|
|
|---|---|
|
|
|
|
|
|
|
|
Retainer & Base Set (სტანდარტული) 3500/3500xL გენეტიკური ანალიზატორებისთვის, 96 ფოსო
კატალოგის ნომერი: 4410228
96-ფოსოიანი პლანშეტების სპეციალური რეკი (Retainer and Base Set) გამოიყენება სტანდარტული 96-ფოსოიანი პლანშეტებისთვის, 3500 სერიის გენეტიკურ ანალიზატორებზე მუშაობისას.
კატეგორია: სახარჯი მასალა
აღწერა
მიმოხილვა (0)
იყავით პირველი შემფასებელი: „Retainer & Base Set (სტანდარტული) 3500/3500xL გენეტიკური ანალიზატორებისთვის, 96 ფოსო
“ კომენტარის გაუქმება
“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
BRAHMS – რეაგენტები და სახარჯი მასალები
Ion – ბიბლიოთეკის დამაბალანსებელი ნაკრები
კატალოგის ნომერი: 4482298
Ion Library Equalizer™ ნაკრები მარტივი გადაწყვეტილებაა სექვენირების ბიბლიოთეკის რაოდენობრივი ანალიზისა და მისი განზავებისთვის, ასევე ბიბლიოთეკის ნორმალიზაციისათვის, რაც განსაზღვრულია ნებისმიერი ახალი თაობის სექვენირების პროტოკოლით. Ion Library Equalizer™ ნაკრები ამცირებს შესასრულებელი სამუშაოს სირთულეს, რეაგენტების ფასებს და ამარტივებს იონურ ნახავარგამტარ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სექვენირების პროტოკოლს. შედეგად მიიღება ბარკოდირებული ნიმუშები მაღალი წარმადობით. ნაკრების გამოყენება ასევე შესაძლებელია ერთი ან რამოდენიმე ნიმუშის მოსამზადებლად, მცირე მოცულობით.
ნაკრების პროტოკოლი მოიცავს 3 მარტივ ეტაპს:
1) ბიბლიოთეკის ამპლიფიკაცია Equalizer™-პრაიმერებით;
2) ბიბლიოთეკის დაკავშირება Equalizer™-ბიდებთან;
3) ელუციის ეტაპი - ნორმალიზებული ბიბლიოთეკის გაცხელება და ელუცია სპეციალურად მომზადებული Equalizer™ ელუციის ბუფერით.
ეფექტური ფასი
- არ არის საჭირო დამატებითი ტექნიკა;
- უფრო დაბალი ფასი, ვიდრე Agilent 2100 Bioanalyzer®-ის შემთხვევაში;
- გამოყენების ვადა - 18 თვემდე.
- Ion AmpliSeq™ Library Kit 2.0
- Ion AmpliSeq™ გამოყენებისთვის მზა პანელი ან მომხმარებილის მიერ Ion AmpliSeq™ Designer (www.ampliseq.com) -ით შექმლინი პანელი.
- Ion Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
- Ion Xpress™ Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
- Ion Xpress™ - ბარკოდების ადაპტერების ნაკრები
Ion AmpliSeq™ Direct FFPE – დნმ ნაკრები
კატალოგის ნომერი: A31136
Ion AmpliSeq™ Direct FFPE - დნმ ნაკრებით შესაძლებელია დნმ-ნიმუშების მომზადება ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინიზირებული (FFPE) ქსოვილებიდან. აღნიშნული ნიმუშები გამოიყენება ბიბლიოთეკის კონსტრუქციისთვის Ion AmpliSeq პროტოკოლის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ დნმ-ის მისაღებად ქსოვილური ნიმუშების დეპარაფინიზაცია ამ შემთხვევაში საჭირო არ არის. კიტი თავსებადია FFPE ნიმუშებთან, რომელთა დაჭრა ხდება 10 µm სისქის ანათლებად.
Ion AmpliSeq Direct FFPE -დნმ ნაკრების მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია:
- მარტივი პროტოკოლი, რომელიც ნიმუშის დაკარგვის პრობლემას გამორიცხავს;
- ეფექტური 30-წუთიანი პროტოკოლი, მხოლოდ 10 წუთის ხანგრძლივობის ხელით სამუშაო დროით;
- იდეალურია FFPE დნმ-ნიმუშებდან დნმ-ის გამოსაყოფად, როდესაც ნიმუში ლიმიტირებული რაოდენობითაა;
- FFPE ანათლების დეპარაფინიზაცია არ არის საჭირო;
- სპინ- ან ბიდ-დამოკიდებული დნმ-ის ექსტრაქცია არ არის საჭირო;
- Ion AmpliSeq ბიბლიოთეკის მომზადება ხდება მხოლოდ 1 ng დნმ-ნიმუშიდან;
- პროტოკოლი მოიცავს ნიმუშების ურაცილ-D-გლიკოზილაზათი დამუშავებას, რაც დეამინირებული ციტოზინის არიდან ელიმინაციის შესაძლებლობას ქმნის.
Qubit™ – ტუბები
ბარკოდების ადაპტერების ნაკრები Ion Xpress™17-32
კატალოგის ნომერი: 4474009
Ion Xpress™ ბარკოდების 17-32 ადაპტერების ნაკრები მოიცავს 16 უნიკალურ ბარკოდის ადაპტერს, რომლებიც სპეციფიკურად შექმნილია და ვალიდირებულია Torrent PGM™ და Proton™ სექვენატორებზე რეაქციების ოპტიმალური შესრულებისთვის. როდესაც ნაკრები Ion Xpress™ Plus ან Ion Plus Fragment - ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელ ნაკრებებთან კომპლექტში გამოიყენება, იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოახდინოს ფრაგმენტთა 16-მდე ნაკრების მულტიპლექსირება ემულსიური პჯრ-ს ეტაპზე და შემდგომ მულტიპლექსური სექვენირება. ამ კიტის გამოყენება შესაძლებელია სხვა ბარკოდების ადაპტერების ნაკრებთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში ბიბლიოთეკის 96 ფრაგმენტის (96 სხვადახვა ნიმუშის) მულტიპლექსური სექვენირების შესაძლებლობას ქმნის. მოლეკულური ბარკოდების გამოყენება საშუალებას იძლევა განხორციელდეს სხვადასხვა დნმ-ფრაგმენტების მულტიპლექსირება სექვენირების ერთ ჩიპზე, რაც მაღალი წარმადობის და ეფექტურობის გარანტიაა.
ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები MagMAX™ CORE
კატალოგის ნომერი: A32700
MagMAX CORE - ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის კიტი მაღალი ეფექტურობის მქონე რეაგენტთა ნაკრებია რნმ-ისა და დნმ-ის გამოსაყოფად ნიმუშების ფართო სპექტრიდან. უნივერსალური ნაკრები ოპტიმიზებულია KingFisher - ის სხვადასხვა ტიპის მაგნიტური ბიდების მქონე პლატფორმებზე სამუშაოდ. MagMAX CORE ნაკრები ამარტივებს ხარისხიანი ნუკლეინის მჟავების მიღებას პჯრ-რეალურ დროში და სექვენირების ექსპერიმენტებზე მათი შემდგომი გამოყენებისთვის. MagMAX CORE ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები:- წინასწარ მომზადებული რეაგენტების ნაკრები ინახება ოთახის ტემპერატურაზე;
- რეაგენტების მომზადების და პურიფიკაციის მინიმალური დროის საჭიროებიდან გამომდინარე, სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღება მინიმალურ დროში;
- სრული პროტოკოლი 14 სხვადასხვა ტიპის ნიმუშიდან ნუკლეინის მჟავების გამოსაყოფად.
- სისხლი
- ფეკალიები
- ორალური სითხეები
- ცხოველური, ფეკალური და სხვა ტიპის ნაცხები
- ქსოვილი
- რძე
- თმის ფოლიკულები
- სპერმა
- შრატი
- ყურიდან აღებული ნიმუშები
- ნიმუშები გარემოს დაცვითი კველებისთვის
- ბაქტერიული ნიმუშები
- ვირუსული ნიმუშები
- პლაზმა
ჩიპის ნაკრები Ion 520™
კატალოგის ნომერი: A27762
Ion 520 ჩიპის ნაკრები მოიცავს 8 ბარკოდირებულ ჩიპს, რომლებიც გამიოყენება Ion S5 და Ion S5 XL სექვენირების სისტემებზე. Ion 520 ჩიპის გამოყენებით ელექტრონულად ხდება თითოეული ნუკლეოტიდის ჩართვის დეტექცია პოლიმერიზაციისას, ფლუორესცენტული სიგნალის გარეშე. ოპტიკაზე ორიენტირებული დეტექციის სისტემის თავიდან აცილება შემდეგი თაობის სექვენირების ტექნოლოგიას ანიჭებს სისწრაფეს. ამ შემთხვევაში, 200 bp სიგრძის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის სექვენირების დრო 2.5 საათზე ნაკლებია.
Ion 520 ჩიპის ნაკრების მახასიათებლები:
- ნიმუშის კონტროლის ფუნქცია ინტეგრირებული ბარკოდის მეშვეობით;
- რეაქციის სისწრაფე: მხოლოდ 2.5 - 4 საათში 3-6 მლნ რიდის გენერირება;
- რიდების სიგრძე 600 აზოტოვან ფუძემდე მრავალი სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის შესრულების შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის გენთა მიზნობრივი სექვენირება და მიკრობთა სექვენირება;
- თავსებადობა ბიბლიოთეკის მომზადების თანამედროვე მეთოდებთან.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.