LMC-3000 არის თანამედროვე, დაბალ-სიჩქარიანი მაგიდის ცენტრიფუგა, რომელიც გამოიყენება პლანშეტების და 50 მლ-მდე ტუბების ცენტრიფუგირებისთვის. მოწყობილობა ფართოდ გამოიყენება ბიოსამედიცინო პროფილის ლაბორატორიებში.
მახასიათებლები:
როტორის აჩქარების და შენელების დახვეწილი მექანიზმი;
ცენტრიფუგირების პარამეტრების რეგულირების სიმარტივე (სიჩქარე და დრო) და ერთდროული მაჩვენებლები ჩვენ მიერ მითითებული და რეალური პარამეტრების შესახებ.
დაცული ოპერირება ნებისმიერ სიჩქარეზე უზრუნველყოფილია მეტალის დამცავი კამერით და სახურავით, ავტომატური გაჩერების ფუნქციით დისბალანსის შემთხვევაში და სახურავის ჩაკეტილ მდგომარეობაში შენარჩუნებით მანამ, სანამ ცენტრიფუგირება მიმდინარეობს.
როტორის შეცვლის შესაძლებლობა;
როტორის სიჩქარის ცვლილების შესაძლებლობა როგორც RPM, ასევე RCF მაჩვენებლის მიხედვით;
მრავალმხრივი აჩქარების (ნელი, ნორმალური, სწრაფი) და შენელების (0, ნელი, ნორმალური, სწრაფი) რეჟიმები;
ხმაურის მინიმალური მაჩვენებელი;
როტორების ფართო არჩევანი.
დამატებითი ინფორმაცია ცენტრიფუგის როტორების შესახებ
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.