Shop
MSC-3000, ცენტრიფუგა/ვოტექსი მულტისპინი
MSC-3000 წარმოადგენს აპარატს, რომლის "სპინ-მიქს-სპინ" ტექნოლოგია განკუთვნილია მიკროტუბებზე მუშაობისას რეაგენტების ვორტექსირებისა და ცენტრიფუგირებითვის. ტექნოლოგია მოიცავს ცენტრიფუგირებას, შემდგომ ვორტექსირებას და კვლავ ცენტრიფუგირებას, რის გამოც მას “sms”-ალგორითმი (Spin-Mix-Spin) ეწოდა. აპარატი აუცილებელია ყველა ლაბორატორიისთვის, სადაც პჯრ და სხვა დნმ-ანალიზები ხორციელდება.
CVP-2 მოიცავს რამოდენიმე ფუნქციის კომბინაციას ერთ სისტემაში:
ცენტრიფუგა - მაქსიმალური RCF: 800 × g-მდე;
ვორტექსი - (ვორტექსირების 3 რეჟიმი - მსუბუქი, საშუალო, ძლიერი; დროის რეგულირება; ვორტექსირების რეგულირების დრო 1-20 წამი);
ცენტრიფუგა/ვორტექსი;
“sms–ალგორითმი”.
MSC-Advantage™ Class II Biological Safety Cabinets
MSH-300i – მაგნიტური სარეველა
Intelli - სარეველა MSH-300i წარმოადგენს ახალი თაობის მაგნიტურ სარეველას. მეტალის სარეველა დაფარულია მჟავების და ტუტეების მიმართ ქიმიურად მდგრადი ემალით. მოწყობილობა აღჭურვილია სენსორული ელემენტით, ტემპერატურის, Ph-ის და სხვა პარამეტრების საკონტროლოდ მოსარევ სითხეში.
სარეველებს თან ახლავს ცილინდრის ფორმის მაგნიტური მომრევი ჩხირები (6 × 25 მმ) უნივერსალური გამოყენებისთვის, ტეფლონით დაფარული.
მაგნიტური სარეველას გამოყენება შესაძლებელია ლაბორატორიული ოპერაციების ჩასატარებლად ისეთ რეაქტივებზე, როგორიცაა ორგანული სინთეზისას, ექსტრაქციისას, ზეთოვან პროდუქტებზე მუშაობისას გამოყენებული რეაგენტები, ასევე pH-ის განსასაზღვრად, დიალიზისა და ნიადაგის სუსპენდირებისთვის და ბუფერული ხსნარების მომზადებისას.
- დამატებითი დამცავი მექანიზმი იცავს გახურებისგან იმ შემთხვევაში, თუ თეფშის ტემპერატურა გადააჭარბებს დასშვებს 30°C-ით.
- ოპერირების ტემპერატურული დიაპაზონი +4°С -დან +40°С -მდე, მაქსიმალური ფარდობითი ტენიანობა 80%.
- მორევადი სითხის მაქსიმალური მოცულობა 20 ლიტრს შეადგენს.
Multiskan FC – ფოტომეტრი მიკროპლანშეტებისთვის
Multiskan FC აერთიანებს ცნობილი Multiskan ბრენდის 40 წლიან გამოცდილებას, გაუმჯობესებული გამოყენებადობის ფუნქციებით. Multiskan FC-ს აქვს 340-850 ნმ ტალღის სიგრძის დიაპაზონი, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას ფერმენტების კინეტიკური კვლევებიდან ე.წ. Lowry-ის ანალიზებამდე. ინსტრუმენტი უზრუნველყოფს სწრაფ და ზუსტ გაზომვებს, რაც შესაძლებელს ხდის 96 ფოსოიანი პლანშეტის სრულ წაკითხვას შვიდ წამზე ნაკლებ დროში. ინსტრუმენტი ასევე აღჭურვილია ხაზოვანი რხევით. ინკუბატორის მქონე მოდელი იძლევა ინკუბაციური ტემპერატურის 50°C-მდე და 384 ფოსოიანი პლანშეტის წაკითხვის შესაძლებლობას. SkanIt პროგრამა კი უზრუნველყოფს ინსტრუმენტის ოპტიმალურ გამოყენებას სამუშაო პროცესში, მონაცემთა მარტივი ანალიზითა და ექსპორტირების შესაძლებლობით.
Multiskan SkyHigh – სპექტროფოტომეტრი
Multiskan SkyHigh Microplate სპექტროფოტომეტრი არის UV/Vis მიკროპლეიტის წამკითხველი, რომელიც შექმნილია მოსახერხებელი და გამოსაყენებლად მარტივი, პრაქტიკულად ნებისმიერი ფოტომეტრული კვლევისთვის, განსაკუთრებით დნმ-ის, რნმ-ისა და ცილების ანალიზისთვის. ეს ინსტრუმენტი იდეალურია ბევრი მომხმარებლის გარემოში, სადაც შესასრულებულია სხვადასხვა ტიპის კინეტიკური და სპექტრული ანალიზი. Multiskan SkyHigh სპექტროფოტომეტრები ხელმისაწვდომია სამ სხვადასხვა კონფიგურაციაში. სენსორული ეკრანის მოდელები გთავაზობთ სისტემის დამოუკიდებლად გამოყენების მოქნილობას ან Thermo Scientific SkanIt PC პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად. სენსორული ეკრანის მოდელები ასევე გვთავაზობენ წვდომას Thermo Fisher Connect ქლაუდზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებზე. Multiskan SkyHigh მიკროპლეიტის სპექტროფოტომეტრის მოდელი, რომელიც მუშაობს მხოლოდ SkanIt პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, იდეალურია მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეყრდნობიან კომპიუტერს ყველა ოპერაციისთვის. ზოგიერთ მოდელში ასევე შესაძლებელია კუვეტის წაკითხვა.
-მონოქრომატორზე დაფუძნებული ოპტიკური სისტემა ტალღის სიგრძის თავისუფალი შერჩევისთვის 200 ნმ-დან 1000 ნმ-მდე;
-თავსებადია 96 და 384 ფოსოიანი პლანშეტთან ხუფებით და კუვეტებით ან მათ გარეშე;
-კითხულობს μDrop™ პლანშეტს მიკრომოცულობითი დნმ/რნმ და ცილის ანალიზისთვის;
-ახორციელებს შერხევას და ინკუბაციას ტემპერატურაზე დამოკიდებული ან უჯრედებზე დაფუძნებული ანალიზებისთვის;
-იძლევა კინეტიკური, სპექტრული და საბოლოო წერტილის გაზომვის საშუალებას სხვადასხვა სპექტროფოტომეტრის გამოყენებისთვის;
-სწრაფი მუშაობა: ფოსოების სრული სპექტრი კეთდება 10 წამზე ნაკლებ დროში და სრული 96 ფოსოიანი პლანშეტი იკითხება 6 წამში;
-სენსორული ეკრანის მოდელებს აქვთ მარტივად გამოსაყენებელი ინტერფეისი და მოიცავს მზა პროტოკოლებს ნუკლეინის მჟავისა და ცილების რაოდენობრივი განსაზღვრისთვის;
-მოთხოვნადი ტესტების დაყენება მარტივია ძლიერი და ინტუიციური SkanIt™ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით;
-ქლაუდზე დაფუძნებული Thermo Fisher Connect ხელსაწყოები საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ შეინახოთ, შეხვიდეთ, გააზიაროთ და მართოთ თქვენი ფოტომეტრიული მონაცემები დისტანციურად (სენსორული ეკრანის მოდელებისთვის);
-შემდეგი ენები ხელმისაწვდომია ყველა მოდელზე; აირჩიეთ ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური, რუსული, ჩინური ან იაპონური;
-ავტომატიზაციის თავსებადობა SkanIt Software-ის ავტომატიზაციის ინტერფეისთან ინტეგრაციისათვის;
NanoDrop™ One/OneC Microvolume UV-Vis სპექტროფოტომეტრი Wi-Fi-ს თანხლებით
გაუმჯობესებული Thermo Scientific™ NanoDrop™ One Microvolume UV-Vis სპექტროფოტომეტრის საშუალებით შესაძლებელია ნიმუშის ხარისხის დადგენისას ძვირადღირებულ დანახარჯები და ხარვეზები თავიდან ავიცილოთ. დნმ-ის და რნმ-ის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება ხორციელდება წამებში, მხოლოდ 1-2 µL ნიმუშის მოცულობით. შედეგად მიიღება სრული სპექტრის მონაცემები, ვიდრე მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოვიყენოთ თუ არა ნიმუში შემდგომი კვლევისთვის. აღნიშნულ მოდელზე ხელმისაწვდომია დამატებითი პოზიცია კიუვეტისთვის.
სპექტროფოტომეტრი მაღალი რეზოლუციის სენსორული ეკრანით, ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს ჩვენს სამეცნიერო მიზნებთან. მძლავრი, დიაპაზონის ავტომატური განსაზღვრის ტექნოლოგია აუმჯობესებს ექსპერიმენტის სიზუსტეს კონცენტრირებული ნიმუშების შემთხვევაშიც, განზავების საჭიროების გარეშე. აპარატის ახალი მოდელი NanoDrop 2000/2000c სპექტროფოტომეტრების ინოვაციური ალტერნატივაა.