TSC სერიები – 86°C ულტრა-დაბალი ტემპერატურის საყინულე კამერები


Thermo Scientific™ TSC სერიის-86°C ულტრა-დაბალი ტემპერატურის საყინულეში შესაძლებელია ნიმუშების უსაფრთხო შენახვა. საყინულე იძლევა ნიმუშების დაცვის გარანტიას და ხასიათდება მოსახერხებელი ზომებით. მახასიათებლები: მიკროპროცესორის კონტოლი - ცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემა, მიკროპროცესორის კონტროლის ჩათვლით და მონიტორინგის სისტემით, უზრუნველყოფს მოწყობილობის გამოყენების სიმარტივეს; მარტივად მოსახსნელი ფილტრი იძლევა გარეცხვის საშუალებას, რაც იცავს საყინულის კონდენსატორს მტვრისგან (რამაც შესაძლოა გაციების შემცირება და ნიმუშების ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა გამოიწვიოს).

TSX Series High-Performance -20°C freezer


პროდუქტის ხაზი TSX სერია სერთიფიკატები/შესაბამისობა UL, cUL, ENERGY STAR, ENERGYSTAR, UL

TSX Series Ultra-Low Freezers -86 C



TSX სერიის Ultra-Low საყინულეები, 700-Box სიმძლავრე, 230V, 50Hz სერთიფიკატები / შესაბამისობა CE, ENERGYSTAR

UVR-Mi, UV გამწმენდი-რეცირკულატორი


UVR-Mi წარმოადგენს ჰაერის დეზინფექციის მოწყობილობას საავადმყოფოებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის, კვლევითი ლაბორატორიებისთვის, ვეტერინარული კლინიკებისთვის, სასწრაფო დახმარების ოთახებისთვის, სამშობიარო ოთახებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებისთვის. მოწყობილობა უზრუნველყოფს სრულ დაცვას ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან. UVR-Mi- ს უპირატესობები: UVR-Mi ბევრად უფრო მძლავრ დაცვას განაპირობებს კონტამინაციისგან, ვიდრე ეს უზრუნველყოფილია ულტრაიისფერი ნათურებით; მომხმარებელი სრულიად დაცულია UV გამოსხივებისგან; ოპერირების ორი რეჟიმი - ხანმოკლე და ხანგრძლივი; მოწყობილობის კედელზე მარტივად დამაგრების შესაძლებლობა.

UVT-B-AR, დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი

დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი UVT-B-AR შექმნილია დნმ-ნიმუშებზე სუფთა ოპერაციების ჩასატარებლად, რომელიც იცავს ნიმუშებს და რეაგენტებს კონტამინაციისგან. აღნიშნული მოდელი წარმოადგენს მაგიდის ხელსაწყოს, რომელიც შექმნილია მეტალის ჩარჩოსგან და მინის კედლებისგან. სამუშაო ზედაპირი უჟანგავი მეტალისაა. UV-გამწმენდი ბოქსი აღჭურვილია  ღია ულტრაიისფერი ნათურით. ულტრაიისფერი ნათურის გამოსხივება სამუშაო არის დეზინფიცირებას ახდენს 15-30 წუთში. ციფრული ტაიმერი აკონტროლებს პირდაპირი UV -დასხივების ხანგრძლივობას. დღის განათების ნათურა უზრუნველყოფს სამუშაო ზედაპირის შესაბამის განათებას. UV გამწმენდი ბოქსის–რეცირკულატორი AR შედგება UV ნათურისგან, ვენტილატორისა და მტვრის ფილტრებისგან, რომლებიც ქმნის სპეციალურ კონსტრუქციას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი, რომელიც მუშაობს ბოქსთან, დაცულია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. რეცირკულატორი ზრდის ულტრაიისფერი ნათების მაქსიმალურ გამოსხივებას, რაც თავის მხრივ ზრდის დნმ/რნმ-ინაქტივაციის ეფექტურობას. UV–რეცირკულატორი  ამუშავებს 100 UV-გამწმენდ კამერას ყოველ საათში, შედეგად იქმნება პერმანენტული ასეპტიკური პირობები. სპეციალურად მორგებული მაგიდა T-4, მოთხოვნის შემთხვევაში შედის შეკვეთაში
  Biosan-ის UV-გამწმენდი კამერის უპირატესობები: ოზონისგან თავისუფალი მაღალი სიმკვრივის UV დეკონტამინაცია; ხანგრძლივად მოქმედი UV ნათურები (საშუალოდ 9,000 საათი); UV-ნათურების ავტომატური გამორთვის ფუნქცია როდესაც დამცავი მინა გახსნილია; ბაქტერიოციდული გამდინარე-ტიპის რეცირკულატორი უზრუნველყოფს სუფთა კაბინის შიდა არის პერმანენტულ დეკონტამინაციას; ხმაურის დაბალი მაჩვენებელი, ენერგიის მცირე დანახარჯი.

UVT-S-AR, დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი

დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი UVT-S-AR შექმნილია დნმ-ნიმუშებზე ოპერაციების ჩასატარებლად სუფთა არეში. გამწმენდი ბოქსი იცავს ნიმუშებს და რეაგენტებს კონტამინაციისგან. აღნიშნული მოდელი წარმოადგენს მაგიდის ხელსაწყოს, რომელიც შექმნილია მეტალის ჩარჩოსგან და მინის კედლებისგან. სამუშაო ზედაპირი უანგავი მეტალისაა. UV-გამწმენდი ბოქსი აღჭურვილია ღია უპტრაიისფერი ნათურით. ულტრაიისფერი ნათურის გამოსხივება სამუშაო არის დეზინფიცირებას ახდენს 15-30 წუთში. ციფრული ტაიმერი აკონტროლებს პირდაპირი UV - დასხივების ხანგრძლივობას. დღის განათების ნათურა უზრუნველყოფს სამუშაო ზედაპირის შესაბამის განათებას. UV გამწმენდი ბოქსის–რეცირკულატორი AR შედგება UV ნათურისგან, ვენტილატორისა და მტვრის ფილტრებისგან, რომლებიც ქმნიან სპეციალურ კონსტრუქციას, რომლის მეშვეობითაც ბოქსთან მომუშავე პირი დაცულია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. რეცირკულატორი ზრდის ულტრაიისფერი ნათების მაქსიმალურ გამოსხივებას, რაც თავის მხრივ ზრდის დნმ/რნმ-ინაქტივაციის ეფექტურობას. UV–რეცირკულატორი  ამუშავებს 100 UV-გამწმენდ კამერას ყოველ საათში, შედეგად კი იქმნება პერმანენტული ასეპტიკური პირობები. Biosan-ის UV-სუფთა კამერის უპირატესობები: ოზონისგან თავისუფალი მაღალი სიმკვრივის UV დეკონტამინაცია; ხანგრძლივად მოქმედი UV ნათურები (საშუალოდ 9,000 საათი); UV-ნათურების ავტომატური გამორთვის ფუნქცია როდესაც დამცავი მინა გახსნილია; ბაქტერიოციდული გამდინარე-ტიპის რეცირკულატორი უზრუნველყოფს სუფთა კაბინის შიდა არის პერმანენტულ დეკონტამინაციას; ხმაურის დაბალი მაჩვენებელი, ენერგიის მცირე დანახარჯი.

ვორტექსი V-1 plus



ვორტექსი V-1 plus იდეალური ხელსაწყოა როგორც ნიმუშების ფრთხილი ვორტექსირებისთვის, ასევე ბიოლოგიური მასალის, ქიმიური ნივთიერებების და უჯრედების მძლავრი რესუსპენდირებისთვის. ვორტექსს აქვს ორი რეჟიმი: განუწყვეტელი ოპერირების რეჟიმი; იმპულსური ოპერირება (აქტივაცია ვორტექზე სინჯარის ფსკერის შეხებისას).

იზოთერმული® მაცივრიანი ინკუბატორი


იზოთერმული, მსოფლიო დონის ლაბორატორიული ინკუბატორები Esco-სგან მახასიათებლები: მაღალტექნოლოგიური, ინტუიტიური ინტერფეისი, მიკროპროცესორი PID პროგრამირების ფუნქციით, წინასწარი გახურების ტექნოლოგია, ორმაგი ავტომატური გამოყინვის სისტემა, ულტრაიისფერი დეზინფექცია, ზუსტად მორგებული, ტესტირებული სავენტილაციო სისტემა და იზოლირებული შეფუთვა. ძირითადი მახასიათებლები: წინასწარი გახურების ტექნოლოგია; მიკროპროცესორი PID  პროგრამირების ფუნქციით ; ავტომატური გამოყინვის სისტემა; ულტრაიისფერი დეზინფექცია; კომპიუტერით კონტროლირებადი, Voyager  პროგრამის მეშვეობით; ხელმისაწვდომია შემდეგი ზომები: 110 ლ, 170 ლ და 240 ლ.

მინი-ცენტრიფუგა/ვორტექსი Micro–Spin FV-2400


მინი-ცენტრიფუგა/ვორტექსი Micro–Spin FV-2400  არის სპეციალურად შექმნილი აპარატი გენეტიკური ინჟინერიის კვლევებისა და პჯრ-სადიაგნოსტიკო ექსპერიმენტებისთვის. FV-2400 მიკრო-სპინის გამოყენება შესაძლებელია მიკრობიოლოგიურ, ბიოქიმიურ, კლინიკურ, ინდუსტრიულ და ბიოტექნოლოგიურ ლაბორატორიებში. მიკრო-სპინი უზრუნველყოფს ნიმუშების ერთდროულ შერევას და სეპარაციას, ცენტრიფუგის და ვორტექსის ფუნქციების გამოყენებით. FV-2400 არის “ღია ტიპის” ცენტრიფუგა (სახურავის გარეშე), რაც ზრდის ცენტრიფუგირების და რესუსპენდირების ჩატარების სისწრაფეს.