სასამართლო პრაქტიკაში დნმ-ის ანალიზის გამოყენება დაიწყო 1985 წლიდან, როდესაც მინისატელიტები და Southern blotting-ი იყო ახლალი ტექნოლოგიები. 1990-იანი წლების დასაწყისში, დაინერგა მოკლე ტანდემური გამეორებები (STRs) როგორც ახალი პოლიმორფული დნმ მარკერის ტიპი და მას შემდეგ გახდა ოქროს სტანდარტი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის მონაცემთა ბაზებში, სისხლის სამართლის საქმეებში, მამობისა და ნათესაობის ანალიზსა და დაკარგული პირების იდენტიფიკაციისთვის.
კონკრეტული მარკერების მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულია, მაგრამ მონაცემთა გაზიარების მუდმივი საერთაშორისო ძალისხმევით, STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები ერთდროულად უნდა ფარავდეს სხვადასხვა რეგიონებში მოთხოვნილ მარკერებს, რათა მოხდეს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა და შესაძლებელი იქნას STR პროფილების შედარება. Thermo Fisher Sceintific-ის PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები იწარმოება Warrington-ში, დიდ ბრიტანეთში - დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ISO 18385 სერთიფიკაციის სახელმძღვანელო გაიდლაინებს.
Y-STR ანალიზი ფოკუსირებულია Y ქრომოსომაზე არსებულ STR მარკერებზე. სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიებისთვის, Y-STR-ების ყველაზე გავრცელებული გამოყენებაა ისეთ კრიმინალურ საქმეებში, როგორიცაა სექსუალური ძალადობა. სადაც მტკიცებულებათა ნიმუშების კვლევა რთულია ტრადიციული აუტოსომური STR ანალიზით, რის მიზეზსაც წარმოადგენს ქალის დნმ-ის მაღალ ფონზე არსებული მამრობითი დნმ-ის დაბალი რაოდენობა. Yfiler Plus ნაკრები დამტკიცებულია დნმ-ის პროფილირებაზე მომუშავე ლაბორატორიებში გამოსაყენებლად, და აშშ-ს ეროვნული დნმ ინდექსის სისტემაში (NDIS) CODIS მონაცემთა ბაზაში შესატანად.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.