AutoMate Express Forensic DNA Extraction სისტემა
სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნიმუშის ტიპს დასამუშავებლად, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში მცირე რაოდენობით მოიპოვება, ასევე როგორც წესი გარემოს ზემოქმედების ქვეშ ექცევიან ან შეიცავენ PCR ინჰიბიტორებს. სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშიდან გამოყოფილი გენომური დნმ-ის რაოდენობა და ხარისხი პირდაპირპროპორციულია შემდგომი ანალიზის წარმატების.
Thermo Fisher Scientific გთავაზობთ რიგ კომპლექსურ გადაწყვეტებს სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშების მომზადებისთვის და ექსტრაქციისთვის, მათ შორის AutoMate Express Forensic დნმ-ის ექსტრაქციის სისტემას, HID NIMBUS Presto სისტემას, PrepFiler და PrepFiler BTA ავტომატიზირებული დნმ-ისექსტრაქციის ნაკრებებს, (CPA) ინსტრუმენტებს და Prep-n-Go Buffer-ს.
Applied Biosystems AutoMate Express სისტემა წარმოადგენს ადვილად გამოსაყენებელ ხელსაწყოს, რომელიც გთავაზობთ მაქსიმალურ მოქნილობას პატარა დატვირთვით მომუშავე ლაბორატორიებისთვის. იგი იყენებს PrepFiler Express-ს და PrepFiler Express BTA-ს (ძვალი, კბილი და ადჰეზიური) რეაგენტებს, რომლებიც შეფუთულია წინასწარ შევსებულ დალუქულ კარტრიჯებში. AutoMate Express გთავაზობთ ელუციის მოცულობას 20-დან 250 μL-მდე რაც მაქსიმალურად ზრდის ინტერპრეტირებად STR პროფილის მიღების შანსს.
მსგავსი პროდუქტები
Card processing automation (CPA) ინსტრუმენტები
GeneMapper ID-X Software
- რაოდენობრივი ანალიზი
- ფრაგმენტების ანალიზი
- საექსპერტო გენოტიპირების სისტემა
- ნათესაობისა და მამობის ანალიზი
- შემდეგი თაობის სექვენირების ანალიზი
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.