| მოცულობა: | 0.5 mL |
|---|---|
| მასალა: | პოლიპროპილენი |
| პროდუქციის ხაზი: | Ambion™ |
| პროდუქტის ზომა: | 500 ტუბი |
| სისუფთავის ხარისხი: | DNase-თავისუფალი, RNase-თავისუფალი |
| ტრანსპორტირების პირობები: | ოთახის ტემპერატურა |
| სტერილურობა: | სტერილური |
| ტუბის ტიპი: | მიკროფუგის ტუბები |
არა-მწებარე, RNase-თავისუფალი მიკროფუგის ტუბები, 0.5 მლ
კატალოგის ნომერი: AM12350
RNase- და DNase-თავისუფალი მიკროცენტრიფუგის ტუბები არამწერბარე (low-binding) კედლების ზედაპირით განკუთვლინია დნმ/რნმ ნიმუშებისთვის.
სინჯარები გრადუირებული კედლით მდგრადია ტემპერატურის ფართო დიაპაზონზე -90°C-დან +120°C-მდე.
კატეგორია: სახარჯი მასალა
აღწერა
მიმოხილვა (0)
იყავით პირველი შემფასებელი: „არა-მწებარე, RNase-თავისუფალი მიკროფუგის ტუბები, 0.5 მლ
“ კომენტარის გაუქმება
“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
GeneJET Micro ნაკრები რნმ-ის გასუფთავებისა და კონცენტრირებისთვის
კატალოგის ნომერი: K0842
აღწერა:
Thermo Scientific GeneJET რნმ-ის გასუფთავების და კონცენტრირების მიკრო ნაკრები შექმნილია წინასწარ გამოყოფილი რნმ-ის ნიმუშების სწრაფი გასუფთავებისა და კონცენტრირებისთვის, ასევე DNase I-ით დამუშავების შემდგომ და სხვა ფერმენტებისგან რნმ-ის ნიმუშების გასაწმენდად. კიტი შექმნილია სილიკა-მემბრანის მქონე სპინ-სინჯარების ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, რაც გამორიცხავს ექსპერიმენტისას ტოქსიკური რეაქგენტების გამოყენების საჭიროებას.
მახასიათებლები:
- სინჯარების დახვეწილი და მარტივად გამოსაყენებელი დიზაინი;
- ელუცია: 6 - დან 10 µL მოცულობამდე.
- 85-დან100%-მდე მაღალი ხარისხის რნმ-ის მიღების შესაძლებლობა;
- სწრაფი და მარტივი - პროცედურა 5 წუთზე ნაკლებ დროს საჭიროებს.
- RT-PCR, RT-qPCR, Northern - ბლოტინგი და სხვა რნმ-დამოკიდებული ექსპერიმენტები.
Ion – ბიბლიოთეკის დამაბალანსებელი ნაკრები
კატალოგის ნომერი: 4482298
Ion Library Equalizer™ ნაკრები მარტივი გადაწყვეტილებაა სექვენირების ბიბლიოთეკის რაოდენობრივი ანალიზისა და მისი განზავებისთვის, ასევე ბიბლიოთეკის ნორმალიზაციისათვის, რაც განსაზღვრულია ნებისმიერი ახალი თაობის სექვენირების პროტოკოლით. Ion Library Equalizer™ ნაკრები ამცირებს შესასრულებელი სამუშაოს სირთულეს, რეაგენტების ფასებს და ამარტივებს იონურ ნახავარგამტარ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სექვენირების პროტოკოლს. შედეგად მიიღება ბარკოდირებული ნიმუშები მაღალი წარმადობით. ნაკრების გამოყენება ასევე შესაძლებელია ერთი ან რამოდენიმე ნიმუშის მოსამზადებლად, მცირე მოცულობით.
ნაკრების პროტოკოლი მოიცავს 3 მარტივ ეტაპს:
1) ბიბლიოთეკის ამპლიფიკაცია Equalizer™-პრაიმერებით;
2) ბიბლიოთეკის დაკავშირება Equalizer™-ბიდებთან;
3) ელუციის ეტაპი - ნორმალიზებული ბიბლიოთეკის გაცხელება და ელუცია სპეციალურად მომზადებული Equalizer™ ელუციის ბუფერით.
ეფექტური ფასი
- არ არის საჭირო დამატებითი ტექნიკა;
- უფრო დაბალი ფასი, ვიდრე Agilent 2100 Bioanalyzer®-ის შემთხვევაში;
- გამოყენების ვადა - 18 თვემდე.
- Ion AmpliSeq™ Library Kit 2.0
- Ion AmpliSeq™ გამოყენებისთვის მზა პანელი ან მომხმარებილის მიერ Ion AmpliSeq™ Designer (www.ampliseq.com) -ით შექმლინი პანელი.
- Ion Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
- Ion Xpress™ Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
- Ion Xpress™ - ბარკოდების ადაპტერების ნაკრები
Ion 540™ ჩიპის ნაკრები
კატალოგის ნომერი: A27766
Ion 540 ჩიპის ნაკრები მოიცავს 8 ბარკოდირებულ ჩიპს, რომლებიც გამიოყენება Ion S5 და Ion S5 XL სექვენირების სისტემებთან კომპლექტში. Ion 540 ჩიპის გამოყენებით ელექტრონულად ხდება თითოეული ნუკლეოტიდის ჩართვის დეტექცია პოლიმერიზაციისას, ფლუორესცენტული სიგნალის გარეშე. ოპტიკაზე ორიენტირებული დეტექციის სისტემის თავიდან აცილება შემდეგი თაობის სექვენირების ტექნოლოგიას ანიჭებს სისწრაფეს და ამცირებს მის ფასს. ამ შემთხვევაში, 200 bp სიგრძის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის სექვენირების დრო 2.5 საათზე ნაკლებია.
Ion 540 ჩიპის ნაკრების მახასიათებლები:
- ნიმუშის კონტროლის ფუნქცია ინტეგრირებული ბარკოდის მეშვეობით;
- რეაქციის სისწრაფე: მხოლოდ 2.5 - 4 საათში 60-80 მლნ რიდის გენერირება, სიგრძით 200 აზოტოვანი ფუძე;
- მრავალი სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის შესრულების შესაძლებლობა, მათ შორის ადამიანის ექსომების (მაქს. 3) სექვენირება, ტრანსკრიპტომების პროფილირება და გენეტიკური პანელების სამიზნე რესექვენირება;
- თავსებადობა ბიბლიოთეკის მომზადების თანამედროვე მეთოდებთან.
MagMAX™ დნმ-ის ექსტრაქციის ნაკრები
კატალოგის ნომერი: A25597
MagMAX™ DNA - სხვადასხვა ტიპის ნიმუშდან დნმ-ის გამოყოფისთვის ოპტიმიზებული ტექნოლოგიით. ნაკრებით ხორციელდება გენომური დნმ-ის (gDNA) ექსტრაქცია ისეთი ტიპის ნიმუშებიდან, როგორიცაა სისხლი, ეპითელური უჯრედები, ნერწყვი, შარდი, სისხლის ნიმუშის ფირფიტები, პირის ღრუს სითხეები და ქსოვილები. მაგნიტურ ბიდებზე დაფუძნებული ექსტრაქციის სისტემა შესაძლებელს ხდის დღის განმავლობაში გაკეთდეს ნუკლეინის მჟავების ექსტრაქცია 12-დან 500-მდე ნიმუშიდან. ექსტრაქციის ნაკრები იდეალურია ფარმაკოგენომიკური კვლევებისთვის (PGx).
MagMAX™ DNA Multi-Sample Ultra - ნაკრები ხასიათდება:
- მარტივი პროტოკოლი დნმ-ის ექსტრაქციისთვის სხვადასხვა ტიპის ბიოლოგიური ნიმუშებიდან;
- ოპტიმიზებული დნმ-ის მაღალი წარმადობით ექსტრაქციისთვის, თავსებადი OpenArray® და Ion AmpliSeq™ აპლიკაციებთან;
Oncomine™ BRCA საკვლევი ნაკრები, ბიბლიოთეკის მომზადება Ion-Chef სისტემით
კატალოგის ნომერი: A32841
Oncomine™ BRCA კველვითი ნაკრები მოიცავს AmpliSeq™ პრაიმერთა ოლიგონუკლეოტიდების 2 ნაკრებს და საჭირო რეაგენტებს, რომლებიც Ion Torrent™ ახალი თაობის სექვენირების პლატფორმებზე ამპლიკონთა ბიბლიოთეკების გენერირებისთვის გამოიყენება. ნაკრები შექმნილია ნიმუშების სენსიტიური და სრულყოფილი ამპლიფიკაციისთვის. ანალიზი მოიცავს ადმიანის BRCA1 და BRCA2 გენების ყველა მაკოდირებელ მონაკვეთს. ექსპერიმენტის აღნიშნული ვერსია გათვლილია NGS ბიბლიოთეკის ავტომატური მომზადებისთვის, Ion Chef™ სისტემის გამოყენებით. ბიბლიოთეკის მანუალური მომზადებისთვის იხილეთ ნაკრები კატალოგის ნომრით: A32840. ნაკრების მახასიათებლები:- ვალიდირებულია Ion 318 და Ion 530 ჩიპებთან კომპლექტში გამოყენებისთვის;
- შესაძლებლობები: SNVs, InDels და დიდი ზომის ექსონების/გენთა დელეციების/დუპლიკაციების დეტექცია;
- თავსებადია დნმ-ის ისეთ მცირე მოცულობებზე მუშაობისას, როგორიცაა ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინიზირებული (FFPE) ქსოვილებიდან ან სისხლის ნიმუშებიდან გამოყოფილი 10 ნგ დნმ;
- სრულყოფილი დაფარვა მაკოდირებელი მონაკვეთების - ექსონების და სპლაისინგის საიტების დეტექციის მხრივ, ეფექტური სექვენირებისა და აკურატული ანალიზისთვის;
- პრაიმერების ოპტიმიზებული დიზაინი და ამპლიფიკაციის რეაგენტები, რომლებიც სამიზნის მაღალსპეციფიური ექსტრაქციის საშუალებას ქმნის;
- 5%-იანი და უფრო მცირე მასშტაბის სომატური ვარიანტების ვალიდირებული დეტექცია;
- მარტივი და სწრაფი პროტოკოლის მეშვეობით ბიბლიოთეკა მზადაა 3.5 საათში.
Qubit™ – ტუბები
ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები Ion AmpliSeq™ 2.0
კატალოგის ნომერი: 4480441
Ion AmpliSeq™ Library 2.0 ნაკრები შექმნილია ამპლიკოების ბიბლიოთეკის სწრაფი მომზადებისთვის, Ion AmpliSeq™ პანელების გამოყენებით.
ბარკოდირებული ბიბლიოთეკის მომზადება
Ion AmpliSeq ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები 2.0 მოიცავს რეაგენტებს ამპლიკონების გენერირებისთვის Ion AmpliSeq პრაიმერებით. ნაკრების საშუალებით ბარკოდირებული ბიბლიოთეკის მომზადებისთვის საჭიროა Ion Xpress™ ბარკორების ადაპტერების 1-96 ნაკრები ან IonCode™ ბარკორების ადაპტერების 1-384 ნაკრები. ბარკოდირებული ბიბლიოთეკა შესაძლოა ჩაიტვირთოს ერთ ჩიპში კომბინირებული ნიმუშების სახით, რაც სექვენირების დროის და ფასის მინიმალიზაციას განაპიროებებს.
მარტივი და მოქნილი პროტოკოლი
Ion AmpliSeq ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები 2.0 პლანშეტების ფორმატით ამარტივებს ნიმუშის მომზადებას და თავსებადია თანამედროვე ავტომატიზების და მაღალი წარმადობის სისტემებთან. ბიბლიოთეკის მომზადება საჭიროებს მეტად მცირე მოცულობის საწყის ნიმუშს პჯრ რეაქციისთვის. შედეგად მიღებული დნმ-ბიბლიოთეკა მზადაა ნიმუშის შემდგომი დამუშავებისთვის ავტომატიზებული Ion Chef™ სისტემის საშუალებით. ინტუიტიური Torrent Suite™ და Ion Reporter™ კომპიუტერული პროგრამები მიღებული მონაცემების ანალიზის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას ქმნის.
ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები MagMAX™ CORE
კატალოგის ნომერი: A32700
MagMAX CORE - ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის კიტი მაღალი ეფექტურობის მქონე რეაგენტთა ნაკრებია რნმ-ისა და დნმ-ის გამოსაყოფად ნიმუშების ფართო სპექტრიდან. უნივერსალური ნაკრები ოპტიმიზებულია KingFisher - ის სხვადასხვა ტიპის მაგნიტური ბიდების მქონე პლატფორმებზე სამუშაოდ. MagMAX CORE ნაკრები ამარტივებს ხარისხიანი ნუკლეინის მჟავების მიღებას პჯრ-რეალურ დროში და სექვენირების ექსპერიმენტებზე მათი შემდგომი გამოყენებისთვის. MagMAX CORE ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები:- წინასწარ მომზადებული რეაგენტების ნაკრები ინახება ოთახის ტემპერატურაზე;
- რეაგენტების მომზადების და პურიფიკაციის მინიმალური დროის საჭიროებიდან გამომდინარე, სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღება მინიმალურ დროში;
- სრული პროტოკოლი 14 სხვადასხვა ტიპის ნიმუშიდან ნუკლეინის მჟავების გამოსაყოფად.
- სისხლი
- ფეკალიები
- ორალური სითხეები
- ცხოველური, ფეკალური და სხვა ტიპის ნაცხები
- ქსოვილი
- რძე
- თმის ფოლიკულები
- სპერმა
- შრატი
- ყურიდან აღებული ნიმუშები
- ნიმუშები გარემოს დაცვითი კველებისთვის
- ბაქტერიული ნიმუშები
- ვირუსული ნიმუშები
- პლაზმა

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.