QuantStudio 5 Real-Time PCR სისტემა ადამიანის იდენტიფიკაციისთვის
თანამედროვე სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორია ტექნოლოგიურ რევოლუციას განიცდის. ეს რევოლუცია აიძულებს ლაბორატორიულ ინსტრუმენტებს გახდნენ უფრო ეფექტური, საიმედო, ინტერაქტიული და ეკონომიური.
ჩვენ წარმოგიდგენთ Applied Biosystems QuantStudio 5 Real Time PCR სისტემას ადამიანის იდენტიფიკაციისთვის – ადამიანის იდენტიფიკაციის (HID) Real Time PCR ტექნოლოგიების ოჯახის უახლეს აპარატს.
ინსტრუმენტი განკუთვნილია როგორც ახალი, ასევე გამოცდილი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მარტივი, საიმედო და ხელმისაწვდომი Real Time PCR სისტემა. რაოდენობრივი ანალიზის ქიმიის უახლესი მიღწევებით და HID Real Time PCR პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, აღნიშნული სისტემა გთავაზობთ მგრძნობიარე, მძლავრ გადაწყვეტას დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის სასამართლო ექსპერტიზაში.
ნიმუშის გაუმჯობესებული შეფასება ოპტიმალური შედეგებისთვის
სამუშაო პროცესში დნმ-ის რაოდენობრივი ანალიზის ეტაპი არის საკვანძო იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდება ნიმუშის პროცესინგი შემდგომში. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მოკლე ტანდემური განმეორებების (STR) პროფილირების წარმატებას. ჩვენი მოწინავე რაოდენობრივი ანალიზის ნაკრებები საშუალებას აძლევს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიებს მიიღონ ზუსტი შედეგები მოკლე დროში ყველაზე რთული ნიმუშების შემთხვევაშიც კი.
Applied Biosystems Quantifiler HP და Quantifiler Trio დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრის ნაკრებები წარმოადგენენ პირველ ნაკრებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიებს ერთდროულად მიიღონ ადამიანის მთლიანი დნმ-ის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება ერთ, მგრძნობიარე Real Time PCR რეაქციაში.
დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრის მნიშვნელობა:
● ამპლიფიკაციის გაუმჯობესებული ეფექტურობა.
● ნაკლებად ან ზედმეტად ამპლიფიცირებული ნიმუშების შემცირებული რაოდენობა.
● ნორმირებული პროფილები უზრუნველყოფს შედეგების საიმედო ინტერპრეტაციას.
● ხელახალი ანალიზის-საჭიროების შემცირება, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანი ხარჯების შემცირებას.
ინტეგრირებული სასამართლო ექსპერტიზის სამუშაო პროცესი
“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
AutoMate Express Forensic DNA Extraction სისტემა
GeneMapper ID-X Software
- რაოდენობრივი ანალიზი
- ფრაგმენტების ანალიზი
- საექსპერტო გენოტიპირების სისტემა
- ნათესაობისა და მამობის ანალიზი
- შემდეგი თაობის სექვენირების ანალიზი
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.