QuantStudio 1 – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის სისტემა რეალურ დროში (qPCR) – მარტივი, საბაზისო შესაძლებლობებით.
Applied Biosystems – ის QuantStudio 1 პჯრ სისტემა რეალურ დროში ხარისხის და სანდოობის გარანტიას იძლევა პჯრ ანალიზისას. პლატფორმა გვთავაზობს საბაზისო პჯრ შესაძლებლობებს და იდეალურად ესადაგება შეზღუდული ბიუჯეტის მქონე პროექტების მოთხოვნებს. მიუხედავად დაბალი ფასისა, QuantStudio 1 სისტემა იძლევა მაღალი ხარისხის მონაცემებს და გამოირჩევა სანდოობით.
Thermo Fisher Connect – ის მეშვეობით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიღებულ მონაცემებზე ვიქონიოთ წვდომა, განვახორციელოთ მათი ანალიზი და ტრანსფერი.
- რეაქციის დისტანციური კონტროლის შესაძლებლობა რეალურ დროში
- მონაცემთა ანალიზის სწრაფი შესაძლებლობები
- მონაცემთა დაცული ბაზა
- შედეგების გაზიარების შესაძლებლობა კოლეგებთან მსოფლიოს მასშტაბით
სპეციფიკაციები (აღწერის ველს სახელი შეუცვალე, ეს უნდა ერქვას):
სენსორული ეკრანი – 8.5 – ინჩიანი ინტერაქტიული ეკრანი
ფიქსირებული ბლოკი – 96 -იან პლანშეტებზე გათვლილი, 0.2 მლ მოცულობის მქონე იზოთერმული ბლოკი
სარეაქციო არის მოცულობა – 10–100 μL
მულტიპლექსირების შესაძლებლობა – სისტემა აღჭურვილია 3, ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფილტრით: FAM, VIC, და ROX
პროტოკოლი – წინასწარ ოპტიმიზებული პროტოკოლის ნიმუშები
ინტუიტიური კომპიუტერული პროგრამა
საღებავები – სამი ფილტრი დაკალიბრებულია საღებავებზე: FAM/SYBR Green/SYTO 9, VIC/HEX/TET/JOE, JUN/ROX/Texas Red
სენსიტიურობა – რაოდენობრივი ანალიზისას 1.5-ჯერადი განსხვავების დეტექციის შესაძლებლობა
ზომები (სიმაღლე x სიგანე x სიღრმე) და წონა – 40 x 27 x 50 სმ, <26 კგ
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.