ბიბლიოთეკის ტიპი: | სამიზნე სექვენირების ბიბლიოთეკა |
---|---|
პროდუქციის ხაზი: | Oncomine™ |
პროდუქტის ზომა: | 32 ნიმუში |
ტრანსპორტირების პირობები: | მშრალი ყინული |
კომპლექსური ანალიზის ნაკრები Oncomine™ v3C
კატალოგის ნომერი: A35806
Oncomine-ის ნაკრები v3 სრულყოფილი ანალიზისთვის, არის შემდეგი თაობის სექვენირების რეაგენტთა ნაკრები, რომელიც ახდენს SNV, CNV, გენთა შერწყმის, ინსერცია-დელეციების დეტექციას 161 უნიკალური გენიდან, რაც მეცნიერებს ეხმარება განახორციელონ პრეპარატების შესწავლა და სხვა კლინიკური კვლევითი პროგრამები. რეაგენტების ნაკრებში ბიბლიოთეკის მოსამზადებლად, გაერთიანიებულია პრაიმერების 4 კომპლექტი, დნმ-ის და რნმ-ის მატრიცების მულტიპლექსირებისთვის. მათი საშუალებით სექვენირების ბიბლიოთეკის მომზადება ხორციელდება ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინიზირებული (FFPE) სიმსივნური ქსოვილებიდან. ნაკრები ოპტიმიზებულია სექვენირებისთვის Ion S5 სისტემაზე, Ion 540 ჩიპის გამოყენებით, ამრიგად ერთ რეაქციაში ხდება 8 ნიმუშის (7 ნიმუშის და ერთი ნეგატივ-კონტოლის) სექვენირება. ონკომაინის მონაცემთა ბაზის კომპიუტერულ პროგრამასთან დაკავშირებისას, მკვლევარს საშუალება ეძლევა შექმნას რეპორტი, რომელშიც მოინიშნება შესაბამისი ბმულები, მითითებები საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინებიდან და უკვე არსებული კვლევებიდან.
ნაკრების ძირითადი მახასიათებლებია:
- 161 გენის ვარიანტების ანალიზი;
- დეტექცია: SNV, CNV, ქიმერული გენები, ინსერცია-დელეციები;
- უნაკლო შესრულება ნიმუშის ისეთი მცირე მოცულობიდან, როგორიცაა 40 ng ტოტალური ნუკლეინის მჟავები (დნმ/რნმ), რომლის გამოყოფა ხდება როგორც FFPE ნიმუშებიდან, ასევე წვრილი ნემსით ჩატარებული ბიოფსიის მასალიდან;
- შედეგების კონტროლი მოლეკულური სტანდარტების და კონტროლის საფუძველზე.
“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
Chef ნაკრები: Ion 510™ & Ion 520™ & Ion 530™ – (1 სექვენირების რეაქცია თითოეული ინიციალიზაციისას)
- ნიმუშის მომზადება და ჩიპში ჩატვირთვა 400 აზოტოვან ფუძემდე სიგძის მქონე რიდებისთვის;
- სექვენირება გამარტივებულია ერთჯერადი, გამოყენებისთვის მზა ფორმის რეაგენტების კარტრიჯებით;
- სწრაფი და მარტივი სექვენირება, 15 წუთზე ნაკლები დრო ხელით სამუშაოდ;
- მაქსიმალური მოქნილობა ჩიპებთან თავსებადობის მხრივ: Ion 510, Ion 520, და Ion 530 ჩიპები.
Ion 540™ Kit-Chef (2 სექვენირების რეაქცია დამოუკიდებელი ინიციალიზაციისას)
კატალოგის ნომერი: A30011
Ion 540™ Chef-ნაკრები საშუალებას იძლევა სექვენირებისთვის საჭირო ნიმუში მომზადდეს ავტომატიზებულ რეჟიმში. ნაკრები გათვლილია 200 აზოტოვანი ფუძის სიგრძის ფრაგმენტების ბიბლიოთეკის მოსამზადებლად, რომელთა სექვენირება მომდევნო ეტაპზე ხორციელდება Ion S5™ ან Ion S5™ XL სექვენირების პლატფორმებზე. Ion 540 ნაკრები მოიცავს წინასწარ დაკომპლექტებულ რეაგენტების კარტრიჯს, რომელსაც ინტეგრირებული აქვს ნიმუშის კონტროლის, მიწოდების და ავტომატური პროტოკოლის მართვის ფუნქციები. ნაკრებით შესაძლებელია ჩიპებზე დატანილი 8 ნიმუშის სექვენირება. ნაკრები შეიცავს საკმარის რეაგენტებს 4 ინიციალიზაციისა და 8 სექვენირების რეაქციისთვის Ion S5 ან Ion S5 XL სისტემებზე. Ion 540 ნაკრები Ion Chef და Ion S5/Ion S5 XL სისტემებისთვის:- უზრუნველყოფს მატრიცების მომზადებას და ჩიპის ჩატვირთვას, ბიბლიოთეკის რიდების სიგრძე 200 აზოტოვანი ფუძე;
- ამარტივებს კვლევას გამოყენებისთვის მზა, ერთჯერადი რეაგენტების კარტრიჯებით;
- სწრაფი და მარტივი პროტოკოლი, 15 წუთზე ნაკლები დრო რეაქციის მოსამზადებლად;
- მიღებული აკურატული მონაცემები აუმჯობესებს შედეგების ანალიზის და ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს.
Qubit™ – ტუბები
Qubit™ dsDNA HS and BR Assay Kits
არა-მწებარე, RNase-თავისუფალი მიკროფუგის ტუბები, 1.5 მლ
ბარკოდების ადაპტერების ნაკრები Ion Xpress™ 1-16
ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები MagMAX™ CORE
კატალოგის ნომერი: A32700
MagMAX CORE - ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის კიტი მაღალი ეფექტურობის მქონე რეაგენტთა ნაკრებია რნმ-ისა და დნმ-ის გამოსაყოფად ნიმუშების ფართო სპექტრიდან. უნივერსალური ნაკრები ოპტიმიზებულია KingFisher - ის სხვადასხვა ტიპის მაგნიტური ბიდების მქონე პლატფორმებზე სამუშაოდ. MagMAX CORE ნაკრები ამარტივებს ხარისხიანი ნუკლეინის მჟავების მიღებას პჯრ-რეალურ დროში და სექვენირების ექსპერიმენტებზე მათი შემდგომი გამოყენებისთვის. MagMAX CORE ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები:- წინასწარ მომზადებული რეაგენტების ნაკრები ინახება ოთახის ტემპერატურაზე;
- რეაგენტების მომზადების და პურიფიკაციის მინიმალური დროის საჭიროებიდან გამომდინარე, სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღება მინიმალურ დროში;
- სრული პროტოკოლი 14 სხვადასხვა ტიპის ნიმუშიდან ნუკლეინის მჟავების გამოსაყოფად.
- სისხლი
- ფეკალიები
- ორალური სითხეები
- ცხოველური, ფეკალური და სხვა ტიპის ნაცხები
- ქსოვილი
- რძე
- თმის ფოლიკულები
- სპერმა
- შრატი
- ყურიდან აღებული ნიმუშები
- ნიმუშები გარემოს დაცვითი კველებისთვის
- ბაქტერიული ნიმუშები
- ვირუსული ნიმუშები
- პლაზმა
სიმსივნური მარკერების პანელი Ion AmpliSeq™ v2
- თავსებადობა FFPE ნიმუშებთან;
- მაქსიმალურად სრული დაფარვა გაცილებით მაღალ-ეფექტური სექვენირებისთვის, მინიმალური დანახარჯების ფონზე;
- პრაიმერების გაუმჯობესებული დიზაინი მეტი სანდოობისთვის;
- გენომური ვარიანტების გაუმჯობესებული დეტექცია Torrent Suite v3.0 და Variant Caller Plugin კომპიუტერული პროგრმებით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.