- HID-ვალიდირებული სისტემა;
- 0.2 mL სტანდარტული 96-ფოსოიანი ფორმატი;
- მულტიპლექსირების შესაძლებლობა 6 საღებავამდე, საშუალებას იძლება განხორციელდეს ეფექტური რაოდენობრივი ანალიზი;
- ტემპერატურის ზუსტი კონტროლი VeriFlex ზონების საშუალებით.
QuantStudio™ 5 პჯრ სისტემა რეალურ დროში
კატალოგის ნომერი: A34321 (0.2 ml)
Applied Biosystems-ის QuantStudio 5 პჯრ სისტემა ადამიანის იდენტიფიკაციისთვის, წარმოადგენს პჯრ-რეალურ დროში აპარატურის უახლეს მოდელს.
აპარატი შექმნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მომხმარებლისთვის, ვისაც ჭირდება მარტივი, სანდო და ხელმისაწვდომი პჯრ სისტემა რეალურ დროში.
Applied Biosystems-ის დახვეწილი რაოდენობრივი ანალიზის რეაგენტები და შედეგების ანალიზის პროგრამა გვთავაზობს ამოცანების სენსიტიური და ეფექტური გადაჭრის გზებს სასამართლო ექსპერტიზისა და დნმ-ანალიზის საჭიროების სხვა შემთხვევებში.
მარტივი, ინტუიტიური სენსორული ეკრანი საშუალებას იძლევა თვალყური ვადევნოთ ამპლიფიკაციის მრუდებს.
შიდა მეხსიერება 10 GB, 2,000–5,000 რეაქციის შენახვის საშუალებას იძლევა;
კატეგორია: RT-PCR აპარატები, გენომიკა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
აღწერა
მიმოხილვა (0)
იყავით პირველი შემფასებელი: „QuantStudio™ 5 პჯრ სისტემა რეალურ დროში
“ კომენტარის გაუქმება
“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
2 x 96-ფოსოიანი ProFlex™ პჯრ-სისტემა
კატალოგის ნომერი: 4484076
ProFlex™ 2x96- ფოსოიანი პჯრ სისტემა უახლესია Applied Biosystems - ის თერმოციკლერებს შორის.
ProFlex™ სისტემა Applied Biosystems®-ის სხვა აპარატურის მსგავსად, იძლევა სანდო მონაცემებს, მოქნილ კონფიგურაციას და ექსპერიმენტის მართვის შესაძლებლობებს, რომლებიც იდეალურად შეესაბამება ჩვენი კვლევის საჭიროებებს.
ProFlex™ 2x96-ფოსოიანი პჯრ სისტემა საშუალებას გვაძლევს:
-საჭიროების შემთხვევაში 2x96-ფოსოიანი 0.2 მლ ბლოკის სხვა ტიპის ბლოკით ჩანაცვლების შესაძლებლობა;
-სისტემასთან დისტანციური წვდომა მობილურის აპლიკაციის საშუალებით;
-ინსტრუმენტის პროგრამირების შესაძლებლობა წამებში, მრტივად გამოყენებადი სენსორული ეკრანით;
-ძველ თერმოციკლერზე არსებული პროტოკოლის გამოყენების შესაძლებლობა.
Ion GeneStudio™ S5 Plus სისტემა
კატალოგის ნომერი: A38195
Ion GeneStudio S5 Plus სისტემა წარმოადგენს ნახევარგამტარ-პრინციპზე დაფუძნებულ ახალი თაობის სექვენირების (NGS) სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა სექვენირება განხორციელდეს სწრაფი და მიზნობრივი პროტოკოლებით;
Ion GeneStudio S5 Plus სისტემა ლაბორატორიებს საშუალებას აძლევს განახორციელონ მცირე თუ დიდი მასშტაბის პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ონკოლოგიური კვლევები და შედარებით იშვიათად გამოყენებადი ექსპერიმენტები. კარტრჯის ფორმატის რეაგენტებით, სისტემა მარტივია გამოსაყენებლად და ამავდროულად გვთავაზობს მასშრაბურობას და მოქნილობას.
პლატფორმა იყენებს Ion 5 სერიის ჩიპებს ფართო სპექტრის, მაღალი წარმადობის სექვენირების ექსპერიმენტების ჩასატარებლად როგორც კლინიკური, ასევე სამეცნიერო მიზნებისთვის, მათ შორის მიკრობთა გენომების სექვენირება, გენური პანელების, ექსონების და ტრანსკრიპტომების სექვენირება.
Ion GeneStudio™ S5 სისტემა
კატალოგის ნომერი: A38194
Ion GeneStudio S5 სისტემა წარმოაგდენს ნახევარგამდარ მექანიზმზე დაფუძნებულ ახალი თაობის სექვენირების პლატფორმას (NGS), რომელიც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ მიზნობრივი სექვენირების ექსპერიმენტები. სისტემა ოპტიმიზებულია, რათა მოგვცეს საკმარისი მონაცემები ისეთი ლაბორატორიებში, სადაც მიცირე პანელებსა და სექვენირების შედარებით მცირე ინფორმაციაზეა მოთხოვნა. კარტრიჯების ფორმატის რეაგენტებით, Ion GeneStudio S5 სისტემა არის მარტივი და გვთავაზობს მასშტაბურობას და მოქნილობას.
სისტემაში გამოიყენება Ion 5 სერიის ჩიპები, რაც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას მაღალი ხარისხის მონაცემები კლინიკური და სამეცნიერო გამოკვლევებისას, როგორიცაა მიკრობთა გენომების, ექსონების და ტრანსკრიპტომების კვლევა.
ProFlex™ 3×32 პჯრ – სისტემა
კატალოგის ნომერი: 4484073
ProFlex™ 3x32-ფოსოიანი პჯრ სისტემა უახლესია Applied Biosystems - ის თერმოციკლერებს შორის.
ProFlex™ სისტემა Applied Biosystems®-ის სხვა აპარატურის მსგავსად იძლევა სანდო მონაცემებს, მოქნილ კონფიგურაციას და კონტროლის შესაძლებლობებს.
ProFlex™ პჯრ სისტემა აღჭურვილია პროგრამის მოდიფიცირების შესაძლებლობით, რომელიც საშუალებას იძლება მოვარგოთ სხვა ტიპის თერმოციკლერზე შექმნილი პროტოკოლი, მათ შორის: MJ Research PTC 200, Bio-Rad® C1000, Bio-Rad® MyCycler™, Eppendorf® Mastercycler®, Applied Biosystems® 9700, Applied Biosystems® 9600, და Applied Biosystems® Veriti® სისტემები.
ProFlex™ 3x32-ფოსოიანი პჯრ სისტემა საშუალებას გვაძლევს:
სამი სხვადასხვა ექსპერიმენტის გაშვების შესაძლებლობა ერთდროულად: 3x32-ფოსო, 0.2-მლ ბლოკი;
საჭიროების შემთხვევაში 3x32-ფოსოიანი ბლოკის სხვა ტიპის ბლოკით ჩანაცვლების შესაძლებლობა;
სესტემასთან დისტანციური წვდომა მობილურის აპლიკაციის საშუალებით;
ინსტრუმენტის პროგრამირების შესაძლებლობა წამებში, მრტივად გამოყენებადი სენსორული ეკრანით.
QuantStudio™ 7 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში
კატალოგის ნომერი: 4485693 (Fast - 96-ფოსოიანი)
Applied Biosystems® -ის QuantStudio™ 7 Flex პჯრ სისტემა რეალურ დროში, აუმჯობესებს პჯრ ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობებს ჩვენთვის სასურველი ბლოკის შერჩევისა და ექსპერიმენტების ოპტიმალურად დაგეგმვის გზით.
პროტოკოლის მარტივი მიმდინარეობით, ინტუიტიური პროგრამით და სენსორული ეკრანით, QuantStudio™ 7 Flex სისტემა გვთავაზობს მაღალ პროდუქტიულობას მისაღებ ფასად.
Veriti™ 60 – თერმოციკლერი
კატალოგის ნომერი: 4384638
Applied Biosystems®-ის Veriti® 60-ფოსოიანი ბლოკის მქონე თერმოციკლერი (0.5 მლ) იძლევა სანდო მონაცემებს, დიდ სარეაქციო მოცულობებზე მუშაობის და ექსპერიმენტის მართვის შესაძლებლობებს, რომლებიც იდეალურად შეესაბამება ნებისმიერი კვლევის საჭიროებებს.
ძირითადი მახასიათებლები:
-მარტივად გამოსაყენებელი ფერადი სენსორული ეკრანი;
-პროტოკოლების გადატანის საშუალება USB-პორტის საშუალებით;
-12 თერმოციკლერის ერთმანეთთან დაკავშირების და მართვის შესაძლებლობა;
-დიდი მოცულობის მქონე პროტოკოლები - Veriti® 60-ფოსოიანი თერმოციკლერით შესაძლებელია ექსპერიმენტი შესრულდეს დიდი მოცულობის სარეაქციო არეების გამოყენების პირობებში, 0.5 მლ-იანი ბლოკის საშუალებით.
აგრიგენომიკური კვლევები მიკრო-ჩიპების და GBS-გამოყენებით
Affymetrix-ის აგროგენომიკური გენოტიპირების საშუალებები სელექციონერებს და მკვლევარებს სთავაზობს ეფექტურ და მოქნილ გენოტიპირებას ხელსაყრელ ფასად. აღნიშნული პროდუქცია საშუალებას იძლევა მოვახდინოთ მცენარეთა და ცხოველთა იდენტიფიცირება, ვალიდაცია, სკრინინგი და კომპლექსური გენეტიკური კვლევა. Affymetrix-ის აგროგენომიკური პორტფოლიო ხასიათდება მაღალი წარმადობით და მასშტაბურობით გენომის მომცველი კვლევების ჩასატარებლად. მიღებული შედეგები გვაძლევს ინფორმაციას ლოკუსების შესახებ პროცენტული გამოსახულებით, რომელთა დამუშავება შემდგომ ხორციელდება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით.
მიკრო-რნმ-ების პროფილირება მიკროჩიპების გამოყენებით
მცირე არამაკოდირებელი რნმ-ების (miRNA) ექსპრესიის ცვლილების შეფასება მეტად მნიშვნელოვანია განსხვავებულად ექსპრესირებული გენების აქტივაციაზე ბიოლოგიური პროცესების გავლენის შესაფასებლად. GeneChip™ miRNA - ტესტ-სისტემები ეფექტური საშუალებაა აღნიშნული მოლეკულების (miRNA, snoRNA და scaRNA) როლის შესასწავლად ისეთი კომპლექსური დაავადებებისას, როგორიცაა სიმსივნეები.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.