დამხმარე ინსტრუმენტები
Sorvall™ CC40NX ცენტრიფუგის სერია
სერთიფიკატები/შესაბამისობა აკმაყოფილებს ევროპის საზოგადოების სტანდარტებს აკუსტიკური და ელექტრონული ხმაურის გამოსხივების და/ან იმუნიტეტის შესახებ. კოროზიისადმი მდგრადი უჟანგავი ფოლადის კომპონენტები, რომლებიც კონტაქტურ ნიმუშს შეესაბამება აშშ-ს FDA-ის მიმდინარე კარგი წარმოების პრაქტიკის (cGMP) მოთხოვნებს. CE მარკირება.
Sorvall™ Legend™ XT/XF ცენტრიფუგები
40%-ით მეტი “conical“-ტუბების ცენტრიფუგირების შესაძლებლობა შესაბამისი როტორით და 100%-ით მეტი ფიქსაციის კუთხის კონფიგურაცია Thermo Scientific™ -ის Sorvall™ Legend™ XT/XF ცენტრიფუგების საშუალებით.
ცენტრიფუგის აღნიშნული სერიები ხასიათდება მაღალი ხარისხის შესრულებით;
მისი მოთავსება შესაძლებელია როგორც მაგიდაზე, ასევე იატაკზე;
ხასიათდება მაქსიმალური ფუნქციური მრავალმხრივობით და ენერგოეფექტურობით.
მარტივი ოპერირება
ინტუიტიური კონტროლის პანელი და ციფრული ეკრანი;
დეტალური ინფორმაცია ოპერირების შესახებ, მათ შორის მითითებული და რეალური პარამეტრები;
პროტოკოლის შესრულების მაქსიმალური სიზუსტე შესაბამისი ტემპერატურის დაცვისას განაპირობებს ნიმუშების იდეალურ დამუშავებას და დაცვას;
სიჩქარის, დროის და ტემპერატურის მითითება შესაძლებელია განხორციელდეს მარტივად, რანის მიმდინარეობისას;
ინოვაციური საკეტიანი სახურავის ტექნოლოგია უზრუნველყოფს აპარატის მარტივად დახურვას და მის ჩაკეტვას;
ტემპერატურის მენეჯმენტის ორმაგი სისტემა გვიჩვენებს როგორც კამერაში არსებული ჰაერის ტემპერატურას, ასევე ნიმუშის ტემპერატურას, რაც თავის მხრივ ნიმუშის ოპტიმალური დამუშავების გარანტიას იძლევა;
სერტიფიცირებულია CAMR™ -ის მიერ (Porton Down, UK).
SMARTSpin™ ტექნოლოგია
როტორის დახვეწილი დიზაინი მაქსიმალური აჩქარების საშუალებას იძლევა;
გარანტირებულია მაქსიმალური უსაფრთხოება და გაუმჯობესებული სეპარაცია;
ენერგოეფექტურობა
უნიკალური დიზაინის წყალობით იზოგება 40%-მდე ენერგია;
მეტი შესაძლებლობებისთვის, Sorvall XT სერიების შეძენისას შესაძლებელია როტორების და ადაპტერების ფართო სპექტრიდან ჩვენთვის მისაღები კონფიგურაციის შერჩევა, მათ შორისაა: Thermo Scientific Fiberlite™ როტორები, როტორის მინიმუმ 16 კონფიგურაციისთვის. ყველა როტორის და ადაპტერის შეძენა შესაძლებელია დამოუკიდებლად.
გამოყენების სფეროები:
უჯრედული კულტურები, ფლეითები, ბიოპროდუქცია, საკვების უსაფრთხოება, სისხლის ცენტრიფუგირება, სხეულის სითხეების დამუშავება, ფარმაცევტული, ბიოტექნოლოგიური, ღერო უჯრედებოვანი, მიკრობიოლოგიური კვლევები, მოლეკულური ბიოლოგია, პროტეომიკა, გენომიკა.
Sorvall™ MTX 150 მიკრო-ულტრაცენტრიფუგა
TDB-120, მშრალი თერმობლოკი
TDB-120 წარმოადგენს Biosanი-ის მშრალ ბლოკ-თერმოსტატს ლაბორატორიული ანალიზების ჩასატარებლად. თერმოსტატი შექმნილია ტუბებში არსებული ნიმუშების სტაბილური ტემპერატურის შესანარჩუნებლად, რომლებიც თავსდება ალუმინის ბლოკის ფოსოებში. უმაღლესი სიზუსტე და ტემპერატურის ერთგვაროვნება ბლოკის ფარგლებში გარანტირებულია.
- TDB-120 ფაროდ გამოიყენება PCR–ანალიზების ჩატარებისას.
- მიკროპროცესორი აკონტროლებს როგორც ტემპერატურას, ასევე დროს.
- მითითებული და რეალური ტემპერატურა აღირიცხება ეკრანზე.
ბლოკების სპეციფიკაცია:
ხელმისაწვდომია ბლოკის ორი მოდელი, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ლაბორატორიული სტანდარტული პროცედურები:
ბლოკი A-103
21 × 0.5 მლ+ 32 × 1.5 მლ + 50 × 0.2 მლ მიკროტუბები
ბლოკი A-53
21 × 0.5 მლ+ 32 × 1.5 მლ მიკროტუბები
Thermo Series Liquid Nitrogen Transfer Vessels
TS-100C, თერმო-შეიკერი გაგრილების სისტემით მიკროსინჯარებისთვის და პჯრ ფლეითებისთვის
თერმო-შეიკერი TS-100C ახორციელებს ინტენსიურ შერევას და ნიმუშების ტემპერატურის კონტროლს მიკორტუბებში ან პჯრ-ფლეითებში.
აღნიშნული მოდელის თერმო-შეიკერი განსხვავდება TS-100-გან მინუშების გაციების ფუნქციით +4°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
TS-100C შეესაბამება მომხმარებლის უმაღლეს მოთხოვნილებებს და მოლოდინს:
სწრაფად მიიღწევა შერევის საჭირო სიჩქარე და მისი შენარჩუნება ხდება თანაბარი ამპლიტუდით თერმო შეიკერის ბლოკის ფარგლებში;
LCD ეკრანი აჩვენებს როგორც მომხმარებლის მიერ მითითებულ, ასევე ტემპერატურის, სიჩქარის და ოპერირების დროის მიმდინარე მონაცემებს.
ძრავის ჩუმი მუშაობა, კომპაქტური ზომა და გამოყენების ხანგრძლივი დრო.
გაცხელების და შერევის ფუნქციების გემოყენება შესაძლებელია როგორც ერთდროულად, ასევე დამოუკიდებლად.
თერმო-შეიკრი აღჭურვილია 5 გამაცხელებელი და გამაგრილებელი ბლოკით, მათ შორის ბლოკებით, რომელთაც გააჩნია პლასტმასის სახურავი PCR-ფლეითებისთვის. ყველა ბლოკის შეცვლა შესაძლებელია მარტივად.
ინსტრუმენტის გამოყენების სფეროები:
გენეტიკური ანალიზი — დნმ-ის და რნმ-ის ექსტრაქცია და ნიმუშის შემდგომი მომზადება;
ფერმენტული რეაქციების და სხვა ბიოქიმიური პროცესების შესწავლა;
უჯრედული მასალიდან მეტაბოლიტების ექსტრაქცია.
TSC სერიები – 86°C ულტრა-დაბალი ტემპერატურის საყინულე კამერები
Thermo Scientific™ TSC სერიის-86°C ულტრა-დაბალი ტემპერატურის საყინულეში შესაძლებელია ნიმუშების უსაფრთხო შენახვა. საყინულე იძლევა ნიმუშების დაცვის გარანტიას და ხასიათდება მოსახერხებელი ზომებით.
მახასიათებლები:
მიკროპროცესორის კონტოლი - ცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემა, მიკროპროცესორის კონტროლის ჩათვლით და მონიტორინგის სისტემით, უზრუნველყოფს მოწყობილობის გამოყენების სიმარტივეს;
მარტივად მოსახსნელი ფილტრი იძლევა გარეცხვის საშუალებას, რაც იცავს საყინულის კონდენსატორს მტვრისგან (რამაც შესაძლოა გაციების შემცირება და ნიმუშების ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა გამოიწვიოს).
TSX Series Ultra-Low Freezers -86 C
UVR-Mi, UV გამწმენდი-რეცირკულატორი
UVR-Mi წარმოადგენს ჰაერის დეზინფექციის მოწყობილობას საავადმყოფოებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის, კვლევითი ლაბორატორიებისთვის, ვეტერინარული კლინიკებისთვის, სასწრაფო დახმარების ოთახებისთვის, სამშობიარო ოთახებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებისთვის.
მოწყობილობა უზრუნველყოფს სრულ დაცვას ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან.
UVR-Mi- ს უპირატესობები:
UVR-Mi ბევრად უფრო მძლავრ დაცვას განაპირობებს კონტამინაციისგან, ვიდრე ეს უზრუნველყოფილია ულტრაიისფერი ნათურებით;
მომხმარებელი სრულიად დაცულია UV გამოსხივებისგან;
ოპერირების ორი რეჟიმი - ხანმოკლე და ხანგრძლივი;
მოწყობილობის კედელზე მარტივად დამაგრების შესაძლებლობა.
UVT-B-AR, დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი
დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი UVT-B-AR შექმნილია დნმ-ნიმუშებზე სუფთა ოპერაციების ჩასატარებლად, რომელიც იცავს ნიმუშებს და რეაგენტებს კონტამინაციისგან. აღნიშნული მოდელი წარმოადგენს მაგიდის ხელსაწყოს, რომელიც შექმნილია მეტალის ჩარჩოსგან და მინის კედლებისგან. სამუშაო ზედაპირი უჟანგავი მეტალისაა.
UV-გამწმენდი ბოქსი აღჭურვილია ღია ულტრაიისფერი ნათურით. ულტრაიისფერი ნათურის გამოსხივება სამუშაო არის დეზინფიცირებას ახდენს 15-30 წუთში. ციფრული ტაიმერი აკონტროლებს პირდაპირი UV -დასხივების ხანგრძლივობას.
დღის განათების ნათურა უზრუნველყოფს სამუშაო ზედაპირის შესაბამის განათებას. UV გამწმენდი ბოქსის–რეცირკულატორი AR შედგება UV ნათურისგან, ვენტილატორისა და მტვრის ფილტრებისგან, რომლებიც ქმნის სპეციალურ კონსტრუქციას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი, რომელიც მუშაობს ბოქსთან, დაცულია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. რეცირკულატორი ზრდის ულტრაიისფერი ნათების მაქსიმალურ გამოსხივებას, რაც თავის მხრივ ზრდის დნმ/რნმ-ინაქტივაციის ეფექტურობას. UV–რეცირკულატორი ამუშავებს 100 UV-გამწმენდ კამერას ყოველ საათში, შედეგად იქმნება პერმანენტული ასეპტიკური პირობები. სპეციალურად მორგებული მაგიდა T-4, მოთხოვნის შემთხვევაში შედის შეკვეთაში
Biosan-ის UV-გამწმენდი კამერის უპირატესობები:
ოზონისგან თავისუფალი მაღალი სიმკვრივის UV დეკონტამინაცია;
ხანგრძლივად მოქმედი UV ნათურები (საშუალოდ 9,000 საათი);
UV-ნათურების ავტომატური გამორთვის ფუნქცია როდესაც დამცავი მინა გახსნილია;
ბაქტერიოციდული გამდინარე-ტიპის რეცირკულატორი უზრუნველყოფს სუფთა კაბინის შიდა არის პერმანენტულ დეკონტამინაციას;
ხმაურის დაბალი მაჩვენებელი, ენერგიის მცირე დანახარჯი.
UVT-S-AR, დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი
დნმ/რნმ UV-გამწმენდი ბოქსი UVT-S-AR შექმნილია დნმ-ნიმუშებზე ოპერაციების ჩასატარებლად სუფთა არეში. გამწმენდი ბოქსი იცავს ნიმუშებს და რეაგენტებს კონტამინაციისგან.
აღნიშნული მოდელი წარმოადგენს მაგიდის ხელსაწყოს, რომელიც შექმნილია მეტალის ჩარჩოსგან და მინის კედლებისგან. სამუშაო ზედაპირი უანგავი მეტალისაა. UV-გამწმენდი ბოქსი აღჭურვილია ღია უპტრაიისფერი ნათურით. ულტრაიისფერი ნათურის გამოსხივება სამუშაო არის დეზინფიცირებას ახდენს 15-30 წუთში. ციფრული ტაიმერი აკონტროლებს პირდაპირი UV - დასხივების ხანგრძლივობას. დღის განათების ნათურა უზრუნველყოფს სამუშაო ზედაპირის შესაბამის განათებას.
UV გამწმენდი ბოქსის–რეცირკულატორი AR შედგება UV ნათურისგან, ვენტილატორისა და მტვრის ფილტრებისგან, რომლებიც ქმნიან სპეციალურ კონსტრუქციას, რომლის მეშვეობითაც ბოქსთან მომუშავე პირი დაცულია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. რეცირკულატორი ზრდის ულტრაიისფერი ნათების მაქსიმალურ გამოსხივებას, რაც თავის მხრივ ზრდის დნმ/რნმ-ინაქტივაციის ეფექტურობას. UV–რეცირკულატორი ამუშავებს 100 UV-გამწმენდ კამერას ყოველ საათში, შედეგად კი იქმნება პერმანენტული ასეპტიკური პირობები.
Biosan-ის UV-სუფთა კამერის უპირატესობები:
ოზონისგან თავისუფალი მაღალი სიმკვრივის UV დეკონტამინაცია;
ხანგრძლივად მოქმედი UV ნათურები (საშუალოდ 9,000 საათი);
UV-ნათურების ავტომატური გამორთვის ფუნქცია როდესაც დამცავი მინა გახსნილია;
ბაქტერიოციდული გამდინარე-ტიპის რეცირკულატორი უზრუნველყოფს სუფთა კაბინის შიდა არის პერმანენტულ დეკონტამინაციას;
ხმაურის დაბალი მაჩვენებელი, ენერგიის მცირე დანახარჯი.