmpliSeq™ გამოყენებისთვის მზა სიმსივნური მუტაციების პანელი გვთავაზობს:
- თავსებადობა FFPE ნიმუშებთან;
- მაქსიმალურად სრული დაფარვა გაცილებით მაღალ-ეფექტური სექვენირებისთვის, მინიმალური დანახარჯების ფონზე;
- პრაიმერების გაუმჯობესებული დიზაინი მეტი სანდოობისთვის;
- გენომური ვარიანტების გაუმჯობესებული დეტექცია Torrent Suite v3.0 და Variant Caller Plugin კომპიუტერული პროგრმებით.
ჩიპის ნაკრები Ion 520™
კატალოგის ნომერი: A27762
Ion 520 ჩიპის ნაკრები მოიცავს 8 ბარკოდირებულ ჩიპს, რომლებიც გამიოყენება Ion S5 და Ion S5 XL სექვენირების სისტემებზე. Ion 520 ჩიპის გამოყენებით ელექტრონულად ხდება თითოეული ნუკლეოტიდის ჩართვის დეტექცია პოლიმერიზაციისას, ფლუორესცენტული სიგნალის გარეშე. ოპტიკაზე ორიენტირებული დეტექციის სისტემის თავიდან აცილება შემდეგი თაობის სექვენირების ტექნოლოგიას ანიჭებს სისწრაფეს. ამ შემთხვევაში, 200 bp სიგრძის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის სექვენირების დრო 2.5 საათზე ნაკლებია.
Ion 520 ჩიპის ნაკრების მახასიათებლები:
- ნიმუშის კონტროლის ფუნქცია ინტეგრირებული ბარკოდის მეშვეობით;
- რეაქციის სისწრაფე: მხოლოდ 2.5 - 4 საათში 3-6 მლნ რიდის გენერირება;
- რიდების სიგრძე 600 აზოტოვან ფუძემდე მრავალი სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის შესრულების შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის გენთა მიზნობრივი სექვენირება და მიკრობთა სექვენირება;
- თავსებადობა ბიბლიოთეკის მომზადების თანამედროვე მეთოდებთან.