დამხმარე ინსტრუმენტები
CelCulture® CO₂ ინკუბატორები
Esco CelCulture® CO₂ ინკუბატორები ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო კვლევებში, უჯრედული კულტურების კულტივაციისათვის.
გამოყენების ტიპიურ სფეროებს წარმოადგენს ქსოვილების ინჟინერია, ხელოვნური განაყოფიერება, ნეირომეცნიერებები, სიმსივნის კვლევა, ღერო უჯრედების კვლევა, რეგენერაციული მედიცინის განვითარება და ძუძუმწოვართა უჯრედების გამოყენების სხვა კვლევითი სფეროები. სანდო და ინტუიტიური Esco CelCulture® CO₂ ინკუბატორები გვთავაზობს ნიმუშის დაცვის მრავალმხრივ ფუნქციას, რაც მიზანს რეალობასთან აახლოვებს.
ძირითადი უპირატესობები:
ULPA ფილტრაციის სისტემა
დეკონტამინაციური სისტემა, ვალიდირებული HPA UK-ის მიერ.
ტემპერატურის და აირების ზუსტი კონტროლი.
Esco CelCulture® CO₂ ინკუბატორი ინტეგრირებული გაგრილების სისტემით უზრუნველყოფს სითხის არეების მიღებას, რომელთა გამოყენება ხდება მაღალსპეციალიზებული დანიშნულებებით. ინტეგრირებული გაციების სისტემა საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ ისეთ მასალებზე, რომელთაც ტემპერატურა უნდა შეუნარჩუნდეს გარემოს ტემპერატურასთან გათანაბრებულ ან უფრო მცირე მაჩვენებლებზე.
გამოყენების სფეროები:
ღერო უჯრედების კვლევა
ძუძუმწოვართა კვლევა
ქსოვილთა რეგენერაცია
საკვების კვლევა
რეგენერაციული მედიცინა
საზღვაო ბიოლოგია
თევზების უჯრედების კვლევა
ამფიბიათა უჯრედების კვლევა
მწერთა უჯრედების კვლევა
CryoPlus™ Storage Systems
CVP-2, ცენტრიფუგა/ვორტექსი პჯრ-ფლეითებისთვის
"Spin-Mix-Spin" - წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომლის საშუალებით შესაძლებელია მცირე მოცულობის რეაგენტების შერევა და სინჯარის (პლანშეტის ფოსოს) კედლებზე არსებული წვეთების “ჩამოყრა”. ტექნოლოგია მოიცავს ცენტრიფუგირებას, შემდგომ ვორტექსირებას და კვლავ ცენტრიფუგირებას, რის გამოც მას “sms”-ალგორითმი ეწოდა.
CVP-2 წარმოადგენს სრულად ავტომატურ მოწყობილობას, რომელიც ერთდროულად ორი პჯრ-ფლეითის ცენტრიფუგირების და შესაბამისად დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა. აპარატი აუცილებელი ხელსაწყოა ყველა ლაბორატორიისთვის, სადაც პჯრ და სხვა დნმ-ანალიზები ხორციელდება.
CVP-2 მოიცავს რამოდენიმე ფუნქციის კომბინაციას ერთ სისტემაში:
ცენტრიფუგა— მაქსიმალური RCF: 245 × g (1500 rpm)
ვორტექსი (300–1200 rpm; ვორტექსირების რეგულირების ტაიმერი 0–60 წამი)
ცენტრიფუგა/ვორტექსი
“sms–ალგორითმი”
Digital Vortex Mixers
E1-ClipTip™ Bluetooth™ ელექტრონული მრავალარხიანი პიპეტები ბლუთუსით
გაუმჯობესებული, მრავალმხრივი და კონფიგურაციის ცვლილების შესაძლებლობების მქონე Thermo Scientific™ E1-ClipTip™ ელექტრონული მრავალარხიანი პიპეტების საშუალებით შესაძლებელია როგორც 96-, ასევე 384- ფოსოიან ფლეითებზე პიპეტირების ავტომატიზება.
პიპეტების სიზუსტე და უსაფრთხოება დაცულია Thermo Scientific™ ClipTip™ ტექნოლოგიით. პიპეტი ფუნქციონალურად ოპტიმიზებულია თითოეული გამოყენებისთვის და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს მომხმარებელს.
NEW My Pipette™ Creator პროგრამა საშუალებას იძლევა მოვახდინოთ E1-ClipTip -ის პროგრამირება პერსონალური კომპიუტერუს საშუალებით.
ინოვაციური ClipTip - ასოცირებული ინტერფეის-ტექნოლოგია
ბუნიკი ემაგრება და ილუქება შესაბამის არეზე სანამ არ მოვახდენთ მის მოხსნას, რაც გამორიცხავს ბუნიკის ჩამოვარდნის და მნიშვნელოვანი ნიმუშების დაკარგვის ან კონტამინაციის რისკს. ბუნიკები ემაგრება და სცილდება მსუბუქი შეხებით, რაც სამუშაოს უნაკლოდ შესრულების საშუალებას იძლევა.
პიპეტირების ახალი კომპიუტერული პროგრამა Thermo Fisher Cloud-თან დაკავშირების შესაძლებლობით უზრუნველყოფს პიპეტების ეფექტურ, ცენტრალიზებულ პროგრამირებას და პროტოკოლის გაზიარებას E1-ClipTip პიპეტებსა შორის. დღემდე არსებული პროტოკოლები შესაძლოა გადმოვიწეროთ და გავაზიაროთ.
E1-ClipTip pipette-ის დაკავშირება პროგრამასთან შესაძლებელია როგორც ბლუთუსით, ასევე USB კავშირით.
ES-20/60, ორბიტალური შეიკერ-ინკუბატორი
ორბიტალური შეიკერ–ინკუბატორი ES-20/60 ბიოტენოლოგიური და ფარმაცევტული ლაბორატორიებისთვის, წარმოადგენს პროფესიონალური კატეგორიის მოწყობილობას, რომელიც შექმნილია მიკროორგანიზმების და ეუკარიოტული უჯრედების კულტივაციისთვის, მათ შორის ცხოველური, მცენარეული და მწერეთა უჯრედული კულტურებისთვის.
მახასიათებლები:
ES-20/60 შეიკერ-ინკუბატორით ასევე შესაძლებელია თერმოფილური ბაქტერიების კულტივირება.
შეიკერ-ინკუბატორი აღჭურვილია ყველა ფუნქციით, რომელიც საჭიროა უჯრედული კულტურის გასაზრდელად;
ინტეგრირებული თერმორეზისტენტული, უხმაურო ფენის მოწყობილობა განაპირობებს კამერის შეიგნით არსებული ტემპერატურის ზუსტ გადანაწილებას (შეესაბამება +80°C-მდე ტემპერატურას).
კამერის შიდა მხარე დამზადებულია უჟანგავი მეტალისგან.
Finnpipette™ F2 – ვარიაბელური მოცულობის ერთ-არხიანი პიპეტები
Thermo Scientific™ Finnpipette™ F2 - მოცულობის ვარირების ფუნქციის მქონე პიპეტები გამორიცხავს გამოყენებისას სიზუსტესთან დაკავშირებულ შეცდომებს, ამავდროულად ხასიათდება რეაგენტთა მოცულობის გადაცემის დახვეწილი (AVG) მოწყობილობით, თერმულად იზოლირებული, მოცულობების შერჩევის დაცული მექანიზმით, რომელიც აუმჯობესებს პიპეტირების შესრულებას. ვინაიდან მოცულობის რეგულირების მოწყობილობა იზოლირებულია პიპეტის დანარჩენი ნაწილისგან, მისი აკურატულობა და სიზუსტე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
მახასიათებლები:
დიდი ზომის სკალა თეთრი ციფრებით შავ ფონზე, მკვეთრი გამოსახულებისთვის;
ორმაგად მოქმედი პიპეტირების ღილაკი - როტაციული ზედა ნაწილის მეშვეობით გამორიცხულია მოცულობის შემთხვევითი ცვლილება;
მსუბუქი, გლუვი პიპეტირების მოქმედება საშუალებას იძლევა მივიღოთ უკეთესი შედეგები უფრო დიდი ხნის მანძილზე;
სრულად ავტოკლავირებადი.