| For Use With (Equipment): | Qubit® Fluorometer |
|---|---|
| Product Line: | Qubit™ |
| Product Size: | 500 tubes |
| Shipping Condition: | Room Temperature |
| Type: | Tubes |
Qubit™ – ტუბები
Catalog number: Q32856
Qubit assay tubes are 500 µL thin-walled polypropylene tubes for use with the Qubit Fluorometer. 500 tubes per package.
კატეგორია: სახარჯი მასალა
აღწერა
მიმოხილვა (0)
იყავით პირველი შემფასებელი: „Qubit™ – ტუბები
“ კომენტარის გაუქმება
“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
BRAHMS – რეაგენტები და სახარჯი მასალები
Chef ნაკრები: Ion 510™ & Ion 520™ & Ion 530™ – (1 სექვენირების რეაქცია თითოეული ინიციალიზაციისას)
კატალოგის ნომერი: A34019
Ion 510 & Ion 520 & Ion 530 Chef-ნაკრები (1 სექვენირების რეაქცია თითოეული ინიციალიზაციისას) საშუალებას იძლევა ნიმუშის მომზადება განხორციელდეს ავტომატურად. Ion Chef სისტემით მომზადებული რიდების სიგრძე აღნიშნული ნაკრების შემთხვევაში შეადგენს 400 აზოტოვან ფუძეს, რომელთა სექვენირება ხორციელდება Ion S5 ან Ion S5 XL სექვენირების პლატფორმების საშუალებით. Ion 510/Ion 520/Ion 530 ნაკრები მოიცავს ერთჯერადი გამოყენებისთვის წიანასწარ მომზადებულ სექვენირების რეაქგენტების კარტრიჯს, რომელსაც ინტეგრირებული აქვს ნიმუშის კონტროლის, მიწოდების და ავტომატური პროტოკოლის მართვის ფუნქციები. ნაკრებით შესაძლებელია ჩიპებზე დატანილი 8 ნიმუშის სექვენირება. რეაქციის ყოველი ინიციალიზაციისას შესაძლებელია 1 სექვენირების რეაქციის ჩატარება. სექვენირების 2 რეაქციის გასაშვებად თითოეული ინიციალიზაციისას (200 აზოტოვანი ფუძე) იხილეთ ნაკრები: No. A34461.
Ion 510 / Ion 520 / Ion 530 Chef - ნაკრები:
- ნიმუშის მომზადება და ჩიპში ჩატვირთვა 400 აზოტოვან ფუძემდე სიგძის მქონე რიდებისთვის;
- სექვენირება გამარტივებულია ერთჯერადი, გამოყენებისთვის მზა ფორმის რეაგენტების კარტრიჯებით;
- სწრაფი და მარტივი სექვენირება, 15 წუთზე ნაკლები დრო ხელით სამუშაოდ;
- მაქსიმალური მოქნილობა ჩიპებთან თავსებადობის მხრივ: Ion 510, Ion 520, და Ion 530 ჩიპები.
GeneJET Micro ნაკრები რნმ-ის გასუფთავებისა და კონცენტრირებისთვის
კატალოგის ნომერი: K0842
აღწერა:
Thermo Scientific GeneJET რნმ-ის გასუფთავების და კონცენტრირების მიკრო ნაკრები შექმნილია წინასწარ გამოყოფილი რნმ-ის ნიმუშების სწრაფი გასუფთავებისა და კონცენტრირებისთვის, ასევე DNase I-ით დამუშავების შემდგომ და სხვა ფერმენტებისგან რნმ-ის ნიმუშების გასაწმენდად. კიტი შექმნილია სილიკა-მემბრანის მქონე სპინ-სინჯარების ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, რაც გამორიცხავს ექსპერიმენტისას ტოქსიკური რეაქგენტების გამოყენების საჭიროებას.
მახასიათებლები:
- სინჯარების დახვეწილი და მარტივად გამოსაყენებელი დიზაინი;
- ელუცია: 6 - დან 10 µL მოცულობამდე.
- 85-დან100%-მდე მაღალი ხარისხის რნმ-ის მიღების შესაძლებლობა;
- სწრაფი და მარტივი - პროცედურა 5 წუთზე ნაკლებ დროს საჭიროებს.
- RT-PCR, RT-qPCR, Northern - ბლოტინგი და სხვა რნმ-დამოკიდებული ექსპერიმენტები.
Ion – ბიბლიოთეკის დამაბალანსებელი ნაკრები
კატალოგის ნომერი: 4482298
Ion Library Equalizer™ ნაკრები მარტივი გადაწყვეტილებაა სექვენირების ბიბლიოთეკის რაოდენობრივი ანალიზისა და მისი განზავებისთვის, ასევე ბიბლიოთეკის ნორმალიზაციისათვის, რაც განსაზღვრულია ნებისმიერი ახალი თაობის სექვენირების პროტოკოლით. Ion Library Equalizer™ ნაკრები ამცირებს შესასრულებელი სამუშაოს სირთულეს, რეაგენტების ფასებს და ამარტივებს იონურ ნახავარგამტარ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სექვენირების პროტოკოლს. შედეგად მიიღება ბარკოდირებული ნიმუშები მაღალი წარმადობით. ნაკრების გამოყენება ასევე შესაძლებელია ერთი ან რამოდენიმე ნიმუშის მოსამზადებლად, მცირე მოცულობით.
ნაკრების პროტოკოლი მოიცავს 3 მარტივ ეტაპს:
1) ბიბლიოთეკის ამპლიფიკაცია Equalizer™-პრაიმერებით;
2) ბიბლიოთეკის დაკავშირება Equalizer™-ბიდებთან;
3) ელუციის ეტაპი - ნორმალიზებული ბიბლიოთეკის გაცხელება და ელუცია სპეციალურად მომზადებული Equalizer™ ელუციის ბუფერით.
ეფექტური ფასი
- არ არის საჭირო დამატებითი ტექნიკა;
- უფრო დაბალი ფასი, ვიდრე Agilent 2100 Bioanalyzer®-ის შემთხვევაში;
- გამოყენების ვადა - 18 თვემდე.
- Ion AmpliSeq™ Library Kit 2.0
- Ion AmpliSeq™ გამოყენებისთვის მზა პანელი ან მომხმარებილის მიერ Ion AmpliSeq™ Designer (www.ampliseq.com) -ით შექმლინი პანელი.
- Ion Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
- Ion Xpress™ Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
- Ion Xpress™ - ბარკოდების ადაპტერების ნაკრები
არა-მწებარე, RNase-თავისუფალი მიკროფუგის ტუბები, 1.5 მლ
ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები Ion AmpliSeq™ 2.0
კატალოგის ნომერი: 4480441
Ion AmpliSeq™ Library 2.0 ნაკრები შექმნილია ამპლიკოების ბიბლიოთეკის სწრაფი მომზადებისთვის, Ion AmpliSeq™ პანელების გამოყენებით.
ბარკოდირებული ბიბლიოთეკის მომზადება
Ion AmpliSeq ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები 2.0 მოიცავს რეაგენტებს ამპლიკონების გენერირებისთვის Ion AmpliSeq პრაიმერებით. ნაკრების საშუალებით ბარკოდირებული ბიბლიოთეკის მომზადებისთვის საჭიროა Ion Xpress™ ბარკორების ადაპტერების 1-96 ნაკრები ან IonCode™ ბარკორების ადაპტერების 1-384 ნაკრები. ბარკოდირებული ბიბლიოთეკა შესაძლოა ჩაიტვირთოს ერთ ჩიპში კომბინირებული ნიმუშების სახით, რაც სექვენირების დროის და ფასის მინიმალიზაციას განაპიროებებს.
მარტივი და მოქნილი პროტოკოლი
Ion AmpliSeq ბიბლიოთეკის მოსამზადებელი ნაკრები 2.0 პლანშეტების ფორმატით ამარტივებს ნიმუშის მომზადებას და თავსებადია თანამედროვე ავტომატიზების და მაღალი წარმადობის სისტემებთან. ბიბლიოთეკის მომზადება საჭიროებს მეტად მცირე მოცულობის საწყის ნიმუშს პჯრ რეაქციისთვის. შედეგად მიღებული დნმ-ბიბლიოთეკა მზადაა ნიმუშის შემდგომი დამუშავებისთვის ავტომატიზებული Ion Chef™ სისტემის საშუალებით. ინტუიტიური Torrent Suite™ და Ion Reporter™ კომპიუტერული პროგრამები მიღებული მონაცემების ანალიზის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას ქმნის.
სიმსივნური მარკერების პანელი Ion AmpliSeq™ v2
კატალოგის ნომერი: 4475346
Ion AmpliSeq™ სიმსივნური მარკერების (Hotspot) პანელი v2 წარმოადგენს პრაიმერების ერთ კომპლექტს, რომელიც გამოიყენება მულტიპლექსური პჯრ რეაქციის შესასრულებლად, რომლის მიმდინარეობისას მზადდება ამპლიკონების ბიბლიოთეკა გენომის სპეციფიკური მონაკვეთებიდან ("hot spot" მონაკვეთები), რომლებიც ხშირად განიცდის მუტაციას და განაპირობებს სიმსივნური პროცესების ინდუცირებას (გადმოიწერეთ Ion AmpliSeq™ სიმსივნური "Hotspot"-ების პანელი v2). Ion AmpliSeq™ გამოყენებისთვის მზა სიმსივნური მუტაციების პანელი გვთავაზობს:
- თავსებადობა FFPE ნიმუშებთან;
- მაქსიმალურად სრული დაფარვა გაცილებით მაღალ-ეფექტური სექვენირებისთვის, მინიმალური დანახარჯების ფონზე;
- პრაიმერების გაუმჯობესებული დიზაინი მეტი სანდოობისთვის;
- გენომური ვარიანტების გაუმჯობესებული დეტექცია Torrent Suite v3.0 და Variant Caller Plugin კომპიუტერული პროგრმებით.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.