| ბიბლიოთეკის ტიპი: | სამიზნე სექვენირების ბიბლიოთეკა |
|---|---|
| პროდუქციის ხაზი: | Oncomine™ |
| პროდუქტის ზომა: | 32 ნიმუში |
| ტრანსპორტირების პირობები: | მშრალი ყინული |
კომპლექსური ანალიზის ნაკრები Oncomine™ v3C
კატალოგის ნომერი: A35806
Oncomine-ის ნაკრები v3 სრულყოფილი ანალიზისთვის, არის შემდეგი თაობის სექვენირების რეაგენტთა ნაკრები, რომელიც ახდენს SNV, CNV, გენთა შერწყმის, ინსერცია-დელეციების დეტექციას 161 უნიკალური გენიდან, რაც მეცნიერებს ეხმარება განახორციელონ პრეპარატების შესწავლა და სხვა კლინიკური კვლევითი პროგრამები. რეაგენტების ნაკრებში ბიბლიოთეკის მოსამზადებლად, გაერთიანიებულია პრაიმერების 4 კომპლექტი, დნმ-ის და რნმ-ის მატრიცების მულტიპლექსირებისთვის. მათი საშუალებით სექვენირების ბიბლიოთეკის მომზადება ხორციელდება ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინიზირებული (FFPE) სიმსივნური ქსოვილებიდან. ნაკრები ოპტიმიზებულია სექვენირებისთვის Ion S5 სისტემაზე, Ion 540 ჩიპის გამოყენებით, ამრიგად ერთ რეაქციაში ხდება 8 ნიმუშის (7 ნიმუშის და ერთი ნეგატივ-კონტოლის) სექვენირება. ონკომაინის მონაცემთა ბაზის კომპიუტერულ პროგრამასთან დაკავშირებისას, მკვლევარს საშუალება ეძლევა შექმნას რეპორტი, რომელშიც მოინიშნება შესაბამისი ბმულები, მითითებები საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინებიდან და უკვე არსებული კვლევებიდან.
ნაკრების ძირითადი მახასიათებლებია:
- 161 გენის ვარიანტების ანალიზი;
- დეტექცია: SNV, CNV, ქიმერული გენები, ინსერცია-დელეციები;
- უნაკლო შესრულება ნიმუშის ისეთი მცირე მოცულობიდან, როგორიცაა 40 ng ტოტალური ნუკლეინის მჟავები (დნმ/რნმ), რომლის გამოყოფა ხდება როგორც FFPE ნიმუშებიდან, ასევე წვრილი ნემსით ჩატარებული ბიოფსიის მასალიდან;
- შედეგების კონტროლი მოლეკულური სტანდარტების და კონტროლის საფუძველზე.
“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
BRAHMS – რეაგენტები და სახარჯი მასალები
Chef ნაკრები: Ion 510™ & Ion 520™ & Ion 530™ – (1 სექვენირების რეაქცია თითოეული ინიციალიზაციისას)
- ნიმუშის მომზადება და ჩიპში ჩატვირთვა 400 აზოტოვან ფუძემდე სიგძის მქონე რიდებისთვის;
- სექვენირება გამარტივებულია ერთჯერადი, გამოყენებისთვის მზა ფორმის რეაგენტების კარტრიჯებით;
- სწრაფი და მარტივი სექვენირება, 15 წუთზე ნაკლები დრო ხელით სამუშაოდ;
- მაქსიმალური მოქნილობა ჩიპებთან თავსებადობის მხრივ: Ion 510, Ion 520, და Ion 530 ჩიპები.
Ion 540™ ჩიპის ნაკრები
- ნიმუშის კონტროლის ფუნქცია ინტეგრირებული ბარკოდის მეშვეობით;
- რეაქციის სისწრაფე: მხოლოდ 2.5 - 4 საათში 60-80 მლნ რიდის გენერირება, სიგრძით 200 აზოტოვანი ფუძე;
- მრავალი სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის შესრულების შესაძლებლობა, მათ შორის ადამიანის ექსომების (მაქს. 3) სექვენირება, ტრანსკრიპტომების პროფილირება და გენეტიკური პანელების სამიზნე რესექვენირება;
- თავსებადობა ბიბლიოთეკის მომზადების თანამედროვე მეთოდებთან.
MagMAX™ დნმ-ის ექსტრაქციის ნაკრები
- მარტივი პროტოკოლი დნმ-ის ექსტრაქციისთვის სხვადასხვა ტიპის ბიოლოგიური ნიმუშებიდან;
- ოპტიმიზებული დნმ-ის მაღალი წარმადობით ექსტრაქციისთვის, თავსებადი OpenArray® და Ion AmpliSeq™ აპლიკაციებთან;
Qubit™ – ტუბები
არა-მწებარე, RNase-თავისუფალი მიკროფუგის ტუბები, 1.5 მლ
ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები Ion AmpliSeq™ 2.0
სიმსივნური მარკერების პანელი Ion AmpliSeq™ v2
- თავსებადობა FFPE ნიმუშებთან;
- მაქსიმალურად სრული დაფარვა გაცილებით მაღალ-ეფექტური სექვენირებისთვის, მინიმალური დანახარჯების ფონზე;
- პრაიმერების გაუმჯობესებული დიზაინი მეტი სანდოობისთვის;
- გენომური ვარიანტების გაუმჯობესებული დეტექცია Torrent Suite v3.0 და Variant Caller Plugin კომპიუტერული პროგრმებით.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.