სასამართლო პრაქტიკაში დნმ-ის ანალიზის გამოყენება დაიწყო 1985 წლიდან, როდესაც მინისატელიტები და Southern blotting-ი იყო ახლალი ტექნოლოგიები. 1990-იანი წლების დასაწყისში, დაინერგა მოკლე ტანდემური გამეორებები (STRs) როგორც ახალი პოლიმორფული დნმ მარკერის ტიპი და მას შემდეგ გახდა ოქროს სტანდარტი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის მონაცემთა ბაზებში, სისხლის სამართლის საქმეებში, მამობისა და ნათესაობის ანალიზსა და დაკარგული პირების იდენტიფიკაციისთვის.
კონკრეტული მარკერების მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულია, მაგრამ მონაცემთა გაზიარების მუდმივი საერთაშორისო ძალისხმევით, STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები ერთდროულად უნდა ფარავდეს სხვადასხვა რეგიონებში მოთხოვნილ მარკერებს, რათა მოხდეს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა და შესაძლებელი იქნას STR პროფილების შედარება. Thermo Fisher Sceintific -ის PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები იწარმოება Warrington-ში, დიდ ბრიტანეთში - დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ISO 18385 სერთიფიკაციის სახელმძღვანელო გაიდლაინებს.
VeriFiler STR ნაკრებები გთავაზობთ გენოტიპირების უმაღლეს შედეგებს, 25-მარკერიანი STR მულტიპლექსური ანალიზის გამოყენებით, რომელიც მოიცავს ორ სქესის განმსაზღვრელ მარკერს, ასევე Penta D და Penta E მარკერებს. VeriFiler Plus და VeriFiler Express ნაკრებები დამტკიცებულია დნმ-ის პროფილირებაზე მომუშავე ლაბორატორიებში გამოსაყენებლად, და აშშ-ს ეროვნული დნმ ინდექსის სისტემაში (NDIS) CODIS მონაცემთა ბაზაში შესატანად.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.