3500 Series genetic analyzer-ები
Thermo Fisher Scientific სასამართლო ექსპერტიზის საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო დნმ-ის ანალიზის გადაწყვეტილებებს. აირჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გენეტიკური ანალიზატორები იმისათვის რომ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენი ნიმუშებიდან.
Applied Biosystems 3500 სერიის ინსტრუმენტები წარმოადგენენ პირველ გენეტიკურ ანალიზატორებს, რომლებიც შექმნილია სპეციფიკური მახასიათებლების ნაკრებით და სამუშაო მსვლელობით ადამიანის იდენტიფიკაციისთვის(HID). სრული სისტემა აერთიანებს ინსტრუმენტს Applied Biosystems-ის რეაგენტებთან, სახარჯ მასალასთან და GeneMapper ID-X პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ასევე ინდუსტრიის წამყვან მხარდაჭერასთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოყენების სიმარტივეს და ეფექტურობას.
მიმოხილვა (0)
მსგავსი პროდუქტები
GlobalFiler ნაკრებები
სასამართლო პრაქტიკაში დნმ-ის ანალიზის გამოყენება დაიწყო 1985 წლიდან, როდესაც მინისატელიტები და Southern blotting-ი იყო ახლალი ტექნოლოგიები. 1990-იანი წლების დასაწყისში, დაინერგა მოკლე ტანდემური გამეორებები (STRs) როგორც ახალი პოლიმორფული დნმ მარკერის ტიპი და მას შემდეგ გახდა ოქროს სტანდარტი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის მონაცემთა ბაზებში, სისხლის სამართლის საქმეებში, მამობისა და ნათესაობის ანალიზსა და დაკარგული პირების იდენტიფიკაციისთვის.
კონკრეტული მარკერების მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულია, მაგრამ მონაცემთა გაზიარების მუდმივი საერთაშორისო ძალისხმევით, STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები ერთდროულად უნდა ფარავდეს სხვადასხვა რეგიონებში მოთხოვნილ მარკერებს, რათა მოხდეს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა და შესაძლებელი იქნას STR პროფილების შედარება. Thermo Fisher Sceintific-ის PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები იწარმოება Warrington-ში, დიდ ბრიტანეთში - დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ISO 18385 სერთიფიკაციის სახელმძღვანელო გაიდლაინებს.
GlobalFiler STR კომპლექტები გთავაზობთ ამპლიფიკაციის დროის შემცირებას და მაქსიმალურ მონაცემთა მიღების შესაძლებლობას. 6-საღებავიანი, 24-ლოკუსის ტექნოლოგია შექმნილია უმაღლესი ლაბორატორიული ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. GlobalFiler და GlobalFiler Express ნაკრებები დამტკიცებულია დნმ-ის პროფილირებაზე მომუშავე ლაბორატორიებში გამოსაყენებლად, და აშშ-ს ეროვნული დნმ ინდექსის სისტემაში (NDIS) CODIS მონაცემთა ბაზაში შესატანად.
HID Real-Time Quantification Software
სასამართლო ექსპერტიზაში დნმ-ის სკვლევის სამუშაო პროცესი მოითხოვს უამრავ რთულ ნაბიჯს, მათ შორის კომპლექსურ ანალიზს, პროცედურებსა და გადაწყვეტილებებს. შედეგად, ბევრი ლაბორატორია დიდწილად ეყრდნობა საკუთარ საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამულ სისტემებს, რათა ეფექტურად მართოს მათი ყოველდღიური ლაბორატორიული ოპერაციები.
Thermo Fisher Scientific-ის ინტეგრირებული პროგრამული გადაწყვეტილებები სასამართლო ექსპერტიზის დნმ-ის ლაბორატორიებისთვის დაგეხმარებათ თქვენი ლაბორატორიის ოპერაციების გამარტივებაში და უზრუნველყოფს თქვენი ლაბორატორიის მიერ მიღებული, პირველადი და საბოლოო გაანალიზებული მონაცემების სიზუსტეს და სანდოობას.
ჩვენ გთავაზობთ ოპტიმიზებულ გადაწყვეტებს დნმ ლაბორატორიისთვის:
- რაოდენობრივი ანალიზი
- ფრაგმენტების ანალიზი
- საექსპერტო გენოტიპირების სისტემა
- ნათესაობისა და მამობის ანალიზი
- შემდეგი თაობის სექვენირების ანალიზი
Prep-n-Go-Buffer
სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნიმუშის ტიპს დასამუშავებლად, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში მცირე რაოდენობით მოიპოვება, ასევე როგორც წესი გარემოს ზემოქმედების ქვეშ ექცევიან ან შეიცავენ PCR ინჰიბიტორებს. სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშიდან გამოყოფილი გენომური დნმ-ის რაოდენობა და ხარისხი პირდაპირპროპორციულია შემდგომი ანალიზის წარმატების.
Thermo Fisher Scientific გთავაზობთ რიგ კომპლექსურ გადაწყვეტებს სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშების მომზადებისთვის და ექსტრაქციისთვის, მათ შორის AutoMate Express Forensic დნმ-ის ექსტრაქციის სისტემას, HID NIMBUS Presto სისტემას, PrepFiler და PrepFiler BTA ავტომატიზირებული დნმ-ისექსტრაქციის ნაკრებებს, (CPA) ინსტრუმენტებს და Prep-n-Go Buffer-ს.
Prep-n-Go Buffer-ი წარმოადგენს გაუმჯობესებულ ბუფერს, რომელიც შექმნილია არადამუშავებულ ქაღალდზე ან ბუკალურ ნაცხზე შეგროვებული-ნიმუშების მაღალი ხარისხის PCR ამპლიფიკაციის უზრუნველსაყოფად.
PrepFiler BTA Forensic DNA ექსტრაქციის ნაკრები
სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნიმუშის ტიპს დასამუშავებლად, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში მცირე რაოდენობით მოიპოვება, ასევე როგორც წესი გარემოს ზემოქმედების ქვეშ ექცევიან ან შეიცავენ PCR ინჰიბიტორებს. სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშიდან გამოყოფილი გენომური დნმ-ის რაოდენობა და ხარისხი პირდაპირპროპორციულია შემდგომი ანალიზის წარმატების.
Thermo Fisher Scientific გთავაზობთ რიგ კომპლექსურ გადაწყვეტებს სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშების მომზადებისთვის და ექსტრაქციისთვის, მათ შორის AutoMate Express Forensic დნმ-ის ექსტრაქციის სისტემას, HID NIMBUS Presto სისტემას, PrepFiler და PrepFiler BTA ავტომატიზირებული დნმ-ისექსტრაქციის ნაკრებებს, (CPA) ინსტრუმენტებს და Prep-n-Go Buffer-ს.
PrepFiler-ის ნაკრები სპეციალურად შექმნილია სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშებიდან იზოლირებული დნმ-ის რაოდენობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც მნიშვნელოვნად ზრდის STR ანალიზისგან მაქსიმალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.
Quantifiler Trio და HP ნაკრებები
Quantifiler Trio და HP ნაკრებები, რომლებიც გამოიყენება QuantStudio 5 სისტემასთან და Applied Biosystems HID Real-Time PCR Analysis Software v1.3-თან ერთად, იძლევა ნიმუშის ხარისხის ყოვლისმომცველ ხედვას (როგორც დეგრადაცია, ასევე ინჰიბირება). რაოდენობის და ხარისხის ინდიკატორები, რომლებსაც ეს კომპლექტები აერთიანებენ, გვეხმარება ზუსტი და სპეციფიკური შედეგების მიღებაში.
Real-Time PCR Analysis Software HID- ადამიანის იდენტიფიცირებისთვის
პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულია კონკრეტულად ადამიანის იდენტიფიცირებისთვის(HID), რათა ექსპერტებმა შეძლონ Quantifiler-ის ნაკრებების გამოყენებით მიღებული მონაცემებით სრულად სარგებლობა და მაქსიმალურად გაზარდონ ნიმუშის პროცესინგის ეფექტურობა.
Applied Biosystems HID Real-Time PCR Analysis Software v1.3 ახალი ვირტუალური სტანდარტული მრუდის ფუნქციონალით უზრუნველყოფს ინტეგრირებულ გადაწყვეტას დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის.
SeqStudio™ Genetic Analyzer System
SeqStudio™ Genetic Analyzer წარმოადგენს მარტივად გამოსაყენებელ სისტემას, რომელიც სანგერის სექვენირების და ფრაგმენტული ანალიზის ჩატარებას მაქსიმალურად ამარტივებს.
სისტემა მარტივად გამოიყენება ექსპერიმენტების ფართო სპექტრის ჩასატარებლად. შედეგად მიიღება უნაკლო მონაცემები თანამედროვე, მოდერნიზებული სისტემის საშუალებით ხელმისაწვდომ ფასად.
SeqStudio Genetic Analyzer System მაქსიმალურად ამცირებს ოპერირების დროს.
ინსტრუმენტზე გამოიყენება ინოვაციური კარტრიჯი რომლის მეშვეობითაც ხდება როგორც სექვენირება, ასევე ფრაგმენტული ანალიზი.
სისტემა არ საჭიროებს არც მოვლის პროცედურების ჩატარებას ტექნიკური ექსპერტების მიერ და არც დაკალიბრებას ყოველი ექსპერიმენტის წინ.
გამდინარე ციტომეტრია
Attune გამდინარე ციტომეტრი არის კომპაქტური, ინსტრუმენტი უჯრედების ანალიზისთვის, რომლის აღჭურვა შესაძლებელია ოთხამდე სივრცით განცალკევებული ლაზერით, რათა 14-მდე ფერის პანელის შეიმუშავება, გაუშვება და გააანალიზება უფრო მოქნილი და მოსახერხებელი გახდეს.
უნიკალური, მძლავრი აკუსტიკური ტექნოლოგია თავიდან აგარიდებთ გაჭედვას და მკვეთრად ამცირებს უჯრედების მომზადებისა და დამუშავების დროს პრობლემური დიდი ზომის უჯრედებისა და დისოცირებული ქსოვილების მასებისთვისაც კი. სისტემა აღწევს ნიმუშის გამტარუნარიანობას 1000 μL/წთ, ათჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული ციტომეტრები მონაცემთა მთლიანობის დარღვევის გარეშე. პროგრამა Attune Cytometric Software შესაძლებელს ხდის სისტემის ფართოდ გამოყენებას არჩევითი მოდულით 21 CFR ნაწილი 11 რეგულაციის დახმარებით.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.